რატომ უჩივიან ასაკოვნები უძილობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უჩივიან ასაკოვნები უძილობას

მეცნიერებს ამის მიზეზი დიდი ხანია აინტერესებთ. როგორც გაირკვა, ასაკოვნებში უძილობის მიზეზი შესაძლოა თავის ტვინის ვენტროლატერალურ პრეოპტიკურ ზონაში ნეირონების დაღუპვა იყოს - იუწყება Upstart Magazine.

მრავალწლიანი ექსპერიმენტებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირთაგვებს, რომლებსაც აღნიშნულ ნეირონთა მნიშვნელოვანი ნაკლებობა აქვთ, უძილობის მძიმე ფორმა აღენიშნებათ. გაირკვა, რომ დასახელებული ნეირონები პასუხისმგებელნი არიან ძილისა და ღვიძილის პროცესებზე.

ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევის გარდა მეცნიერებმა ადამიანებზე დაკვირვებაც აწარმოეს. ექსპერიმენტში მონაწილე 1000 მოხალისე მოძრაობათა ჩამწერ (შემსწავლელ) პატარა ზომის მოწყობილობას ატარებდა. ცდის მონაწილეებს ინსტრუმენტის ჩამოცმა უხდებოდათ ყოველ 2 წელიწადში 7-10 დღის განმავლობაში. მკვლევარებმა სწორედ ამ მოწყობილობათა დახმარებით შენიშნეს თავის ტვინის ვენტროლატერალურ პრეოპტიკურ უბანში ნეირონების შემცირება ასაკოვან ადამიანებთან. ასევე იმ პირებთან, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადება აღენიშნებოდათ. დღე-ღამის განმავლობაში ცდის პირებს ეძინათ საშუალოდ ერთი საათით ნაკლებხანს, ვიდრე 20 წლის ახალგაზრდებს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი დასკვნის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლოა მომავალში უძილობის სამკურნალო ახალი პრეპარატები შეიქმნას. ახალი საშუალებებით შესაძლებელი იქნება ძილის დარღვევაში მონაწილე სპეციფიკურ ნეირონებზე ზემოქმედება. რაც მთავარია, ახალ პრეპარატებს გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენა ექნებათ, ვიდრე თანამედროვე საძილე საშუალებებს.

თინათინ გოცაძე