ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

კომენტარი:

შეჩერდით! ღრმად ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით. ასეთ საქმეს ცრემლები და სკანდალი არ შველის. მამაკაცებს ამგვარი გამოხტომები ძალიან აფრთხობთ!

პირველად თქვენი “ინფორმატორი” უნდა გადაამოწმოთ. საინტერესოა, რაში სჭირდებოდა ამ ადამიანს (ქალია თუ კაცი) ამ ამბის თქვენამდე მოტანა. დარწმუნდით, პირადი ინტერესები ხომ არ ამოძრავებს მას. თუ ის თქვენი წარუმატებელი თაყვანისმცემელია, იქნებ ამ ხერხით უნდა თქვენი გადაბირება. თუ გოგონაა, თუნდაც ახლობლად ითვლებოდეს, შესაძლოა თქვენი შეყვარებულის მიზიდვა სურდეს. იცით, რამდენი შემდგარი წყვილი დაარღვიეს ასეთმა “კეთილისმსურველებმა”? დასაშვებია, ვინმეს შური ან შურისძიება ამოძრავებდეს.

არის მეორე ვარიანტიც: იქნებ თქვენ უადგილოდ ეძიებთ ღალატის კვალს? მართალია, შეყვარებულობას გარკვეული უნდობლობა და ეჭვიანობა ახასიათებს, მაგრამ ეს გრძნობები ზღვარგადასული არ უნდა იყოს. შესაძლოა თქვენი შეყვარებული თანაკურსელ გოგონას შეხვდა კაფეში, მერე რა მოხდა? თუ მის გვერდით ყოველი ქალის დანახვა გაღელვებთ და გაფორიაქებთ, იქნებ თვითშეფასების ამაღლებაზე გეზრუნათ. ამის მრავალგვარი საშუალება არსებობს, მაგალითად, საცეკვაო-მოძრაობითი თერაპია ან სულაც ჩვეულებრივი ცეკვა. ორიოდე მეცადინეობა უკვე გაგრძნობინებთ თქვენს ქალურ ხიბლსა და თავის რწმენას.

კიდევ ერთ კითხვაზე სცადეთ პასუხის გაცემა: რამდენად აქვს მომავალი თქვენს ურთიერთობას? რატომ უნდა იყოთ ერთად? შეძლებთ ყოფით პრობლემებთან გამკლავებას თუ ჩაგითრევთ ცხოვრებისეული წვრილმანი საცდურები? თუკი ასე იქნება, მაშინ რისთვისღა ირჯებით?

არის კიდევ ერთი საშუალება: თუკი მაინც განიხილავთ თქვენს მეგობარ მამაკაცთან სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობას, მაშინ გახდით საინტერესო და უჩვეულო. მიახვედრეთ, რომ მისით არ იწყება და მთავრდება სამყარო. ყოველი თქვენი შეხვედრა აღმოჩენად უნდა იქცეს.

ამის შემდეგ დააკვირდით მის ქცევას. თუ დარწმუნდებით, რომ ფლირტს მართლაც არ ერიდება და თვალი სხვა გოგონებისკენ გაურბის, ე.ი. თქვენი თავდაპირველი ეჭვი გამართლებული ყოფილა და მაშინ განშორებაც ტრაგედიად აღარ მოგეჩვენებათ. თქვენი ასაკის გოგონას ცხოვრებაში ბევრი საინტერესო და სასიამოვნო რამ ელის, ამიტომ სევდის მიზეზიც არ გაქვთ.

- მე და ჩემს მეუღლეს მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა მანამდე, ვიდრე მასზე მეტი შემოსავალი გამიჩნდებოდა. ვატყობ, ის ამით უკმაყოფილოა: აშკარად რაღაც შეიცვალა, თითქოს ურთიერთობაც დაიძაბა. ნუთუ შესაძლებელია, ჩემმა მატერიალურმა უპირატესობამ ჩვენი ურთიერთობა დაარღვიოს? თამარი, 28 წლის

კომენტარი:

დიდი ხანია, ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის ვალდებულება აღარ არის. ამ მხრივ მათ ქალები ტოლს აღარ უდებენ და ხშირად ოჯახის მთავარ მარჩენლებადაც გვევლინებიან. ეს ფაქტი თითქოს აღარავის აკვირვებს, მაგრამ ოჯახური კონფლიქტების საბაბი მაინც ხშირად ხდება. რა არის ამის მიზეზი?

ერთი ნაბიჯით წინ

თქვენც და თქვენი მეუღლეც კარიერის შექმნისკენ ილტვით. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ გაგიმართლათ... ბუნებრივია, თქვენი ქმარი იამაყებს ცოლის მიღწევებით, მაგრამ გულის კუნჭულში მაინც დასევდიანდება იმის გამო, რომ ის არ არის თქვენს ადგილას.

შეეცადეთ, არ წარმოაჩინოთ თქვენი მატერიალური უპირატესობა. მაგალითად, ნუ აჩუქებთ ძვირად ღირებულ საჩუქარს, თუკი იცით, რომ ის იმავეს ვერ შეძლებს თქვენთვის. მოერიდეთ მისი თანხლებით ფულის გადახდას რესტორანში, ტურისტულ ფირმასა თუ გასართობ კლუბში.

აჯობებს, ხშირად აგრძნობინოთ მეუღლეს, რომ სრულად დარწმუნებული ხართ მის წარმატებაში. კაცისთვის ცოლის სიყვარული საუკეთესო თანადგომა და მოტივაციაა.

თუ თქვენ გამუდმებით არკვევთ: “ვინ არის ოჯახში უფროსი?” შესაძლოა უთანხმოების მიზეზი სწორედ ეს იყოს; იქნებ სავსე საფულით ცდილობთ თქვენი უპირატესობის დემონსტრირებას? ბუნებრივია, ესეც ერთ-ერთი გამღიზიანებელია. დროა ბოლო მოეღოს ამგვარ შეჯიბრებასა და დაპირისპირებას, ეს კარგს არაფერს მოიტანს, ოჯახი ხომ რინგი არ არის.

გაიხსენეთ თანაცხოვრების საწყისი პერიოდი, როცა ერთმანეთით ხარობდით და ყველაფერი საზიარო იყო. გულახდილად დაელაპარაკეთ თქვენს მეუღლეს და გაიხარეთ ერთმანეთის მიღწევებით. ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

მაგალითად, ბოლო ხანს ისეთი წყვილებიც გაჩნდა, რომელთაც ურთიერთთანხმობით როლებიც კი გაცვალეს: მაგალითად, ქალს მშვენივრად გამოსდის ფულის შოვნა, კაცს კი - ოჯახის გაძღოლა, ბავშვების მოვლა და სადილების მომზადება. ისინი სრულიად ბედნიერად გრძნობენ თავს. მთავარია, როლების ამგვარი გადანაწილებით ორივე მხარე კმაყოფილი იყოს, სხვისი აზრი კი სრულებით უმნიშვნელოა.

ცნობილია, რომ ახალდაქორწინებულები გაცილებით ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს კომპლიმენტებს, ვიდრე სტაჟიანი მეუღლეები. ფსიქოლოგები კი შეგვახსენებენ, რომ დროული ქება და წახალისება მომწიფებული კონფლიქტის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა. ამას თაფლობის თვის დასრულებისთანავე უნდა მიმართოთ. მამაკაცები თვითონაც ვერ აცნობიერებენ, ყოველი ქცევის შემდეგ როგორ ელიან საყვარელი ქალის აღფრთოვანებულ შეფასებას.

ქმარი დაბღვერილი დადის? შესაძლოა მას დიდი ხანია საქებარი სიტყვები არ სმენია. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცის წახალისება აუცილებელია, მათ სმენას კი ძალზე ატკბობს რემარკა: “ვაიმე, რა ყოჩაღი ხარ!”