რა რჩევას აძლევს ფსიქოლოგი თავდაუჯერებელ ახალგაზრდებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა რჩევას აძლევს ფსიქოლოგი თავდაუჯერებელ ახალგაზრდებს

არ ვარ ცუდი შესახედაობის, მაგრამ მაინც მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. როდესაც ვინმეს გავიცნობ, ყოველთვის გავურბივარ და ვცდილობ თავი ავარიდო. იქნებ მითხრათ, როგორ მოციქცე?

ფსიქოლოგის პასუხი: - ხართ თავდაუჯერებელი. რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო თავდაჯერებული:

1. პირველ რიგში აუცილებელია, ისწავლოთ საკუთარი თავის მიმართ კეთილად მოქცევა. შეიყვარეთ საკუთარი თავი.

2. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. შეიძლება სხვები რაღაცით გჯობდნენ თქვენ, მაგრამ არა ყველაფრით. თქვენც გაქვთ ბევრი ისეთი რამ, რითიც შეგიძლიათ იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან და ასევე გარშემომყოფებთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ნაკლოვანებები. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი განუყოფელი ნაწილია თქვენი პიროვნების, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.

3. ჩამოწერეთ მცირე ზომის ქაღალდზე თქვენი მთავარი ღირსებები და თან ატარეთ ეს ფურცელი. როდესაც თქვენ შემოგიტევთ თავდაუჯერებლობის განცდა, როცა თქვენი თვითშეფასების დონე დაეცემა, გადაიკითხეთ ეს სია და თქვენ უკეთ გახდებით.

4. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები თქვენი სანაცნობო წრიდან. როდესაც იქნებით მარტო შეეცადეთ, წაივარჯიშოთ თქვენს სიარულის მანერაზე, ქცევებზე, გამოხედვაზე, ხმის ტემბრზე. არ არის აუცილებელი ვინმე კონკრეტულ ადამიანს მიბაძოთ, შეიძლება რომელიმეს ლაპარაკის მანერა მოგეწონოთ, მეორის სიარულის მანერა, მესამის თუ როგორ უჭირავს თავი და ასე შემდეგ, ჯამში აიღეთ საუკეთესო და გააერთიანეთ თქვენში.

5. შეეცადეთ გაუკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე. დაეხმარეთ გაჭირვებულებს. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, ის უფრო იწყებს საკუთარი თავის დაფასებას. სხვების დახმარებით თქვენ რეალურად საკუთარ თავს ეხმარებით. 6. მიიღეთ ცხოვრება მისი მრავალფეროვნებებით. მშვიდად მიუდექით ყველა აღმასვლებსა და დაღმასვლებს, პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. შეაფასეთ რთული სიტუცია რთულად მაგრამ აუცილებლად იპოვეთ გზა მისგან თავდასაღწევად. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი სულ არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს.

7. შეეჩვიეთ, რომ დაისახოთ პატარ-პატარა მიზნები და გეგმები რომლებსაც აუცილებლად შეასრულებთ და მიაღწევთ. დროდადრო კი გაართულეთ და გაასერიოზულეთ. პატარა რამის გაკეთებაც კი როდესაც იდეალურ შედეგს ღებულობთ, გეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში.

8. გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ასევე ჯანმრთელობისათვის. არ გაუშვათ ხელიდან მომენტი, ხანდახან საკუთარ თავზეც გაიცინეთ ხოლმე თუ რომელიმე ადამიანი, ან რომელიმე საზოგადოება გთრგუნავთ და ნერვებს გიშლიან.