როგორ გავაუმჯობესოთ სიძე-სიდედრის ურთიერთობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავაუმჯობესოთ სიძე-სიდედრის ურთიერთობა

რატომ წარმოიშობა კონფლიქტი ოჯახურ სამკუთხედში?

განხეთქილებას ხშირად თავად ქალი უწევს პროვოცირებას დედასთან ქმრის ან ქმართან დედის კრიტიკით.

კონფლიქტის მეორე მიზეზი დედის მხრივ გადაჭარბებული მზრუნველობაა, იმის გაუცნობიერებლობა, რომ მისი ქალიშვილი გაიზარდა, დამოუკიდებელი ადამიანი გახდა, აქვს უფლება, საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს და ქმართან ერთად გადაწყვიტოს, როგორ წარმართოს ოჯახური ცხოვრება. ასე მაშინ ხდება, როდესაც ქალიშვილის გათხოვებამდე დედის ცხოვრება მის ირგვლივ ტრიალებდა, ის იყო მისი ცხოვრების აზრი, მის ირგვლივ იყრიდა თავს დედის ოცნებები თუ ქცევა.

სიძის მხრივ კონფლიქტის მაპროვოცირებელი ფაქტორებია მეუღლის დედისადმი უპატივცემულობა, თავად მეუღლეში ან დედამისში ნაკლის ძიება, სიდედრის გადაკეთებისკენ სწრაფვა.

მამაკაცს ასევე შესაძლოა გაუჩნდეს დედის გავლენისგან მეუღლის დაცვის სურვილი, როდესაც ოჯახური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ქმრის მონაწილეობის გარეშე მიიღება.

როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობა?

  • სიდედრმა არ უნდა აკრიტიკოს სიძე ქალიშვილის თანდასწრებით.
  • მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიანიჭოს ქალიშვილს.
  • არც სიძემ უნდა გააკრიტიკოს სიდედრი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, რადგან ის მისი მეუღლის დედაა. ნუ ჩაერევით დედა-შვილის ურთიერთობაში.
  • განსაზღვრული პასუხისმგებლობა ქალიშვილსაც ეკისრება.

მამაკაცებო, რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით მიუკერძოებელი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მოსთხოვეთ ორივე მხარეს, ცოლსაც და სიდედრსაც, არ ჩაგრიონ თავიანთ კონფლიქტში. პატივი ეცით მათ სურვილებს, მაგრამ, ამავე დროს, ეცადეთ არ დაივიწყოთ საკუთარი ინტერესები და ოჯახური პრიორიტეტები. თქვენ საკუთარი სამყარო უნდა შექმნათ და უფროსი თაობის შეცდომები არ გაიმეოროთ.