ფიზიკური აქტივობა და მეხსიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიზიკური აქტივობა და მეხსიერება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური დატვირთვისას კუნთოვანი ბოჭკოები (უჯრედები) გამოყოფენ ცილა კატეფსინ ბ-ს, რომლის მომატებული დონე სისხლში მეხსიერების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.

მარბურგის უნივერსიტეტის კოგნიტიური ნევროლოგიისა და დემენციის კვლევების ინსტიტუტში პროფესორ ემრა დიუზელის ხელმძღვანელობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა ჯერ უჯრედულ კულტურებზე, შემდეგ კი ლაბორატორიულ ვირთაგვებზე. საბოლოოდ, ექსპერიმენტში ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა. როგორც ემრა დიუზელი აცხადებს, ფიზიკურ აქტივობასა და მეხსიერებას შორის კავშირი ადრეც იყო დადგენილი, თუმცა უცნობი იყო მისი მოლეკულური მექანიზმები. მეცნიერის განმარტებით, მოძრაობა საზოგადოდ გამშვები მექანიზმია მეხსიერებისათვის, რადგან სხეულის მდგომარეობის ყოველი შეცვლისას თავის ტვინი ახალი ინფორმაციის მოლოდინშია.

კვლევის პირველ ეტაპზე პროფესორი დიუზელი და მისი კოლეგები ასტიმულირებდნენ (ააქტივებდნენ) კუნთოვან ბოჭკოებს პეტრის ფინჯანში და საზღვრავდნენ, კუნთოვანი უჯრედებიდან გამოყოფილი რომელი ცილები იყო საკმარისად მცირე ზომის იმისათვის, რომ გაევლოთ ჰემატოენცეფალური ბარიერი (რომელიც ტვინს არასასურველი ნივთიერებებისაგან იცავს). სწორედ მაშინ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ცილა კატეფსინ-ბ. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ცილა ჰიპოკამპში (მეხსიერებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურაა) ახალი ნეირონების ზრდა-განვითარებას ასტიმულირებს.

მომდევნო ეტაპზე მკვლევრები დაკავდნენ მეხსიერების შემსწავლელი ტესტებით. ვირთაგვებზე დაკვირვებებით მათ ისიც დაადგინეს, რომ ცხოველთა სისხლში ფიზიკური აქტივობის შემდეგ ცილა კატეფსინ-ბ-ს შემცველობა საგრძნობლად იმატებდა. აღნიშნული ცვლილება მიმდინარეობდა როგორც ჩვეულებრივ ვირთაგვებთან, ასევე იმ ცხოველებთან, რომლებსაც კატეფსინ-ბ-ზე პასუხისმგებელი გენი გათიშული ჰქონდათ. ექსპერიმენტულად დადასტურდა - კატეფსინ-ბ ჰიპოკამპის ნეირონთა ზრდა-განვითარებას ვირთაგვებთანაც განაპირობებს.

საბოლოოდ, ექსპერიმენტში ჩაერთვნენ სტუდენტები, რომლებიც მანამდე სპორტს არ მისდევდნენ. ოთხი თვის განმავლობაში ახალგაზრდები რეგულარულად ვარჯიშობდნენ ფიზიკურად, რის შემდეგაც მათ სისხლში საზღვრავდნენ კატეფსინ-ბ-ს დონეს და უტარებდნენ ტესტირებას. ტესტებმა აჩვენა, რომ მეხსიერება განსაკუთრებულად კარგად ფუნქციობდა იმ სტუდენტებთან, რომელთაც კატეფსინ-ბ-ს მაღალი დონე ჰქონდათ. პროფესორ დიუზელს მიაჩნია, რომ ფიზიკური აქტივობის მეხსიერებასთან კავშირი არ არის მხოლოდ ცილა კატეფსინ-ბ-თი განპირობებული, მას სხვა მრავალი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მექანიზმი განსაზღვრავს.

და მაინც, რაზეა დამოკიდებული მეხსიერების ეფექტურობა? მეხსიერება ურთულესი ფსიქოლოგიური პროცესია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იმ შემეცნებით პროცესთაგან, რომლებიც ადამიანს ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში ეხმარება. დასწავლა და შემეცნება ყოველთვის აღქმისა და მეხსიერების ურთიერთქმედების დროს ხდება, აზროვნების, წარმოსახვისა და სხვა ფუნქციათა მონაწილეობით. ადამიანის ფსიქიკის უზრუნველყოფას ფიზიოლოგიურ მექანიზმთა მუშაობა განაპირობებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმის ფიზიკური მდგომარება ყველა შემთხვევაში აისახება შემეცნების ეფექტურობაზე, კერძოდ კი, მეხსიერების პროდუქტიულობაზე.

დიდი ხანია ცნობილია და აღარავინ ეჭვობს იმას, რომ გონებრივი მუშაობის ეფექტურობისათვის აუცილებელია მისი ფიზიკურ ატივობასთან შეუღლება-შერწყმა. თანამედროვე მეცნიერება, მათ შორის ნეიროფიზიოლოგიაც, ახალი აღმოჩენებითა და მიგნებებით სულ უფრო განამტკიცებს ამ აზრს.

ახლახან ამერიკელმა მეცნიერებმა დელავერის უნივერსიტეტიდან დაადგინეს (მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Nეუროლმაგე”), რა მნიშვნელობა აქვს მეხსიერების გაუმჯობესებისათვის ფიზიკურ აქტივობას, როგორც სერიოზულ სპორტულ დატვირთვებს, ასევე დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს. მათი კვლევის თანახმად, არსებობს ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც დადებითად აისახება ჰიპოკამპის სტრუქტურაზე. ამ სტრუქტურის ელასტიკურობაზეა დამოკიდებული მეხსიერების ეფექტურობა.

ასე რომ, თუ მეხსიერების შესუსტებას უჩივით, თაფლიან წყალს, სტრიქონთა ყოველდღიურად დაზეპირებასა და ბებიების სხვა ცნობილ რეცეპტებს ფიზიკური აქტივობაც დაუმატეთ. ნუ დაიზარებთ და ყოველდღიურად ივარჯიშეთ, სხეულის გაჯანსაღებისა და სულის მხნეობის გარდა, მეხსიერების გაუმჯობესებაშიც მალევე დარწმუნდებით!