მშობლების დეპრესია ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშობლების დეპრესია ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს

- იუწყება Psych Central-ი. უახლესი კვლევების თანახმად, მხოლოდ ქალები როდი იტანჯებიან ბავშვის დაბადების შემდეგ დეპრესიით (მოგეხსენებათ, ქალების უმრავლესობას მშობიარობისშემდგომი დეპრესია უტევს). თურმე მამაკაცებთანაც ბავშვის დაბადების შემდეგ დეპრესიის რისკი საგრძნობლად იმატებს, ანუ მამაკაცებს ცხოვრების სხვა ეტაპებთან შედარებით ამ პერიოდში უფრო ხშირად იპყრობს დეპრესია.

სპეციალისტებმა 200 წყვილის მონაცემი გააანალიზეს. შეაფასეს როგორც მშობიარობისშემდგომი დეპრესიის დონე ქალებთან, ასევე მათი დამოკიდებულება მეუღლეებთან და მათი ბავშვის ქცევა. საყურადღებოა, რომ კვლევაში მონაწილე ყველა ამ წყვილს 3 წლის ასაკის პატარა ჰყავდა.

სპეციალისტებმა გაარკვიეს: განიცდიდა ბავშვი ყოველივეს შინაგანად (ანუ ნაღვლობდა და შფოთავდა) თუ ნეგატიურ ემოციებს აფრქვევდა (კონკრეტულად ჩხუბობდა ან ცრუობდა). აღმოჩნდა, რომ მშობლებს შორის ჩხუბზე მეტად ბავშვის ფსიქიკაზე ერთ-ერთი მშობლის დეპრესია უფრო ნეგატიურად აისახებოდა. მკვლევარებმა 200 წყვილიდან ცალკე გამოყვეს ის წყვილები, რომელთა პატარებსაც განსაკუთრებული ქცევითი გამოვლინებანი აღენიშნებოდათ.

თინათინ გოცაძე