ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ფსიქოლოგის კომენტარი: როგორც ჩანს, თქვენს მეგობარს დაბალი თვითშეფასება აქვს, ამიტომ გამუდმებით ეძებს საკუთარი მომხიბვლელობის დასაბუთებას სხვა ქალებთანაც და თქვენთანაც. თქვენი მოთმინება ამტკიცებს, რომ მისი დაკარგვა არ გინდათ და ყველაფრის უფლებას აძლევთ, ითმენთ შეურაცხყოფასაც.

პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა თვით მამაკაცის სურვილი, რომ შეცვალოს სიტუაცია. იძულებით ამის გაკეთება შეუძლებელია! უნდა შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულებაც - დაიცავით საკუთარი ინტერესები.

- მე და ჩემს მეუღლეს გვყავს გოგონა. ქმარი მეორე ბავშვის გაჩენას მთხოვს, მას ბიჭი უნდა. მე კი მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, როგორ აცმევს მამა გოგონას ყოველ დილით, ვარცხნის თმას და მიჰყავს საბავშვო ბაღში. ბიჭი რომ დაიბადება, მამის ყურადღება მთლიანად ბიჭზე გადაინაცვლებს, იქნებ სრულიად აღარ დაუთმოს დრო გოგონას... სალომე, 25 წლის

ფსიქოლოგის კომენტარი: თქვენ ვერ გათვლით, რა იქნება მომავალში. თუ არ გინდათ ამ ეტაპზე მეტი შვილი, მაშინ გულახდილად უთხარით ქმარს ამის შესახებ. თუკი მზად ხართ დედობისთვის, ასეთ შემთხვევაში გულახდილად გაუზიარეთ მეუღლეს თქვენი შიში და ეჭვი. შესაძლოა მან იმდენი დრო ვეღარ დაუთმოს გოგონას, მაგრამ მშობლის სიყვარულს ხომ ვერაფერი შეცვლის.

- მყავს უმცროსი და. მასზე მეგობარი გოგონა ცუდ გავლენას ახდენს. ისინი მოზარდები არიან, ხმამაღლა იცინიან, მკვეთრად იღებებიან, ზოგჯერ უჩვეულოდ იცვამენ... ახლახან ყური მოვკარი, ჩემს დას ეუბნებოდა, რა მოხერხებულად “აწაპნა” დახლიდან კოსმეტიკა. მეშინია, რომ ჩემს დასაც არ აიძულოს ასეთი რამის გაკეთება. როგორ მოვიქცე? ანა, 24 წლის

ფსიქოლოგის კომენტარი: მოზარდები - მარტივი ადამიანები არ არიან, თქვენი და, ალბათ, ბევრჯერ დაეჭვებულა თქვენს ავტორიტეტში. თქვენი ასაკის ხშირად შეხსენებას - “მე უფროსი ვარ, დამიჯერე, რასაც გეტყვი!” - აზრი არ აქვს და საშიშიც კია: პროტესტის ნიშნად შეიძლება რაიმე ავანტიურასაც კი მიმართოს. მოეპყარით მას არა როგორც გულუბრყვილო ბავშვს, რომელსაც ცხოვრება უნდა ასწავლო, არამედ როგორც ახლობელს, რომელზეც ღელავთ. თქვენ გინდათ ის არასწორი ნაბიჯისგან დაიცვათ, მაშინ შეეცადეთ აქტიურად გამოხატოთ თქვენი გრძნობები: მზრუნველობა და სიყვარული.

- მყავს მეგობარი, რომელიც მიყვარს. მე ვმუშაობ, ის სწავლობს. ჩვენ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, გვინდა ბინა ვიქირაოთ, მე ბინის ფულს გადავიხდი, ის კი საკვებისას. მშობლებისთვის ამის თქმას ვერ ვბედავ. ისინი ფიქრობენ, რომ მე ჩემი სწავლის ფული უნდა მოვაგროვო. წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ გამოვუტყდე მათ სიმართლეში... მარი, 18 წლის

ფსიქოლოგის კომენტარი: როგორც ჩანს, თქვენ კარგად მოიფიქრეთ, რასაც აკეთებთ და თქვენზე ზეწოლა არავის მოუხდენია... თუ არა? იქნებ თქვენი გადაწყვეტილებები ნაკარნახევია არა თქვენი სურვილებით, არამედ სხვისი მითითებით? თქვენ თითქოს მერყეობთ. ვისი გავლენა უფრო ძლიერია: თქვენი მეგობრისა თუ მშობლების... წარმოიდგინეთ, რომ მარტო ხართ: არც მშობლები არიან, არც მეგობარი მამაკაცი. ხართ მხოლოდ თქვენ, თქვენი სამსახური, თქვენი შემოსავალი, თქვენი გეგმები, თქვენი მომავალი... რა გინდათ გააკეთოთ? სად ჩადებდით თქვენს გამომუშავებულ თანხას და რატომ? გულწრფელი პასუხი ამ კითხვაზე დაარწმუნებს მშობლებსაც, მეგობრებსაც და ყველას, ვის საქმის კურსში ჩაყენებასაც თქვენ თვლით საჭიროდ.

- მყავს შეყვარებული, უკვე ორი წელი ერთმანეთს ვხვდებით. ჩემი ნათესავები ძალიან წინააღმდეგნი არიან ჩვენი ურთიერთობის: ისინი თვლიან, რომ ჩვენი სიყვარული შეცდომაა. საქმე ისააა, რომ ჩემი შეყვარებული - ჩემი შორეული ნათესავია. მაგრამ მე ის მიყვარს, როცა გავიცანი, არ ვიცოდი, რომ ნათესავი იყო. როგორ მოვიქცე? ანა, 16 წლის

ფსიქოლოგის კომენტარი: თქვენ რა გესახებათ სირთულედ - კვალავაც შეხვდეთ შეყვარებულს ოჯახის სურვილის წინააღმდეგ თუ ის, რომ ყმაწვილი ნათესავად გეკუთვნით?

სამედიცინო მონაცემებით, ასეთი ქორწინებების დროს დიდია ბავშვთა პათოლოგიების რისკი. დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, იქნებ მათ წინააღმდეგობას არა თქვენი ნათესაური კავშირი, არამედ ყმაწვილი კაცის პიროვნული თვისებები იწვევს.

- ჩემს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია. კარის მეზობელი ბებო ჭორებს მივრცელებს, ზედა სართულის მეზობელი კი კართან ნაგვის პაკეტებს მიტოვებს (ეს მავნებლობაა, ამას სხვა სახელს ვერ ვარქმევ!). სიტუაცია ძალიან იძაბება, როგორ მოვიქცე - იერიშზე გადავიდე, ნეიტრალიტეტი შევინარუნო თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები გავმართო? სალომე, 27 წლის

ფსიქოლოგის კომენტარი: კონფლიქტი გამოსავალი არ არის. წვრილმანმა გაუგებრობებმა შეიძლება კოსმიურ მასშტაბებს მიაღწიოს. შესაძლებელია თქვენი ოპონენტები მსგავს საქმეებში უფრო გამოცდილნი იყვნენ და ისეთი პირობები შეგიქმნან, ინანოთ კიდეც საომარი მოქმედებების წამოწყება.

უმჯობესი იქნება, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, დაიცავით დისტანცია, ცხადად ნუ გამოხატავთ ბრაზსა და წყენას. რომ დარწმუნდებიან, “კერკეტი კაკალი” ხართ, ალბათ, თავს დაგანებებენ და სხვა მსხვერპლს დაუწყებენ ძებნას, რომელსაც უფრო სუსტი ნერვული სისტემა ექნება.