ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ფსიქოლოგის რჩევა: სიტუაციის შეცვლის ნაცადი, მარტივი ტექნიკური საშუალებაა საათის გადაწევა 15 წუთით წინ, თან უნდა დაივიწყოთ ამის შესახებ. უნდა ისწავლოთ ასეთი წესით ცხოვრება, ძალიან უნდა შეეცადოთ! თუ ასე მოიქცევით, თქვენი მავნე ჩვევა უკვე არსებით როლს ვეღარ შეასრულებს. ასევე, შეიძლება შემოიტანოთ საკუთარი თავის წახალისების სისტემა. კარგი საქციელისათვის საკუთარ თავს ჯილდო დაუწესეთ.

თუ სამსახურში თავის დროზე გამოცხადდებით, მიეცით საკუთარ თავს სიამოვნების განცდის უფლება, მაგალითად, პატარა შოკოლადის ნაჭრით ჩაიტკბარუნეთ პირი ან დონატი დააგემოვნეთ.

კიდევ უფრო კარგად მუშაობს ქულების მინიჭების სისტემა. დანიშნულების ადგილზე დაგვიანების გარეშე მისვლისას მიანიჭეთ საკუთარ თავს 2 ქულა, ხოლო 5 წუთზე მეტის დაგვიანებისას - მხოლოდ 1 ქულა. დააჯამეთ ქულები, კვირის ბოლოს ქულათა გარკვეული რაოდენობის, მაგ. 7 ქულაზე მეტის, დაგროვების შემთხვევაში წაახალისეთ საკუთარი თავი კინოში ან რესტორანში წასვლით ან კოსმეტიკური საშუალებების შეძენით და ა.შ. მთავარია, აქ აქცენტი გაკეთდეს დადებით ემოციებზე და არა ჯარიმების სისტემაზე. ეს ხერხი ძალიან ხშირად ამართლებს.

გრძნობა

როგორ მოვახდინო სწორი რეაგირება კრიტიკაზე, თავი ვიმართლო თუ შევინარჩუნო ღირსების გრძნობა? ჩემი განაწყენება ძალიან ადვილია, მგრძნობიარე და ემოციური ვარ, მტკივნეულად ვრეაგირებ კრიტიკაზე. განსაკუთრებით უსიამოვნოა, როცა პედაგოგები ან დედა უპასუხისმგებლოსა და დაუდევარს მიწოდებენ. მაშინვე თავის მართლების სურვილი მიჩნდება, მაგრამ ღირსების გრძნობის შენარჩუნება ხომ საჭიროა, როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციაში?

მარიამი, 19 წლის

ფსიქოლოგის რჩევა: არსებობს კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სპეციალური ტექნიკა, რომელსაც “ნისლში თამაშს” უწოდებენ. ამ ტექნიკის არსი ისაა, რომ არ უპასუხო კრიტიკას, არ მიაქციო ყურადღება, ისე უნდა გაიარო, როგორც ნისლში. თქვენ ყურადღებით ისმენთ თქვენი მისამართით გამოთქმულ აზრს და არ ცდილობთ შეპასუხებასა და თავის მართლებას, მხოლოდ ამბობთ: “დიახ, თქვენ ნამდვილად შეიძლებოდა ასეთი აზრი გაგჩენოდათ”, ან “დიახ, თქვენ გაქვთ უფლება ასე იფიქროთ”. ამით ამცირებთ მომენტის კონფლიქტურობას, ანუ არ იწყებთ თავის მართლებას და არ უარყოფთ თქვენდამი მომართულ თუნდაც ცრუ ბრალდებას. მხოლოდ შემდეგ, როცა მოწინააღმდეგე ადამიანი მშვიდდება, თქვენ კონსტრუქციულად მსჯელობთ იმაზე, რა არის საჭირო, რომ ასეთი სიტუაცია აღარ განმეორდეს. სწორედ ასე იქცევიან ზრდასრული და ბრძენი ადამიანები.

ღალატი

მეგობარმა გოგონამ ჩემს შეყვარებულთან ღამე გაატარა. უნდა ვაპატიო თუ არა? გავაგრძელო მასთან ურთიერთობა? ერთი კვირის წინ შევიტყვე, რომ ჩემმა შეყვარებულმა ღამე ჩემს დაქალთან გაატარა. ეს ორი თვის წინ მოხდა, როცა ჩვენ სერიოზულად ვიჩხუბეთ და ვთქვი კიდეც, რომ გავწყვეტდი მასთან ურთიერთობას. საოცარი ის არის, რომ შეყვარებულს დიდი ხანია შევურიგდი და ერთად ცხოვრებასაც ვაპირებთ. მეგობარ გოგონას კი ვერ ვაპატიე, არ მინდა მასთან ურთიერთობა. სწორად ვიქცევი თუ არა?

ნატა, 20 წლის

ფსიქოლოგის რჩევა: თუ არ გინდათ, მეგობარ გოგონას აპატიოთ, არც უნდა აიძულოთ თავი. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა თავს ძალა უნდა დაატანოთ. შესაძლოა, მის ქცევას ღალატად მიიჩნევთ და ამიტომ მტკივნეულად განიცდით. იქნებ ეს შემთხვევა მხოლოდ საბაბი იყო იმისთვის, რომ ეს ადამიანი ცხოვრებიდან “ამოგეშალათ”. გაიხსენეთ, ხომ არ გქონიათ ადრე მსგავსი განცდა? ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება მოიქცეთ ისე, როგორც თვლით საჭიროდ. ახსნით თუ არა მიზეზებს - ეს უკვე მხოლოდ თქვენი პირადი საქმეა.

პასუხისმგებლობა

უმცროსი და მთხოვს რჩევას, ვის მიანიჭოს უპირატესობა თავის თაყვანისმცემლებს შორის. რა ვუპასუხო? ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 14 წელია. მე სერიოზული მონაწილეობა მივიღე მის აღზრდაში და დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერს მიყვება თავისი ცხოვრების შესახებ. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პერიოდულად მთხოვს რჩევას, რომელზე შეაჩეროს არჩევანი. მე მეშინია ასეთი პასუხისმგებლობისა. როგორ მოვიქცე?

ეკა, 32 წლის

ფსიქოლოგის რჩევა: თქვენ სრულიად მართალი ბრძანდებით, როცა არ გსურთ ასეთ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთვა. საკუთარ არჩევანზე ყველამ თვითონ უნდა აგოს პასუხი. თუმცა თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გამოადგება გოგონას. უმჯობესია, თუ არ მისცემთ პირდაპირ მითითებებს, ყურადღებით მოუსმინეთ და შეეცადეთ გაიგოთ, რას ფიქრობს თვითონ. თუ დაეხმარებით ახლობელ ადამიანს საკუთარ თავში გაერკვეს, ეს უკვე ძალზე მნიშვნელოვანია.

ბავშვები

უნდა ვუთხრა თუ არა შვილს, რომ მამაკაცი, რომელსაც ცოლად მივყვები, მისი მამაა? ქმართან მაშინ განვქორწინდი, როცა ჩემი ბიჭუნა 7 თვის იყო. ახლა ის წლინახევრისაა. მე დაქორწინებას ვაპირებ. ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან კარგი ადამიანია, მას უყვარს ჩემი სანდრო და მზადაა, იშვილოს. არ ვიცი, შევაჩვიო თუ არა შვილი იმ აზრს, რომ ჩემი ახალი ქმარი მისი ნამდვილი მამაა. ბიოლოგიური მამა ბავშვს არც ახსოვს და არც ურთიერთობა აქვს მასთან.

ნინო, 24 წლის

ფსიქოლოგის რჩევა: როგორც ფსიქოლოგი, ვემხრობი ოჯახური სისტემური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ დებულებას: ბავშვს ყოველთვის აქვს უფლება იცოდეს, ვინ არის მისი ნამდვილი მამა, მაშინაც კი, თუ ეს ადამიანი მას არასოდეს უნახავს.

მამა - თქვენი შვილის გენების 50%-ია. მისთვის უკეთესია იცოდეს, ვისი გენის მატარებელია და ვისი გენეტიკა უნდა გადასცეს შთამომავლობას. ამიტომ, უმჯობესია, ბიჭუნამ იცოდეს, რომ ნამდვილი მამა ცხოვრობს სადღაც შორს და გარკვეული გარემოებების გამო ვერ ახერხებს მის გვერდით ყოფნას. ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს თქვენი შვილისა და ახალი ქმრის ურთიერთობაზე. ბიჭს ის ნაკლებად არ ეყვარება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეიტყობს, რომ ისინი სისხლით ნათესავები არ არიან. ნამდვილი მამა ის არის, ვინც მას ზრდის.

ოჯახი

ქმარი ეწინააღმდეგება ჩემს გადაწყვეტილებას სხვა ქალაქში გამგზავრების შესახებ, სადაც მე საინტერესო სამუშაო შემომთავაზეს. კარგი სამუშაო შემომთავაზეს სხვა ქალაქში და სიამოვნებით გავემგზავრებოდი, მაგრამ ქმარი წინააღმდეგია. შიშობს, რომ იქ შესაფერის თანამდებობას ვერ იშოვის, არც მშობლიური ქალაქიდან წასვლა უნდა, სადაც უამრავი მეგობარი ჰყავს. მე მისი მესმის, მაგრამ არ მინდა კარგი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვა. რას მირჩევთ?

გვანცა, 27 წლის

ფსიქოლოგის რჩევა: ყველაფერი თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ ერთად ააწყოთ ოჯახური ცხოვრება, ერთ-ერთს მოუწევს დათმობა. გაემგზავრებით თუ დარჩებით, თქვენ უნდა გქონდეთ იმის განცდა, რომ სწორად მოიქეცით. თუ თქვენთვის ოჯახური ურთიერთობები უმთავრესი არ არის, მაშინ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილება. ოღონდაც ნუ შეიქმნით ილუზიას, თუ ერთი ან რამდენიმე წლით გაემგზავრებით, ოჯახს შეინარჩუნებთ!