რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნევროლოგია
ყოველი მეორე ქალი უჩივის შაკიკსა და შეშუპებას. ეს პრობლემები ერთმანეთს არაფრით უკავშირდება, მაგრამ ორივეს აქვს მარტივი გადაწყვეტა. ერთადერთი, რაც თქვენ დაგჭირდებათ, წყალია.თუ შაკიკი გაწუხებთ, ტემპერატურის სხვაობა დაგეხმარებათ.თავის ტკივილმა რომ გაგიაროთ, ფეხები უნდა ჩააწყოთ ცხელ წყალში, შუბლზე კი ცივ წყალში დასველებული პირსახოცი ან ყინულიანი პაკეტი დაიდოთ. ასეთი ტემპერატურული კონტრასტი უზრუნველყოფს წნევის ნორმალიზებას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.ფეხების შეშუპების პრობლემა კიდევ უფრო იოლი გადასაჭრელია. საკმარისია თვითმასაჟი. ჩვეულებრივი ბოთლი გაავსეთ ცივი წყლით (შეგიძლიათ დაუმატოთ დატეხილი ყინული). ეს ბოთლი დადეთ იატაკზე, ზედ დაადეთ ტერფი და გააგორ-გამოაგორეთ ბოთლი (ტერფის მთელი ზედაპირი უნდა მონაწილეობდეს ამ გაგორ-გამოგორების პროცესში). მოძრაობა ნელი უნდა იყოს.როგორც კი შვებას იგრძნობთ, იგივე პროცედურა ჩაატარეთ მეორე ფეხის ტერფით.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 25 - დან
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.