მუდმივად შფოთვა მამაკაცებში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუდმივად შფოთვა მამაკაცებში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 16 000 მოხალისე. ამ პირებთან მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირდაპირი დამოკიდებულება კიბოსა და გენერალიზებულ შფოთვით ნევროზს შორის. საინტერესოა ისიც, რომ ამ გამოვლენილ დამოკიდებულებას კავშირი არ აქვს არც ფიზიკურ აქტივობასთან, არც მოწევასთან და არც სასმელების მიღებასთან. ისიც აღსანიშნავია, რომ მსგავსი კორელაცია ქალებთან არ შეინიშნებოდა.

ექსპერტთა მონაცემებით, სადღეისოდ უკონტროლო განგაში, მყარი შფოთვა (გარკვეული მოვლენებისა თუ ობიექტებისგან დამოუკიდებლად), მუდმივად დაძაბულობა, რაც ნევროზულობასა და კუნთურ დაჭიმულობას განაპირობებს, პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 5 %-ს აღენიშნება. მეცნიერთა განცხადებით, ქრონიკული შფოთვა და ფსიქიკური დარღვევები იწვევს სტრესს, რომელიც თავის მხრივ საგრძნობლად ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და სხვა ბევრი პათოლოგიის მსგავსად ავთვისებიანი დაავადების აღმოცენების მიზეზიც ხდება. სწორედ ამიტომაც ბრიტანელი ექსპერტებისა და კვლევის მთავარი ავტორის, ოლივია რემესის განცხადებით, მკურნალმა ექიმებმა ყოველთვის უნდა დაუთმონ ყურადღება პაციენტების ფსიქოლოგიურ სტატუსს.

რატომ არ შეინიშნება ზემოთ აღნიშნული კორელაცია ქალებთან? ამ კითხვაზე რემესს ასეთი პასუხი აქვს - "ქალები ფსიქიკური დარღვევებისას გაცილებით ხშირად აკითხავენ ექიმ-სპეციალისტებს და მკურნალობენ, მამაკაცები კი პრობლემასთან თვითგამკლავებას ცდილობენ, მედიკოსებს არ მიმართავენ, რითაც ფაქტობრივად თავს იღუპავენ შემდგომში გავნითარებული სიმსივნური პათოლოგიების გამო!".

თინათინ გოცაძე