რატომ ადანაშაულებს ადამიანი ყოველთვის სხვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ადანაშაულებს ადამიანი ყოველთვის სხვას

არსებობს ხასიათის თავისებურებანი, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს აერთიანებს. მაგალითად, ადამიანი ყოველთვის ადანაშაულებს სხვას და არა სიტუაციას და პირიქით, სიტუაციას და არა საკუთარ თავს, როდესაც შემთხვევა პირადად მას ეხება!

გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ შემთხვევა - ელოდებით ნაცნობ ადამიანთან შეხვედრას. ის იგვიანებს პაემანზე. ამას თქვენ მისი უპასუხისმგებლობითა და მოუწესრიგებლობით ახსნით. ანალოგიურ სიტუაციაში კი საკუთარ დაგვიანებას გარემოებას მიაწერთ (სატრანსპორტო-საგზაო საცობს, რაღაც საპატიო მიზეზს და ა. შ).

ხასიათის ამ თავისებურებას ფსიქოლოგები უწოდებენ "ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას". ეს არის ადამიანის თვისება,  ახსნას სხვათა ქცევა შინაგანი თავისებურებებით, საკუთარი კი გარეგანი ფაქტორებით. საკუთარი თავის გამართლებისათვის ადამიანები თურმე მსგავს ფრაზებს იყენებენ: "სხვა არჩევანი არ მქონდა," "ბედმა არ გამიღიმა", "ბედის ამბავი იყო", "ასე უნდა მომხდარიყო" და ა. შ.

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანები ვათვითცნობიერებთ ჩვენივე უსამართლო შეფასებებსა და დასკვნებს, მაგრამ მაინც განვაგრძობთ იგივე კურსს. ეს იმიტომ, რომ ხასიათის ამ თავისებურებისადმი მიდრეკილება ჩვენ ყველას, თითოეულ ჩვენგანს დაბადებიდან მოგვყვება!

თინათინ გოცაძე