მორალური მოსაზრებები ასაკთან ერთად იცვლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მორალური მოსაზრებები ასაკთან ერთად იცვლება

ზრდასთან ერთად ამასთან დაკავშირებით მათ უკვე ეჭვი უჩნდებათ. კვლევაში 6-დან 12 წლამდე ასაკის 100 ბავშვი მონაწილეობდა.

პატარები არასწორად მიიჩნევდნენ სხვა ადამიანის დასახმარებლად ტყუილის თქმას. ხოლო 10-12 წლის მონაწილეები ამ საკითხს ნაკლები კატეგორიულობით უდგებოდნენ. გარდა ამისა, პატარა მოხალისეებს არ უჭირდათ იმ სიმართლის თქმა, რომელიც სხვა ადამიანისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იყო. უფროსი ბავშვები კი ამგვარ სიტუაციაში უფრო რთულად იღებდნენ გადაწყვეტილებას.

უმცროს და უფროს მონაწილეებს ასევე განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდათ, თუ როგორი საქციელის მოწონება ან დაგმობა შეიძლება.

მკვლევარების აზრით, უმცროსი ასაკის ბავშვები უჯერებენ მშობლებსა და აღმზრდელებს, რომლებიც უმეორებენ, რომ ყოველთვის სიმართლე უნდა თქვან. მოზრდილი ბავშვები კი უფრო საკუთარი თანატოლების მოსაზრებებს ითვალისწინებენ. ამიტომ მათ შემთხვევაში იშვიათია დაბეზღება.

ლალი  ჩხიკვაძე