გადადებული საქმის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადადებული საქმის სინდრომი

1. უსიამოვნოა. პროკრასტინაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ფსიქოლოგები შფოთვის დონის აწევას ასახელებენ. ადამიანს აშინებს წარუმატებლობა, უფრთხის დიდ მატერიალურ ხარჯებს, კრიტიკას, დაცინვას. რატომ არის, რომ გახანგრძლივებული კონფლიქტი, რომელიც ურთიერთობის გარკვევას ან ვინმესთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს, გვაიძულებს, ისევ და ისევ მომავლისთვის გადავდოთ საუბარი? ჩვენ ვამბობთ, რომ ხელსაყრელ დროს ველით, მაგრამ მხოლოდ თავს ვიტყუებთ. კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითი: ხშირად გადავდებთ ხოლმე ექიმთან ვიზიტს. ადამიანს ურჩევნია, ტკივილით დაიტანჯოს, ვიდრე საშიში დიაგნოზი მოისმინოს ან არასასიამოვნო პროცედურები გაიაროს. ამ შემთხვევაში უმჯობესია ვიმოქმედოთ პრინციპით: “ჩავერთოთ ბრძოლაში, ვითარებაში მოგვიანებით გავერკვევით”. საფრთხეების უმრავლესობა, როგორც წესი, გაზვიადებული აღმოჩნდება ხოლმე და მოსაწყენი პესიმიზმი მალე საქმიანი განწყობით იცვლება.

2. რთულია. ზოგიერთი საქმე იმდენად რთული გვეჩვენება, რომ არც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ. სამსახურის შეცვლა, მანქანის შეძენა, საქორწილო სამზადისი - ბევრისთვის ეს რამდენიმეთვიან ან რამდენიმეწლიან ისტორიად იქცევა ხოლმე. საქმე წარმატებით რომ დასრულდეს, აუცილებელია მისი რამდენიმე ეტაპად დაყოფა. მწარმოიდგინეთ, რომ გადასაზიდი გაქვთ ქვიშის მთელი მთა. ბულდოზერის გარეშე ერთადერთი გზაა, აიღოთ ნიჩაბი და ცოტ-ცოტა ქვიშის გადატანა დაიწყოთ. ასევე უნდა მოიქცეთ, მაგალითად, მანქანის შეძენის დროსაც. თავდაპირველად უნდა გადათვალოთ დანაზოგი, რათა გაიგოთ, რომელი მოდელის შეძენის საშუალება გაქვთ, შემდეგ გაარკვიოთ ავტოკრედიტირების პირობები სხვადასხვა ბანკში, გამოკითხოთ ნაცნობები, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, დაფიქრდეთ, რამდენის გადადება შეგიძლიათ ყოველთვიურად კრედიტის დასაფარავად და ა.შ. საქმის დაგეგმვისას ჩაიწერეთ ყოველი ეტაპი და დეტალი. ეს მთელი სურათის უკეთ დანახვაში დაგეხმარებათ. ნუ გადატვირთავთ ტვინს. გამოკვლევები გვიჩვენებს: როდესაც გონებაში ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დავალების “ჩალაგება” გვიწევს, ტვინი კომპიუტერივით ჭედავს და ნებისმიერი დავალების შესრულებას უარობს.

3. უმნიშვნელო. ჩვენ ხშირად გვიგროვდება უამრავი წვრილმანი საქმე და გვეჩვენება, რომ მათი გაკეთება ნებისმიერ დროს შეგვიძლია. ასე იფარება მტვრით კომუნალური გადასახადების ქვითრები, დისკები და წიგნები, რომლებიც “ერთი კვირით” ვითხოვეთ ნაცნობებისგან... საქმეები გროვდება და ერთ მშვენიერ დღეს მთელი გროვა გვატყდება თავს, ამას კი სტრესამდე, თვითშეფასების დაქვეითებამდე და დანაშაულის განცდამდე მივყავართ. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ პერიმ ამ შემთხვევისთვის შემოგვთავაზა ასეთი ხერხი - “სტრუქტურიზებული პროკრასტინაცია”: თუ ადამიანს ეზარება რომელიმე ერთი საქმის კეთება, ხელი უნდა მიჰყოს მეორეს, უფრო სასიამოვნოს, მაგრამ სასარგებლოს, და დანაშაულის განცდაც შესუსტდება.

4. უინტერესოა. ფსიქოლოგებმა, რომლებიც იკვლევენ გადადებული საქმეების სინდრომს, გაარკვიეს, რომ პროკრასტინაციის დონე მცირდება, როცა ადამიანი დასრულებული სამუშაოსგან სწრაფ და სასიამოვნო ეფექტს ელის. ასე რომ, ეცადეთ, თქვენ წინაშე მდგარი ამოცანებიდან ამოარჩიოთ შედარებით საინტერესო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეგმილი საქმე უბის წიგნაკში გაკეთებულ ჩანაწერად დარჩება. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რაში დახარჯავთ პრემიას პროექტის დასრულებისას ან რამდენ ლაიქს (მოწონებას) მიიღებთ, თუ ქსელში განათავსებთ მანქანის მართვის ახალაღებული მოწმობის ფოტოს.

5. არატრივიალურია. ზოგჯერ პროკრასტინაცია ვრცელდება საქმეებზე, რომლებიც ოცნებათა ხარისხებს ეხება: გვსურს, ისინი ლამაზად და მთელი სისავსით ასრულდნენ, ამიტომ მათი ორგანიზებისას არასოდეს გვყოფნის არც დრო და არც ფული. დაფიქრდით, რა უფრო გჭირდებათ - შესანიშნავი, მაგრამ შორეული ოცნება თუ მისი ასრულება? თუ ღრუბლებში ფრენა გიყვართ, რათა პრობლემებს გაექცეთ, მაშინ მოეშვით და ასევე გააგრძელეთ. თუ გსურთ, მიზანს მიაღწიოთ, დაყავით ამოცანა რამდენიმე ეტაპად და მისი რეალიზაცია დაიწყეთ.