საზაფხულო ფსიქოლოგიური განტვირთვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო ფსიქოლოგიური განტვირთვა

რაიმე ღირებულის შესაქმნელად ადამიანს უპირველესად სიცოცხლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. საამისოდ კი, ბინის, საკვების, ტანსაცმლისა და სხვა ნივთების გარდა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გართობა, განტვირთვა და სრულფასოვანი დასვენება სჭირდება.

ფსიქოლოგიური განტვირთვა და ფიზიკური ძალების აღდგენა სასიცოცხლო აუცილებლობაა. დასვენება ადამიანებს თავისებურად ესმით, თუმცა მის აუცილებლობაში ყველა დარწმუნებულია.

ზოგი ყველაზე კარგად მხოლოდ შინ ისვენებს, ზოგი - მთაში, ზოგი - ბარში, ზოგს კი ზღვისა და მისი ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.

ყველაფერი ეს გადაღლილი ნერვული სისტემისა და ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. თუ ამას ემატება სასურველი ადამიანების გარემოცვაც, მაშინ დასვენება მართლაც სასიამოვნო, დაუვიწყარი და სრულფასოვანი გახდება.

სიამოვნება-უსიამოვნება და აგზნება-დამშვიდება ემოციური განცდებია. როცა ემოციური განცდისას სიამოვნებისა და სიმშვიდის გრძნობა ზომაზე მეტია, ის სრულად მოიცავს ადამიანს და ის განიტვირთება.

ადამიანი მოთხოვნილებების მქონე არსებაა და როცა მაქსიმალურად იკმაყოფილებს მათ, მშვიდი და ბედნიერია. ეს ეხება განსაკუთრებით ვიტალურ ანუ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს - მას არ უნდა აწუხებდეს შიმშილი, წყურვილი და სექსუალური დაუკმაყოფილებლობა. სხვა მოთხოვნილებებს კი - იქნება ეს ესთეტიკური, ინტელექტუალური, ფიზიკური აქტივობა, მეგობრებთან ურთიერთობა - მთასა თუ ზღვაზე ყოფნისას მეტ-ნაკლებად იკმაყოფილებს.

დასვენება მხოლოდ სიამოვნების მომგვრელი რომ იყოს, ბუნებასთან ურთიერთობისას ერთგვარი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით - ზომიერი კონტინენტური კლიმატის სარტყლიდან სამხრეთისაკენ გამგზავრებულთ. თავი აარიდეთ მზის ან სითბურ დაკვრას. ბოლო დროს მზის აქტიურობა საოცრად იზრდება, ოზონის შრის გათხელების გამო რადიაციული ფონიც მომატებულია. ამიტომ დღის 12 საათის შემდეგ მზის აბაზანების მიღება სახიფათოა. მზის სხივებს კანი თანდათანობით უნდა შეაჩვიოთ, რომ არ დაიწვათ. გახსოვდეთ: დამწვრობას ათასგვარი გართულება შეიძლება მოჰყვეს. მზით დამწვრობა არა მხოლოდ კანისთვისაა საზიანო, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის ორგანიზმში სერიოზულ სტრესს იწვევს.

გარდა უარყოფითისა, მზის სხივების დადებითი გავლენა ის არის, რომ ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებს ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამომუშავებას და ადამიანს მგრძნობელობა უმძაფრდება, აქტიურდება “სიხარულის ჰორმონის” - სეროტონინის წარმოქმნა.

ეს არის მიზეზი, რომ მთიდან თუ ზღვიდან დაბრუნებულთ ყოველთვის ჩინებული განწყობა აქვთ. უსიამოვნებები და ნეგატიური ემოციები სადღაც უკვალოდ ქრება და ენერგიის მოზღვავება თითქოს აახალგაზრდავებს კიდეც ადამიანს.

ამიტომაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოახერხოთ, გაექცეთ ყოველდღიურ საზრუნავს, ყოფით ერთფეროვნებას და დაისვენოთ, განიტვირთოთ, ისიამოვნოთ და დადებითი ემოციებით სავსე დაუბრუნდეთ ოჯახსა თუ სამსახურს.