ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

მაგალითად, თუ ექიმის ნაწერს ვერ არჩევთ, პირდაპირ უთხარით: “მე ძნელად ვარჩევ სხვის ხელწერას, მიკარნახეთ, თუ შეიძლება, წამლის დასახელება”. ბევრ პაციენტს სწყინს, რომ ექიმი განსაკუთრებულ ყურადღებას არ იჩენს მათ მიმართ, მაგრამ ამას თავისი ახსნა და გამართლება აქვს: კარგი სპეციალისტი დღეში ათობით პაციენტს იღებს და გარკვეული ემოციური სიცივე სჭირდება, რათა საღად იაზროვნოს და ემოციების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.

ძალიან მინდა, წონა დავიკლო, მაგრამ ფიტნესკლუბში სიარული მეუხერხულება. სპორტულ დარბაზში ბევრი მოხდენილი ქალიშვილია, მე კი ბავშვის გაჩენის შემდეგ ფიგურა საშინლად შემეცვალა, გამეზარდა მუცელი, გამიფართოვდა თეძოები. ვგრძნობ, რომ ძალიან მოუქნელი ვარ. მეჩვენება, რომ დარბაზში ყველას ყურადღებას ვიპყრობ და ირონიულ ღიმილს ვიწვევ. როგორ დავაღწიო თავი ამ კომპლექსს? ნინო, 28 წლის

ნინო, დაგვიჯერეთ: მოხდენილ გოგონებს თქვენზე ნაკლებად როდი აწუხებთ საკუთარი გარეგნობა; ხშირად ისინიც ძალიან განიცდიან მითიურ ნაკლოვანებებს, რომლებიც მათ “ამახინჯებს”. ნუ იფიქრებთ, რომ ისინი თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი არიან. პირიქით, ეცადეთ, მათთან კარგი ურთიერთობა დაამყაროთ - გაუბით საუბარი დიეტების, სხვადასხვა სავარჯიშო კომპლექსებისა თუ პროგრამების შესახებ. ურთიერთობის დამყარების შემდეგ შფოთვა თანდათან გაგივლით და თავისუფლად შეძლებთ ვარჯიშის გაგრძელებას.


ჩემი დედამთილი წამდაუწუმ შენიშვნას მაძლევს: “რატომ ჭრი ყველს ამ დანით?”, “წვნიანს მეტისმეტად ბევრ მარილს აყრი”, “ადრე ყრი საჭმელში ნიორს” და ა.შ. უკვე მომბეზრდა! როგორ მოვიქცე? ეკა, 24 წლის

ეცადეთ, მოიქცეთ ისე, რომ დედამთილს არ მისცეთ საშუალება, განავითაროს წამოწყებული თემა. ყველა მის შენიშვნას ღიმილით უპასუხეთ: “გმადლობთ, ჩემთვის ასე უფრო მოხერხებულია”. დედამთილს თქვენი კრიტიკის სურვილი დაეკარგება, როცა დარწმუნდება, რომ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც თავიანთ აზრს იცავენ. ეცადეთ ასევე, გამოიყენოთ ყურადღების გადატანის ტაქტიკა: თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვახშმის მომზადება, შესთავაზეთ დედამთილს, წამოწვეს და დაისვენოს ან საინტერესო ტელეგადაცემას უყუროს.

ჩემი უფროსი გვიანობამდე მუშაობს და ჩემგანაც იმავეს მოითხოვს. ის მარტოხელაა, ამიტომ შეუძლია, დღე და ღამე სამუშაოზე გაატაროს, მე კი ორი ბავშვი მყავს, რომლებიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბავშვო ბაღიდან უნდა გამოვიყვანო. უფროსი მპირდება, რომ დამატებით ანაზღაურებას მივიღებ, მაგრამ საქმე ფულში როდია! ნატალია, 29 წლის

უბრალოდ, უთხარით უფროსს “არა” - თქვენ ხომ საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ. შრომის კოდექსიც თქვენს მხარესაა. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი უფროსი გატაცებულია თავისი სამუშაოთი: გამოხატეთ ინტერესი მისი მორიგი იდეის მიმართ, აღიარეთ, რომ სანამ საბავშვო ბაღში მიხვალთ, განუწყვეტლივ ამაზე იფიქრებთ. შეიძლება, ბრძოლაში შინაურებიც ჩართოთ: სთხოვეთ, სამუშაო დღის ბოლოს დაგირეკონ და გთხოვონ, სასწრაფოდ დაბრუნდეთ შინ.

ჩემი მეგობარი ყველა უცოლო მამაკაცში მომავალ ქმარს ხედავს. ახლახან მან გადაწყვიტა, რომ დროა, გათხოვდეს და განაახლა ურთიერთობა ყველა უცოლო ყოფილ თანაკლასელთან, თანაკურსელთან და თანამშრომელთან. საკმარისია, ვინმემ კაფეში დაპატიჟოს, რომ მაშინვე სამომავლო გეგმებს აწყობს. ბუნებრივია, შემდეგ იმედგაცრუებული რჩება და დეპრესიაში ვარდება. როგორ ავუხსნა, რომ მცდარ გზას ადგას? სოფო, 32 წლის

აუცილებლად უთხარით თქვენს მეგობარს, რომ ძალიან ჩქარობს. დაარწმუნეთ, რომ ცხოვრების თანამგზავრის არჩევა საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომ ყველა მამაკაცს, რომელსაც შეხვდება, კარგად უნდა დააკვირდეს. მაშინაც კი, როცა ეჩვენება, რომ მას ძალიან კარგად იცნობს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის აღდგენა უიმედო გზაა - არსებობს ყოფილი თანაკლასელების ქორწინების უამრავი მაგალითი. უბრალოდ, არ არის საჭირო, ძველი ურთიერთობებით შემოიფარგლოს - აუცილებელია ახალი ნაცნობების შეძენაც. ეცადეთ, მეგობარს ამაში დაეხმაროთ.

ჩემს დედამთილს ჩემი გოგონასთვის უამრავი უსარგებლო ნივთი მოაქვს საჩუქრად. ის, შეიძლება ითქვას, სულს არ იშურებს შვილიშვილისთვის. როდესაც სტუმრად მოდის, ბავშვისთვის უამრავი ტანსაცმელი მოაქვს, თუმცა უჭირს, ამიტომ იაფ და უხარისხო ნივთებს ყიდულობს. ბებიის თანდასწრებით ვაცმევ ჩემს გოგონას მის ნაჩუქარ ტანსაცმელს, მერე კი ვინახავ. როგორ ავუხსნა დედამთილს, რომ ამ საჩუქრებზე მთელი ხელფასი არ დახარჯოს? მარი, 28 წლის

უსარგებლო ხარჯებს შეგიძლიათ იმით მოუღოთ ბოლო, რომ სთხოვოთ დედამთილს, შეიძინოს შვილიშვილისთვის რაიმე კონკრეტული ნივთი (რა თქმა უნდა, არა ძალიან ძვირფასი), რომელიც მას ძალიან სჭირდება. ეს შეიძლება იყოს წიგნი, სამაგიდო თამაში, ნაკრები შემოქმედებითი სამუშაოსთვის, კონსტრუქტორი... ამასთან, როცა ამ მნიშვნელოვან დავალებას მისცემთ, სასხვათაშორისოდ შენიშნეთ, რომ მისი ნაჩუქარი ბევრი ტანსაცმელი ბავშვს ჯერ კიდევ არ უხმარია, ამდენად, ახალი არ გჭირდებათ.