რატომ წითლდება ადამიანი მღელვარების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ წითლდება ადამიანი მღელვარების დროს

ხშირმა მღელვარებამ, რომელსაც სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა სდევს თან, შესაძლოა ნევროზამდეც კი მიიყვანოს. მედიცინაში ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით სიწითლის შიშს ნიშნავს. დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ (Blush ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს).

სახის ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე. შედეგად ადამიანი მცირედი მღელვარების დროსაც კი წითლდება. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც აქვს და შესაძლოა, ადამიანი ნევროზამდე და დაპრესიამდეც კი მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისა, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა, - სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციოფობია ახასიათებთ და არცთუ იშვიათად პირადი ცხოვრებაც მოუწყობელი აქვთ.

განასხვავებენ სამი სახის გაწითლებას:

1) ძლიერად გამოხატულ სიმორცხვეს;

2) კონფლიქტურ ფორმას (ერითროფობიის პრობლემა);

3) ფორმას, როცა სიწითლეს ოფლიანობაც სდევს თან.

რატომ ვითარდება ბლაშინგ-სინდრომი აღელვების დროს, ეს დღემდე უცნობია. ცნობილია, რომ ამ დროს ხდება სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება, რის გამოც სისხლი ძლიერ აწვება სახეს, თვით სისხლძარღვთა გაფართოების გამომწვევი მექანიზმი კი შესწავლის სტადიაშია. ერითროფობია თითქმის ყოველთვის ერწყმის სოციოფობიას ანუ საზოგადოებრივი აქტიურობის შიშს და ზოგჯერ სულ უბრალო, ყოფით საქმიანობას, მაგალითად, უცნობ გამყიდველთან რამის ყიდვას, გამოცდის ჩაბარებასაც კი შეუძლებელს ხდის. ქება თუ შენიშვნა ადამიანს აწითლებს, ზოგჯერ მეტყველების უნარსაც კი აკარგვინებს.

ერითროფობიის მკურნალობა ხდება ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარებით, სედაციური საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, ბლაშინგ-სინდრომის დროს ინიშნება ბ3 და ბ5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს. ბლაშინგ-სინდრომის დროს ძალზე ეფექტურია ოპერაციული მკურნალობა - იგი პაციენტთა 95%-ს შველის. ქირურგიული მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპიური სიმპათექტომია. ამ დროს სპობენ ნერვულ იმპულსთა გამტარ

სიმპათიკურ ნერვულ ღეროებს. ავადმყოფი ოპერაციის მეორე დღესვე მიდის შინ. ბლაშინგ-სინდრომი ქრება.

იხილეთ ვრცლად