კარიერული სირთულეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარიერული სირთულეები

როგორ მოვიქცეთ?

თქვენთვის საინტერესო სპეციალობის არჩევისას, შეადარეთ, რომელი უფრო მეტია - შეთავაზება თუ მოთხოვნა. თუ მაძიებელი ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა კონკურენციის გაწევას.

2. კრიზისის გამო “ჩაძირულნი”

როგორც ცნობილია, კრიზისის გამო უმეტესად ზარალდებიან ბანკების, სამშენებლო კომპანიების, სარეკლამო და ტურისტული სააგენტოების თანამშრომლები. დათხოვილი ადამიანები თავიანთი წინადადებებით ხვდებიან შრომით ბაზარზე. სამუშაოს, როგორც წესი, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი პოულობენ, ამასთან, პირველ რიგში ისინი, ვინც მზად არიან, ხელი მოჰკიდონ საყვარელ საქმეს იმაზე ნაკლები გასამრჯელოს ფასად, ვიდრე კრისიზამდე ჰქონდათ. დანარჩენები ან მოლოდინის რეჟიმში რჩებიან, ან პროფესიის შეცვლაზე იწყებენ ფიქრს.

როგორ მოვიქცეთ?

ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება იურისტის, ეკონომისტის, პროგრამისტის, დამკაბადონებლის, ბუღალტრისა და მოლარის პროფესიები. ეს პროფესიები უნივერსალურია. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ იდგეთ ზღვის ნაპირას და ზურგის ქარს ელოდოთ, მოსაზღვრე პროფესიები შეისწავლეთ.

3. მოთხოვნა წარმოშობს შეთავაზებას

პერსონალის შერჩევის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არსებობს პროფესიათა წყება, რომელთა წარმომადგენლებსაც კრიზისის პერიოდშიც კი შეუძლიათ მშვიდად იგრძნონ თავი. რამდენადაც ეკონომიის მიმართ მიდგომა იცვლება, ყველაზე მოთხოვნადი ახლაც და მომავალშიც იქნებიან ანალიტიკოსები, მაგალითად, კრიზისმენეჯერები, ისინი, ვისაც აქვს გათვლისა და პროგნოზირების უნარი, ასევე - ბიზნესის შეფასებისა და ფინანსური პრეტენზიების სასამართლომდე მოგვარების სპეციალისტები. IT-სპეციალისტებსაც შეუძლიათ მშვიდად იძინონ. გლობალური კომპიუტერიზაციის ეპოქაში მათთვის მუდამ მოიძებნება საქმე. პრიორიტეტულთა რიცხვს უწინდებურად მიეკუთვნებიან გაზისა და ნავთობის მოპოვების სფეროები. ამ დარგში კვალიფიციურ სპეციალიტებს ოქროს ფასი ადევთ.

როგორ მოვიქცეთ?

უნდა გიხაროდეთ, რომ ერთ-ერთი ამ “ოქროს” ხელობით ხართ დაკავებული. თუ არ მიეკუთვნებით ამ ბედნიერი ადამიანების რიცხვს, იფიქრეთ იმაზე, როგორ მოხვდეთ მათ რიგებში ან მიაღწიოთ სრულყოფილებას თქვენს სპეციალობაში. როგორც არ უნდა შეიცვალოს შრომის ბაზარი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მუდამ მოთხოვნადია.

4. ყოველთვის აქტუალური

ვერავითარი კატაკლიზმები ვერ მოახდენენ გავლენას ისეთი პროფესიების მოთხოვნადობაზე, როგორებიცაა ექიმი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, პედაგოგი. მოკლედ, ყველა ის პროფესია, რომელთა გარეშეც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია. წყნარი ნავსაყუდელი შეიძლება ვუწოდოთ სწრაფი კების ობიექტებს, რესტორნებს და ეკონომკლასის სილამაზის სალონებს.

როგორ მოვიქცეთ?

ნუ მოეშვებით. დახვეწეთ თქვენი ოსტატობა, აიმაღლეთ კვალიფიკაცია, მიჰყავით ხელი თვითგანათლებას, აითვისეთ მონათესავე სპეციალობები. XXI საუკუნე ერთ წერტილზე გაყინვას არ გაპატიებთ!