დავრჩეთ მეგობრებად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავრჩეთ მეგობრებად

1. მაპატიე, მაგრამ ჩემი გული უკვე სხვას ეკუთვნის

ეს ვარიანტი მოხერხებულია მათთვის, ვინც იძულებულია, მუდმივი ურთიერთობა ჰქონდეს მასთან, ვისაც უარყოფს - ვერც ერთი ნორმალური მამაკაცი ვერ გაგკიცხავთ იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს ერთგულობთ, - მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად არსებობს ის თუ მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში. რა გიშლით ხელს, შეთხზათ ამაღელვებელი ისტორია მშვენიერ პრინცზე, რომელიც უცხოეთშია წასული სტაჟირებისთვის? უარს დამაჯერებლობას შესძენს რელიგიური ან ოჯახური ტრადიციის მოშველიება, რომლის გამოც “ქორწილამდე არ შეიძლება!” ოღონდ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენზე დაქორწინება მის გეგმებში არ შედის.

2. ჩემთვის დღეს არ შეიძლება

ეს ვარიანტი განკუთვნილია იმ ქალიშვილებისთვის, რომელთა მეგობარ მამაკაცებს უეცრად ვნება შემოაწვათ. ყველაზე ხშირად ასეთი რამ ხდება ერთად გატარებული საღამოს შემდეგ, მაგრამ შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს თქვენი იმიჯის კარდინალურმა ცვლილებამაც - ძველი ვარცხნილობითა და ჯინსით ის თქვენ ქალად ვერ აღგიქვამდათ, ხოლო საღამოს კაბაში “ერთბაშად უცხო თვალით შემოგხედათ” და “აღმოგაჩინათ”. გადაკრული სიტყვა “სამედიცინო” გარემოებების შესახებ აქ სავსებით დროულია. ეს დაგეხმარებათ, ღირსეულად დააღწიოთ თავი რთულ სიტუაციას. დაწვრილებით ამაზე საუბარი არ ღირს, მორცხვად დახრილი მზერა და ოდნავ შეფაკლული სახეც საკმარისია.

3. აღკვეთეთ ფლირტი

ეს ვარიანტი მათთვისაა, ვისთვისაც ჯერ კიდევ არ აუხსნიათ სიყვარული, მაგრამ გრძნობს, რომ ასეთი რამ მოსალოდნელია. შესაძლოა, ამან გაგაოცოთ, მაგრამ მამაკაცები იშვიათად გადადიან “გადამწყვეტ მოქმედებაზე” გამოწვევის გარეშე. ფლირტს, კეკლუც გამოხედვას, “შემთხვევით” შეხებას და თამამ ტანსაცმელს ისინი სწორედ გამოწვევად აღიქვამენ. ასე რომ, თუ არ გსურთ, მამაკაცმა თქვენი ქცევა სექსისთვის მზადყოფნად აღიქვას, მონიშნეთ საზღვრები. ეცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად აღმოჩნდეთ მასთან ერთად მარტო, დაიცავით ურთიერთობის ჰიგიენა - ერიდეთ კოცნას, მხარზე ხელის გადახვევას, თვალების ჟუჟუნს. უხამსი ხუმრობები და ანეკდოტები სართოდ ამოძირკვეთ თქვენი ურთიერთობიდან. გჯეროდეთ, სიმკაცრე და პირდაპირობა კეთილგანწყობას ხელს არ უშლის, ხოლო სხეულის ენით ნათქვამი “არა” სიტყვებზე დამაჯერებელია. თუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომელიც უარის თქმას გაიძულებთ, გახსოვდეთ: მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის ადრეც არსებობდა. თუ მამაკაცი თავიდანვე პოტენციურ პარტნიორად აღგიქვამდათ, მაშინ ის წინააღმდეგობისთანავე გაქრება ჰორიზონტიდან. დაე, გაქრეს - უკეთესია!