ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

თუ თქვენ შეყვარებული სიგიჟემდე გიყვართ და თანაც, ძალიან კარგად უგებთ ერთმანეთს, სხვისი აზრი ასე რატომ გაღელვებთ? ის, რომ, სხვისი აზრით, გარეგნულად შეუფერებელია, თქვენს სიყვარულზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. იქნებ თქვენ არ ხართ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული? შეეცადეთ თქვენს გრძნობებში გარკვევას - მზად ხართ ამ ადამიანთან ოჯახის შესაქმნელად, ხედავთ საკუთარ თავს მასთან ერთად მომავალში? თუ ასაკობრივი განსხვავება გაშინებთ, ნაჩქარევად ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებას და ყველაფერი დროს მიანდეთ, ის გამოცდის თქვენს სიყვარულს.

- ჩემი თანამშრომელი მარტოხელა დედაა, გამუდმებით წუწუნებს თავის უბედურ ცხოვრებაზე და სულ მთხოვს მისი საქმეები ვაკეთო. უგულო არ ვარ, მაგრამ ორი ადამიანის მოვალეობის შესრულება აღარ შემიძლია. მან იცის, რომ უარის თქმა მიჭირს და ამით სარგებლობს. როგორ მოვიქცე? ძალიან დავიღალე... მარი, 34 წლის

აღწერილი სიტუაციიდან ჩანს, რომ თქვენ შეხვდით ფსიქოლოგიურ ტიპს “მანიპულატორს” (ის ასევე შეიძლება იყოს “მსხვერპლი”, “საცოდავი” და ა.შ.). ასეთი კატეგორიის ადამიანები, თავიანთი პრობლემებით, ირგვლივ მყოფთა ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, ისინი ბევრად უფრო ართულებენ სიტუაციას, ვიდრე სინამდვილეშია. ბევრი ადამიანი ამ ანკესზე იოლად ეგება, რითაც ამგვარი “მსხვერპლნი” მოხერხებულად სარგებლობენ. მათთან გასამკლავებლად შეეცადეთ გამოიყენოთ ასეთი ტაქტიკა: როგორც კი თქვენი კოლეგა თავის პრობლემებზე აწუწუნდება, მაშინვე წამოიწყეთ საუბარი თქვენს მდგომარეობაზე და შეძლებისდაგვარად დრამატულად წარმოაჩინეთ ის. მანიპულატორი მიხვდება, რომ თქვენგან სასურველი თანაგრძნობის მიღება აღარ შეუძლია და თქვენ მიმართ ინტერესს მყისვე დაკარგავს.

შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს კომპენსაციაზე მითითება, რომლის მიღებაც თქვენ გსურთ დახმარების სანაცვლოდ, მაგალითად თუ კოლეგა გთხოვთ, შეცვალოთ ის გარკვეული დროით, შესთავაზეთ, რომ მომდევნო დღეებში მან იმუშაოს თქვენ ნაცვლად, ზოგ შემთხვევაში კი, უბრალოდ, პირდაპირ “არა” უთხარით და ნუ დაიწყებთ თავის მართლებას, ნუ აუხსნით თქვენი უარის მიზეზებს - ეს თქვენი უფლებაა.

- ვერ ვივიწყებ ჩემს “პირველ” სიყვარულს - ის ჩემი მეგობრის ძმაა. ერთმანეთს ერთი თვე ვხვდებოდით და ამ პერიოდში ნამდვილ ქალად ვგრძნობდი თავს, მეგონა, სამოთხეში ვიყავი. განშორების შემდეგ (ის სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა) ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. მართალია გამოჩნდა მეგობარი, ჩემი მშველელი და გადამრჩენი, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა, მაგრამ ძალიან მრცხვენია მისი, რადგან გამუდმებით ვიხსენებ ჩემს “პირველ” სიყვარულს, ძალიან მენატრება და ვიტანჯები. ამის შესახებ მხოლოდ ჩემს მეგობარ გოგონებთან ვსაუბრობ. არ ვიცი, იქნებ ეგოისტი ვარ - მე ხომ ჩემს ქმარს ძალიან ვუყვარვარ... როგორ მოვიქცე? თიკა, 25 წლის

თქვენ გარდა არავის შეუძლია ცხოვრება სამოთხედ ან ჯოჯოხეთად გიქციოთ. რადგან “პირველ” სიყვარულთან აღარავითარი ურთიერთობა აღარ გაქვთ და მხოლოდ მოგონებები დაგრჩათ, შეეცადეთ ის სასიამოვნო ემოციები და თბილი გრძნობები თქვენს მეუღლეზე გადაიტანოთ. ყურადღებით მოეპყარით, აღმოაჩინეთ მასში ახალი თვისებები, რომლებსაც ადრე ვერ ამჩნევდით. გიყვარდეთ მისი კარგი თვისებების გამო.

კიდევ ერთი - არ არის საჭირო თქვენი განცდების შესახებ მეგობარ გოგონებთან საუბარი, ეს მუდმივად გაგახსენებთ წარსულს, გარდა ამისა, თუ ამ აღსარების შესახებ თქვენი მეუღლე შეიტყობს, ამით თქვენი მომავალი ცხოვრება და ოჯახი მხოლოდ დაზარალდება.

- ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს უღალატია და არც მიღალატებს. მაგრამ როცა ის სხვა ქალს ესაუბრება ან უყურებს, მზად ვარ ირგვლივ ყველაფერი გავაცამტვერო. ხშირად მეჩვენება, რომ ერთხელაც გავიღვიძებ და ის ჩემ გვერდით აღარ იქნება... ჩემი ეჭვიანობის შეტევები ანგრევს ჩვენს ბედნიერებას და არც ერთს არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. იქნებ მკურნალობა მჭირდება? ია, 36 წლის

ყოველ შემთხვევაში, კარგ ფსიქოთერაპევტთან გასაუბრება ნამდვილად არ გაწყენდათ. თქვენს ავადმყოფობას “მამაკაცზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებულებას” უწოდებენ, სხვაგვარად - ქმრისადმი ისეთი ძლიერი სიყვარული, როგორიც ნარკოტიკისადმი, რაც გამოწვეულია საკუთარ თავსა და გარე სამყაროში დაურწმუნებლობით. იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ამ “დაავადებას”, უპირველესად კონცენტრირდით საკუთარ ინტერესებზე. გახდით რამდენადმე ეგოისტური, ისე მოიქეცით, თითქოს არ შეგიძლიათ ვინმეს დაეყრდნოთ და ენდოთ. დაიწყეთ ცხოვრება იმ განწყობით, რომ მხოლოდ თქვენი თავის იმედი გაქვთ. ასეთ შემთხვევაში გაქრება თქვენი ქმრის ყოველი ნაბიჯის გაკონტროლების აუცილებლობა და ეჭვიანობაც დაცხრება.

- ხშირად მიწევს კამათი და ჩხუბი ქმართან, ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ზოგჯერ მეჩვენება, რომ საერთოდ არ ესმის ჩემი! როგორ გამოვნახო საერთო ენა მასთან? სალი, 25 წლის

როცა ერთმანეთი გაიცანით, მაშინ ალბათ გეჩვენებოდათ, რომ მას შეეძლო ყველაფერი თქვენს თვალებში ამოეკითხა. ახლა კი ისეთი განცდა გაგიჩნდათ, რომ თქვენი მეუღლე თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და იქამდე ხმის მიწვდენა გიჭირთ?

იცით თუ არა თქვენ, რომ მამაკაცი და ქალი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს და განსხვავებულად აღიქვამენ ინფორმაციას?

მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მამაკაცებს შეუძლიათ ყურადღებით მოისმინონ ცოლის საუბარი მხოლოდ პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში. ცოლებს კი შეიძლება ასეთი რჩევა მივცეთ: “თუ გსურთ რაიმე უთხრათ თქვენს მეუღლეს, ჩაეტიეთ მაქსიმალურად შეკვეცილ ფრაზაში!”

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენთან საუბრისას თქვენი საყვარელი მამაკაცი ღიზიანდება, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს. იქნებ თქვენი რეპლიკები უფრო კრიტიკას ემსგავსება ან საყვედურს. გარდა ამისა, უნდა შეგეძლოთ მოსმენა. ამის სწავლა შეიძლება, თუ გაიხსნებით და გულწრფელად შეეცდებით საერთო ენის გამონახვას საყვარელ ადამიანთან.

- ძალიან მინდა, მამაკაცებს მოვწონდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ მეგობრად აღმიქვამენ და არა ქალად. ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს, მაგრამ ისინი ძმაკაცივით მეპყრობიან. მირჩიეთ, რა მოვუხერხო ამგვარ დამოკიდებულებას? ეკა, 23 წლის

როგორც ჩანს, ურთიერთობებს მამაკაცებთან “მეგობრული” სქემით აგებთ. თქვენ მათთვის საინტერესო თანამოსაუბრე ხართ, რომელსაც ყურადღებით მოსმენა შეუძლია, ვისთანაც ყოველთვის ადვილი და მხიარულია ურთიერთობა.

ნამდვილ ქალებთან კი მამაკაცები მუდმივად შემართულნი არიან, მათი მოპოვებისთვის ზრუნავენ. თქვენ კი, როგორც ჩანს, უფლებას აძლევთ მამაკაცებს, არად ჩაგაგდონ და უგულებელყონ თქვენი ქალურობა. თქვენ გაურბიხართ სექსუალურ პროვოკაციებს, ვერ ინარჩუნებთ სასიყვარულო დაძაბულობას. რატომ ხდება ასე? გეშინიათ უსარგებლო არ აღმოჩნდეთ და ამიტომ თანხმდებით მსგავს როლზე? ან იქნებ ვერ გახსენით თქვენი ქალური პოტენციალი, არ გიყვართ გამორჩეულობა, არ ცდილობთ ვინმეს ცდუნებას?

- მეშინია ქმრის მივლინებაში გაშვება. ჩემი პირველი ქორწინება სწორედ ამას შეეწირა - ქმარმა მივლინებაში ყოფნის დროს მიღალატა. ამ შიშს ვერაფერს ვუხერხებ, არ მინდა მეორე ქმართანაც გამიფუჭდეს ურთიერთობა. ანა, 26 წლის

თქვენი მღელვარება და შფოთი ქმრის დაკაგვის შიშითაა გამოწვეული. შიშის მიზეზი კი კაცებისადმი უნდობლობაა. მაგრამ არ შეიძლება, ყველა და ყველაფერი ერთი საზომით გაიზომოს, ადამიანები ხომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადასხვაგვარად იქცევა. თუ ვერ ცვლით კაცებისადმი დამოკიდებულებას, მიმართეთ ფსიქოლოგ-კონსულტანტს, სპეციალისტი დაგეხმარებათ ძველი ტრავმის გადალახვაში. წარსულის უარყოფითი განცდები არ უნდა იქცეს მომავალი ცხოვრების წინაღობად.