სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური პრობლემები აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური პრობლემები აქვს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 2010 წელს ფსიქიკურ ჯანდაცვაზე წლიური გლობალური ხარჯი 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი იყო და ეს რიცხვი 2030 წლისთვის 6 ტრილიონი აშშ დოლარი გახდება. მსოფლიო ბანკმა ფსიქიკური ჯანმრთელობა გლობალური განვითარების პრიორიტეტად გამოაცხადა.

დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქუთაისი პირველად მასპინძლობს. კერძოდ, აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია, თემაზე: „ერთად - უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“; ვ. ანჯაფარიძის სახ. სკვერში კი,ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია ჩატარდება. მოეწყობა მუსიკალური წარმოდგენა სტუდენტების მონაწილეობით და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან, აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან ”ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“.

თამარ ნეფარიძე

გაეცანით სტატიებს ფსიქიატრიის თემაზე