როდის და როგორ ვლინდება სმენითი ჰალუცინაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და როგორ ვლინდება სმენითი ჰალუცინაცია

ჰალუცინაციას სხვაგვარად უწოდებენ-აღქმას ობიექტის გარეშე. ილუზიების მსგავსად, ჰალუცინაციების დიფერენცირებაც გრძნობათა ორგანოების შესაბამისად ხდება. გამოყოფენ სმენით, მხედველობით, გემოვნებით, ტაქტილურ (შეხებით) და ზოგადი შეგრძნების ჰალუცინაციებს. ამ უკანასკნელს უხშირესად კუნთოვანი და ვისცერალური (შინაგანი ორგანოების) ჰალუცინაციები შეადგენს. ჰალუცინაცია შეიძლება კომბინირებული იყოს. მაგალითად, ადამიანი ხედავდეს გველს, იმავდროულად ესმოდეს მისი სისინი და შეიგრძნობდეს მის ცივ შეხებას.

სმენითი (იგივე ვერბალური) ჰალუცინაციები მოიცავს ელემენტარულ და რთულ ჰალუცინაციებს. ელემენტარული ჰალუცინაციების დროს პაციენტებს ჩაესმით სტვენა, გუგუნი, კაკუნი, ერთეული სიტყვები; ეს ე.წ. აკოაზმებია. არსებობს უფრო რთული ჰალუცინაციები, როდესაც ადამიანს სიტყვები, წინადადებები ჩაესმის. ეს უკანასკნელი მონოლოგის ან დიალოგის სახეს იძენს.

როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, განსაკუთრებით საშიშია იმპერატიული ჰალუცინაციები, რომელთაც სხვაგვარად ბრძანებითსაც უწოდებენ. ამ დროს ხმა თუ ხმები, რომელიც პაციენტს ჩაესმის, ბრძანებითი ხასიათისაა. უბრძანებს მას – ჩაიდინოს ესა თუ ის ქმედება. ამიტომაც ასეთი სახის ჰალუცინაცია საშიშია, როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის. ის ხშირად აუტოაგრესიის, თვითდაზიანების, გარშემომყოფთა დაზიანების მიზეზი ხდება. პაციენტები, ზოგჯერ გრძნობენ რა ამ საშიშროებას, თავად განერიდებიან გარშემომყოფებს და ითხოვენ დახმარებას ექიმებისაგან.

ჰალუცინაციების გარდა, არსებობს მაკომენტირებელი ჰალუცინაციებიც. ამ დროს ხმები, რომლებიც პაციენტებს ჩაესმით, კომენტარს უკეთებენ სუბიექტის ქცევას, აკრიტიკებენ, აკონტროლებენ, ეუბნებიან როგორ უნდა მოიქცეს. ხმების მატარებელი სუბიექტი შეიძლება შეგუებული იყოს ამას, ასე ვთქვათ, თანაცხოვრობდეს ამ ხმებთან.

სმენითი ჰალუცინაციები ძირითადად შიზოფრენიისთვის არის დამახასათებელი. შიზოფრენიით დაავადებულს ხმები შესაძლოა მუდმივად ან პერიოდულად, მეტ-ნაკლები ინტენსივობით ჩაესმოდეს. სმენითი ჰალუცინაციები ზოგჯერ თავის ტვინის ორგანული პათოლოგიის დროსაც ვლინდება. ის ალკოჰოლიზმის დამახასიათებელი სიმპტომიცაა. საერთოდ ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს სხვადასხვა სახის ფსიქოზი ვლინდება. ერთ-ერთი სწორედ ჰალუცინოზია, რომელიც ქრონიკულ ხასიათს იღებს.

ავტორი თინათინ გოცაძე