როგორ ანგრევს უძილობა ორგანიზმს - მეცნიერების კიდევ ერთი დასკვნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ანგრევს უძილობა ორგანიზმს - მეცნიერების კიდევ ერთი დასკვნა

აღმოჩნდა, რომ ნეგატიური ეფექტი ისეთივე ძლიერია, როგორც ნახევარი წელი მხოლოდ "სწრაფი კვების" შემცველი რაციონის მიღების შემთხვევაში. დასკვნა გაკეთდა ძაღლებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების საფუძვლეზე.

მეცნიერებმა შეისწავლეს საცდელი ცხოველის სისხლი სხვადასხვა მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ იმ ძაღლებს, რომელთაც არ ეძინათ მთელი ღამე ან დიდი ხნის განმავლობაში კვებავდნენ ცხიმიანი საკვებით, გლუკოზის ათვისების უნარი უქვეითდებოდათ.

უძილობა საშიშია, რადგანაც ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში იმ საკვანძო უჯრედული პროცესების დარღვევა, რომელიც პასუხისმგებელია ზრდაზე, ფიზიოლოგიურ ადაპტაციასა და ტვინის აქტიურობაზე. თუ ადამიანს ძილი აკლია, ცილების სინთეზი ნორმალურად ვეღარ წარიმართება. თავად ეს ცილები კი პასუხისმგებელია კუნთური ქსოვილის, თავის ტვინის მუშაობაზე, ქსოვილების ზრდასა და განვითარებაზე. აღნიშნული ცილების რეგულაცია კი პირდაპირ კავშირშია ძილთან.

მეცნიერების აზრით, ეს ურთიერთკავშირი მუშაობს ყველა ორგანიზმში, მცენარეებშიც კი. არსებობს ასევე "შინაგანი საათით" (ცირკადული საათით) გაკონტროლებული სხვა ასპექტებიც. თითოეულ უჯრედში, ახალი ცილები კონსტრუირდება დნმ-დან წამოსული განსაკუთრებული სიგნალების გადაცემის ხარჯზე. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში იცვლებოდა არ ამარტო ამ პროცესის აქტივობა, არამედ იგი პირდაპირ კავშირში იყო ცირკადულ საათთან.

ლალი ჩხიკვაძე

რა საფრთხე ელით ღამის ცვლაში დასაქმებულებს

როგორ დავამარცხოთ უძილობა

უძილობის მკურნალობა - სასარგებლო რჩევები და ფიტოთერაპიული ნაკრებები

უძილობა გადამდებია