გულზე ლოდი გაწევთ, სული გეხუთებათ და ადგილს ვერ პოულობთ? - ეს დეპრესიის ნიშნებია და ტრიპტოფანი დაგეხმარებათ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულზე ლოდი გაწევთ, სული გეხუთებათ და ადგილს ვერ პოულობთ? - ეს დეპრესიის ნიშნებია და ტრიპტოფანი დაგეხმარებათ!

რომელთან გამკლავებასაც ადამიანი დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებს. ამ მდგომარეობაში შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური მდგომარეობისა.

სტატისტიკა

ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც აღინიშნება დეპრესიის მზარდი გავრცელება. ყოველწლიურად 2-3 ათასით იზრდება დაავადებულთა რიცხვი. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ რეგისტრირებულ პაციენტთა რაოდენობაა - ბევრი, უბრალოდ, არ მიმართავს სპეციალისტს.

როგორ ამოვიცნოთ

დეპრესიის დროს ადამიანი კარგავს ცხოვრებისა და ჩვეული საქმიანობისადმი ინტერესს, უქვეითდება თვითშეფასების მაჩვენებელი.

დეპრესიისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი - ტრიადა, რომელიც მოიცავს:

• ანჰედონიას - მდგომარეობას, როდესაც ადამიანს დაქვეითებული აქვს გუნება-განწყობა, კარგავს სიხარულის განცდის უნარს და მოვლენები, რომლებიც წინათ ახარებდა, მასში ამაღლებულ ემოციებს აღარ იწვევს.

• აზროვნებითი პროცესების მოშლას - ადამიანი არაადეკვატურია ირგვლივ მიმდინარე მოვლენათა მიმართ, მის ცნობიერებაში დომინირებს მხოლოდ უარყოფითი აზრები და გარემოსადმი პესიმისტური დამოკიდებულება.

• შეინიშნება მოძრაობითი აქტივობის დაქვეთება.

საბედნიეროდ, დღეს არსებობს სპეციალური სადიაგნოზო ტესტსისტემები, რომელთა დახმარებითაც საკმაოდ ადვილია დეპრესიის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, დიაგნოსტირება.

ადამიანს შეიძლება აწუხებდეს შემდეგი სიმპტომები:

• ზედმეტი შფოთვა,

• ღელვა,

• უძილობა,

• ადვილად გაღიზიანებადობა,

• უიმედობის შეგრძნება,

• ენერგიის ნაკლებობა,

• უხალისობა,

• გადაჭარბებული ღელვა გლობალურ მოვლენებზე,

• სხეულის მასის მუდმივი კონტროლი,

• რამეზე ზედმეტი მიჯაჭვულობა,

• მეტისმეტი მზრუნველობა ახლობლებზე, რაც მათთვის შემაწუხებელია,

• მოვლენებისათვის იმაზე მეტი მნიშვნელობის მინიჭება, ვიდრე სინამდვილეში გააჩნიათ,

• დაბალი თვითშფასება და მუდმივი დანაშაულის განცდა.

დეპრესია შეიძლება გაგრძელდეს თვეობით, ზოგჯერ წლობითაც კი, დეპრესიას პერიოდულად ენაცვლება განსხვავებული განწყობები - ადამიანი რამდენიმე ხანს მხიარულია, უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობს, აქტიურია და ხალისიანი, მერე კი აპათია, უგუნებობა და ჰიპოდინამია იპყრობს.

დეპრესია და თავის ტკივილი

თავის ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა დღევანდელ საზოგადოებაში. ყველაზე ხშირია ე.წ. დაძაბვის თავის ტკივილი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს გარკვეული პერიოდულობით. მართალია იგი სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში, ნორმალურ მდგომარეობად ვერ ჩაითვლება და ზოგჯერ ტკივილი იმდენად შემაწუხებელი ხდება, რომ სამედიცინო ჩარევასაც კი მოითხოვს.

დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი დროდადრო აწუხებს ადამიანთა უმრავლესობას, უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე მამაკაცებს. გვხვდება ბავშვებშიც. ტკივილს აქვს მოჭერითი, სალტისებური ხასიათი, ზოგჯერ გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და ყოველდღიურ საქმიანობას შეუძლებელს ხდის.

დაძაბვის ტიპის თავის ტკივილის ძირითადი მიზეზი კი სტრესი და დეპრსია გახლავთ.

ტკივილგამაყუჩებლის მიღება ასეთი ტკივილის დროს მხოლოდ დროებით, სიმპტომურ შედეგს იძლევა, ტკივილი კი მალე განმეორებით ვითარდება, რადგან ძირითადი მიზეზი - დეპრესიული მდგომარეობა - ისევ უცვლელი დარჩა.

ასე რომ, თუ ასეთი ხასიათის ტკივილი გაწუხებთ, დროა დეპრესიის პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე იფიქროთ.

ქალები და მამაკაცები

მამაკაცებისთვის დამახასიათებელია ე.წ. დეპრესია სევდის გარეშე. მათთან ყველა თვალშისაცემი სიმპტომი შენიღბულია და წინა პლანზე წამოიწევს გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, უმადობა, თავდაჯერების დაკარგვა და სისუსტე, ანუ მათთან დეპრესიის ერთგვარი სომატიზება ხდება, რაც ვლინდება თავის, სახსრების, გულმკერდის ტკივილით, არტერიული წნევის ცვლილებით, საჭმლის მონელების დარღვევით. მათ აზრადაც არ მოსდით, რომ ეს ყველაფერი დეპრესიის შედეგია და არა ხერხემალში მიმდინარე პროცესებისა.

ქალები დეპრესიის დროს სხვაგვარად იქცევიან. ისინი ამაზე საუბრობენ სოციალურ ქსელებში, მეგობრებთან, გაცილებით ხშირად მიმართავენ სპეციალისტებს და, შესაბამისად, დეპრესიის დიაგნოზსაც მათ გაცილებით ხშირად უსვამენ, ვიდრე მამაკაცებს.

რატომ ვითარდება დეპრესია

დეპრესიის დროს ორგანიზმში რთულდება ისეთი ამინმჟავების სინთეზი, რომლებიც ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ესენია ნეირომედიატორები - ნივთიერებები, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის იმპულსების გადაცემას განაპირობებს. მათ შორის მთავარია სეროტონინი - მედიატორი, რომლის დეფიციტიც იწვევს დეპრესიის განვითარებას. იგი ამინმჟავა ტრიფტოფანისგან წარმოიქმნება.

ტვინის ნორმალურ ფუნქციობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთი ნივთიერებების დეფიციტიც, როგორებიცაა ფოლიუმის მჟავა, B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა 3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავები და სხვა. მათ შეიცავს ზღვის პროდუქტები და მცენარეული წარმოშობის საკვები. აღსანიშნავია, რომ დეპრესიული მდგომარეობის დროს გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებს კოფეინით მდიდარი სასმელები - ჩაი და ყავა.

როგორ მკურნალობენ

დეპრესიის სამკურნალოდ მიმართავენ მედიკამენტურ თერაპიას, ძირითადად - ანტიდეპრესანტებით. ანტიდეპრესანტები ქიმიური ნაერთებია, რომლებიც სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებენ ნერვული იმპულსების უჯრედთა შორის გადაცემის გააქტიურებაზე, ახდენენ მედიატორების დამშლელი ფერმენტების ბლოკირებას. მაგრამ ანტიდეპრესანტები საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტითა და გართულებებით ხასიათდება.

დღეს, ძალიან ხშირად, ადამიანები თავად ახდენენ სიტუაციის დრამატიზებას და დეპრესიის საწყის ეტაპზე, როცა მდგომარეობის გამოსწორება კვების, დღის რეჟიმისა და ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება, ზოგჯერ თვითნებურადაც კი ინიშნავენ საკმაოდ საფრთხილო ანტიდეპრესანტებსა და დამამშვიდებლებს.

საუკეთესო ანტიდეპრესანტული ბუნებრივი საშუალებაა აფრიკული მცენარე გრიფონიასგან დამზადებული ბრიტანული ხარისხის პრეპარატი ტრიპტოფანი.

სწორედ ტრიპტოფანი უწყობს ხელს ორგანიზმში სეროტონინის სინთეზს, რომლის დეფიციტიც აღინიშება დეპრესიის დროს. რაც მთავარია, ეს არ არის ხელოვნური ანტიდეპრესანტი და შესაბამისად არ იწვევს არავითარ გვერდით მოვლენას თუ გართულებას, რაც ქიმიურ ანტიდეპრესანტებს ახასიათებს.

რისთვის გამოიყენება ტრიპტოფანი?

- მადის კონტროლისთვის

- გუნება-განწყობის დაბალანსებისთვის

- დეპრესიის წინააღმდეგ

- შფოთვის შემცირებისთვის

- ძილის გაუმჯობესებისთვის

- შაკიკის სიმპტომების შემსუბუქებისა და პრევენციისთვის

- ზოგადად ნერვული სისტემის და თავის ტვინის ფუნქციის გასაძლიერებლად

ვისთვის არის სასარგებლო?

- მათთვის, ვისაც სეზონური დეპრესია ახასიათებს

- მათთვის, ვისაც სურს კვების რეჟიმის დაცვა

- მათთვის, ვისაც უძილობა და სტრესი აწუხებს

- შაკიკის სიმპტომების დროს

ინიშნება მოზრდილებსა და 16 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, ერთი ან ორი აბი დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. დღეში მაქსიმუმ ექვსი აბის მიღება შეიძლება. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

თუ უკვე სვამდით ანტიდეპრესანტებს და მათ შეწყვეტას აპირებთ ექიმის მითითებით, ტრიპტოფანი ასევე საუკეთესო საშუალებაა ამ პერიოდისთვის, რათა უკეთ გადაიტანოთ მოხსნის ეფექტით გამოწვეული გარდამავალი მდგომარეობა.

mkurnali.ge