მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ჭკუასუსტობას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ჭკუასუსტობას იწვევს

ხოლო თუ ადამიანი რაღაც მომენტში მწვავე განგაშის მსხვერპლი გახდა, გაცილებით მეტი შანსი აქვს საბოლოოდ კოგნიტიურ უნარშესაძლებლობათა დაქვეითება განიცადოს, _ წერს The Daily Mail. ამ დასკვნამდე მეცნიერები ტყუპებზე 28 წლიანი დაკვირვების შედეგად მივიდნენ.

პროფესორი ენდრიუ პეტკასი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს: "უწინ დემენციას დეპრესიას უკავშირებდნენ. განგაშთან კავშირზე საუბარი პირველად დაიწყო. პრობლემა ის გახლავთ, რომ დეპრესიას, როგორც წესი, ეპიზოდური ხასიათი აქვს. განგაშის განცდა კი შესაძლოა ქრონიკული, ფარული იყოს. საბოლოო ჯამში მას უკვე ხასიათის თავისებურებად მიიჩნევენ".

ფაქტია, რომ დემენცია უვითარდებოდათ იმ ადამიანებს, რომელთაც მკვეთრად ჰქონდათ გამოხატული განგაშისა და შფოთვის მდგომარეობისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამ დარღვევათა მიზეზი სტრესული ჰორმონების, მათ შორის კორტიზოლის მომატებული დონეა. კორტიზოლის ქრონიკულად მაღალი შემცველობა სისხლში ზიანს აყენებს თავის ტვინს, კერძოდ ჰიპოკამპს, რომელსაც მეხსიერების ფენომენი უკავშირდება და ფრონტალურ ქერქს, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებისა და სხვა უმაღლეს ქერქულ ფუნქციებზე. მეცნიერები არ გამორიცხავენ განგაშისა და დემენციის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობის არსებობასაც.

თინათინ გოცაძე