ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

კომენტარი: შეეცადეთ თქვენ თვითონ ესაუბროთ მას ბავშვის შესახებ: უამბეთ, როგორ სწავლობს სკოლაში ან სხვა რით არის დაკავებული. პერიოდულად შეახსენეთ, რომ ბიჭი ძალიან დაემსგავსა მას, ენატრება მამა და ხშირად ითხოვს მის ნახვას. შესაძლოა, თქვენი ექსმეუღლე იმ “მშრალი” მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელნიც სიყვარულს მატერიალური მზრუნველობით გამოხატავენ.

- მყავს შეყვარებული, დიდი ხანია ერთმანეთს ვხვდებით, თუმცა ვგრძნობ, რომ ჩვენს რომანს სიხარული აღარ ახლავს, თითქოს გამოვიფიტე და დავიღალე. ვფიქრობ, უნდა დავშორდეთ, მაგრამ ვშიშობ, ეს მისთვის მტკივნეული იქნება. ის ხედავს, რომ იმედგაცრუებული ვარ და განიცდის ამას. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მზად ვარ დასაშორებლად, რადგან მიყვარს ჩემი მეგობარი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე?

თაკო, 23 წლის

კომენტარი: მონათხრობის მიხედვით, თქვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე კრიზისს განიცდის. თუმცა ეს სულაც არ ნიშავს იმას, რომ ეს ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არსებულ სიტუაციას დადებითი მომენტებიც ახლავს: ორივეს გესმით, რომ არსებული სახით რომანის გაგრძელება შეუძლებელია, იმასაც აცნობიერებთ, რომ განშორებისთვის მზად არ ხართ.

ეს კი ნიშნავს, რომ გამოსავალი ერთია - უნდა გაიგოთ, რა აწუხებს ან არ აკმაყოფილებს ამ ურთიერთობაში თითოეულ თქვენგანს. დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს და გადაწყვიტეთ, რისი შეცვლა გსურთ.

სავარაუდოდ, თქვენ დაგჭირდებათ დრო, რომ ერთმანეთისგან დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ.

- ვსწავლობ იმისათვის, რომ ვასიამოვნო დედას... ის ყოველთვის ოცნებობდა იმაზე, რომ მე მუსიკოსი გავმხდარიყავი. ბავშვობიდან ვუკრავდი ფორტეპიანოზე. მე-9 კლასის შემდეგ მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, მაგრამ იქ სწავლა არ მომწონს. მინდა ყველაფერს თავი დავანებო, მაგრამ დაკარგული დრო მენანება და, რა თქმა უნდა, მშობლებიც ვერ გამიგებენ. როგორ მოვიქცე?

ირინა, 18 წლის

კომენტარი: გახსოვდეთ, რომ განათლების მიღება უპირველესად თქვენთვის არის საჭირო. ამიტომ, თუ თქვენ მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ მუსიკა თქვენი საქმე არ არის, უმჯობესია, თუ მას თავს დაანებებთ. რა თქმა უნდა, დასანანია მასზე დახარჯული დრო და ენერგია, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გააგრძელებთ ამ საქმიანობას, მით მეტ დროს დაკარგავთ. შეეცადეთ გაარკვიოთ, რომელი სპეციალობა გიზიდავთ და რას მიჰყოფთ ხელს სამომავლოდ. თუმცა ნუ დაანებებთ თავს სწავლას მანამ, სანამ მკაფიოდ არ განსაზღვრავთ თქვენს მომავალ მიზანსა და საქმიანობას.

- ჩემი მეუღლე იმდენად მაიდეალებს, რომ შიში გამიჩნდა, შეიძლება ოდესმე იმედი გავუცრუო. ვფიქრობ, მას ჩემი სახით მისივე გამოგონილი ხატება უყვარს. მას მე უფრო უკეთესი, ჭკვიანი და კეთილი ვგონივარ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ვშიშობ, ერთხელაც შეამჩნევს და მიხვდება, რომ სრულიადაც არ ვარ ისეთი იდეალური, როგორიც მას წარმოედგინა. როგორ მოვიქცე?

ნათია, 25 წლის

კომენტარი: თქვენს ქმარს უყვარხართ სწორედ თქვენ და არა იდეალური ხატი. უბრალოდ, ის თქვენ აღგიქვამთ სხვაგვარად, ვიდრე თქვენ თქვენს თავს. ხედავს იმ თვისებებს, რომლებსაც თქვენ ვერ ამჩნევთ. ნუ შეეკამათებით და ნუ შეეცდებით მის გადარწმუნებას. ხომ გჯერათ მისი? თქვენი ქმრის ამგვარი დამოკიდებულების გამო თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გახდეთ უფრო უკეთესი, უფრო ჭკვიანი და კეთილი.

- სამსახურში დამაწინაურეს, თუმცა უფროსი არ მაძლევს ჩემი ცოდნისა და შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალებას. მე ისევ რიგითი სპეციალისტის მოვალეობის შესრულებას ვაგრძელებ. როგორ შევცვალო სიტუაცია?

ლიზი, 28 წლის

კომენტარი: შესაძლოა, თქვენს უფროსს სჭირდება დრო იმისთვის, რომ დარწმუნდეს თქვენს პასუხისმგებლობაში. ახლა მნიშვნელოვანია კარგად შეასრულოთ ნებისმიერი დავალება, რომელსაც მოგცემენ. შემდეგ კი შესაძლებელი იქნება უფროსთან საუბარი, მით უმეტეს, რომ თქვენ გიხდიან როგორც კვალიფიცირებულ სპეციალისტს და თქვენც უნდა იშრომოთ ანაზღაურების შესაბამისად.

- ველოდები ბავშვს საყვარელი მამაკაცისგან. არსებობს ერთი პრობლემა: ის დაქორწინებულია. თავდაპირველად მეუბნებოდა, რომ უნდოდა ბავშვი და გადაწყვეტილი ჰქონდა ცოლთან განშორება. ახლა კი გადაიფიქრა და მაიძულებს აბორტი გავიკეთო. მე კი ბავშვზე ვოცნებობ, მაგრამ არ მინდა ის უმამოდ გავზარდო. უნდა მქონდეს იმედი, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი ჩემ გვერდით იქნება?

ნატა, 29 წლის

კომენტარი: სავარაუდოდ, თქვენი საყვარელი მამაკაცი არ განქორწინდება. თუ ის მართლაც აპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას, თქვენი ფეხმძიმობის ამბავმა, ალბათ, უბიძგა, ცოლთან ესაუბრა. მარტო დარჩენის შიშმა, ვფიქრობ, არ უნდა იმოქმედოს თქვენს სურვილსა და გადაწყვეტილებაზე ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით. ცხოვრებაში კი აქსიომური არაფერია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- შეიძლება თუ არა, მეგობარს უარი ვუთხრა თხოვნაზე? ჩემმა დაქალმა გაიგო, რომ ჩემს სამსახურში ვაკანტური ადგილი გამოჩნდა და მთხოვა დახმარება. საქმე ისაა, რომ მე ვიცი მისი უპასუხისმგებლობის ამბავი და არ მინდა, მის გამო ჩემი რეპუტაცია შეილახოს. ის კი განუწყვეტლივ მახსენებს, რომ რეკომენდაცია გავუწიო, უარის თქმა კი მეუხერხულება. როგორ მოვიქცე?

სოფო, 30 წლის

კომენტარი: თუ თვლით, რომ თქვენი დაქალი თავს ვერ გაართმევს აღნიშნულ სამუშაოს, მაშინ არ უნდა გაუწიოთ რეკომენდაცია. აუხსენით, რომ ასეთ საკითხებს თქვენ არ წყვეტთ. იქნებ, ის მაინც მოახერხოთ, რომ გასაუბრება გაიაროს და თვითონ შეეცადოს სასურველ ადგილზე მოხვედრას. უფროსს კი უბრალოდ უთხარით, რომ თქვენი ნაცნობი საჭირო სპეციალობით ვაკანსიას ეძებს. დაე, უფროსმა გადაწყვიტოს, გამოადგება თუ არა მას ეს კანდიდატურა.

- ვერ ვმგზავრობ სამარშრუტო ტაქსებით: დარწმუნებული ვარ, რომ ავარიაში მოვყვები, ბევრი მსგავსი შემთხვევა მინახავს. შესაძლებელია თუ არა ამ შიშის გადალახვა?

ანა, 29 წლის

კომენტარი: ტრანსპორტის არც ერთი სახეობა არ არის დაზღვეული ავარიებისგან. შეეცადეთ, აიძულოთ თავი, იმგზავროთ სამარშრუტო ტაქსით, მაგრამ გამოიყენეთ უსაფრთხოების ზომები - სალონში მძღოლის უკან მოთავსდით და სახელურს ხელი მოჰკიდეთ.

- მყავს შეყვარებული, უკვე ორი წელია ვხვდებით ერთმანეთს. მეჩვენება, რომ ამ ურთიერთობას მე უფრო სერიოზულად ვუყურებ და აღვიქვამ, ვიდრე ჩემი მეგობარი. ახლახან სტუმრად ვიყავით, საუბარი შეეხო დასაოჯახებლად სასურველ დროს. ჩემმა შეყვარებულმა კი განაცხადა, რომ მას მხოლოდ ოცდაათი წლის შესრულების შემდეგ სურს ცოლის მოყვანა. გამოდის, მას ჩვენი ერთად ყოფნა ვერ წარმოუდგენია...

ელენე, 21 წლის

კომენტარი: მიზეზი შეიძლება სხვა რამ იყოს. იმ საუბრისას, იმ კონკრეტულ სიტუაციაში არ სურდა სასაცილოდ გამოჩენილიყო, თუ განაცხადებდა, რომ მას დაუყოვნებლივ სურს დაქორწინება და გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ან ის საუბრობდა უბრალოდ იდეალურ ვარიანტზე და არ უნდოდა იმის გაცხადება, რომ მის ცხოვრებაში გარკვეული კორექტივები უკვე შეტანილია. ჰკითხეთ მას პირდაპირ - თქვენ ხომ უკვე ორი წელია ხვდებით ერთმანეთს.

- ჩემი ქმარი ძალიან გაიტაცა სათამაშო აპარატებმა. ახლა ჩვენ მუდმივად გვიხდება ფულის სესხება. მემუქრება, რომ თუ ფულს ჩემი დაქალებისგან არ ვისესხებ, მაშინ კრედიტს აიღებს. როგორ მოვიქცე?

ანა, 34 წლის

კომენტარი: ვშიშობ, თქვენს ქმარს, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს კრედიტის გაფორმება, როცა თქვენი მეგობრებისგან ნასესხები ფული შემოეხარჯება. მისი ყოველი თხოვნის შესრულებით თქვენ მხოლოდ დროს წელავთ. საჭიროა, პრობლემის მიზეზი აღკვეთოთ და არა მისი შედეგები, ანუ უნდა დაეხმაროთ მას თამაშომანიის დაძლევაში. დაითანხმეთ, მიმართოს ფსიქოლოგს.