ინსულტის სამი ნიშანი, რომლის შემთხვევაშიც დაყოვნება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს- "ნიუ ჰოსპიტალსი" ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინსულტის სამი ნიშანი, რომლის შემთხვევაშიც დაყოვნება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს- "ნიუ ჰოსპიტალსი" ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს

რომლის ფარგლებშიც ინსულტის "სამი" ნიშნის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარეობს.

კამპანიის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც "შსს სსიპ 112–ის", საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და "ნიუ ჰოსპიტალსის" წარმოადგენლები ესწრებოდნენ. ინსულტი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მესამე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევი სისხლძარღვოვანი დაავადებების სიაში. არსებობს ინსულტის "სამი" ნიშანი, რომლის დამახსოვრებაც ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოცემული ნიშნების აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: ს - სისუსტე კიდურებში, ა - ასიმეტრიული სახე, მ - მეტყველების დარღვევა, ი - იჩქარე! ინსულტის ადრეული ამოცნობის შემთხვევაში სასურველია სწრაფი რეაგირება - 112-თან დაკავშირება და პაციენტის ინსულტის ცენტრში გადაყვანა. ეს ძალიან ამცირებს დაავადების შედეგად მიყენებულ ზიანს. ინსულტის მკურნალობის თანამედროვე და ყველაზე ეფექტური მეთოდი - თრომბოლიზი 2 000 წლიდან არსებობს. თუმცა საქართველოში არც ისე დიდი ხნის წინ დაინერგა. თრომბოლიზისის საშუალებით შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. "ნიუ ჰოპისტალსის" დირექტორის გიორგი რამიშვილის განმარტებით, კლინიკაში აღნიშნული მეთოდით პაციენტებს წარმატებით მკურნალობენ. "ინსულტით მოტანილი ზიანის შესამცირებლად აუცილებელია, რომ ვიცოდეთ მისი სიმპტომები და რაც შეიძლება მალე მივმართოთ სპეციალიზირებულ მაღალტექნოლოგიურ დაწესებულებას, მაგალითად, "ნიუ ჰოსპიტალსის" ინსულტის ცენტრს, რომ სპეციალიზირებული დახმარების აღმოჩენა მოხდეს. ამ დახმარებით პაციენტი საგრძნობი გაუმჯობესებით ტოვებს სტაციონარს, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია სიცოცხლის გადარჩენა. ამიტომ დავიწყეთ აღნიშული კამპანია და ვთვლით, რომ რაც მეტ ადამიანს ეცოდინება ინსულტის 3 ნიშნის შესახებ, მით მეტი სიცოცხლის გადარჩენას მოვახერხებთ.," - განაცხადა " ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორმა გიორგი რამიშვილმა. სოციალური კამპანიის ფარგლებში იგეგმება "შსს სსიპ 112-ის" ოპერატორებისთვის ინსულტის შესახებ სემინარების ჩატარება, რაც "ნიუ ჰოსპიტალსის" ნევროლოგიური განყოფილების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. სემინარები აამაღლებს ოპერატორების ცნობიერებას ინსულტის შესახებ და დაეხმარება მათ მოახდინონ დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში. 112-ის წარმომადგენელი სალომე გეულტაშვილი ინიციატივით მეტად კმაყოფილია. "შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 მოუწოდებს მოქალაქეებს ინსულტის "სამი" სიმპტომის აღმოჩენისთანავე დროულად დაუკავშირდენე 112-ს მთელი საქართველოდან 24 საათის განმავლობაში. ჩვენ ვთავაზობთ დაკავშირების მრავალფეროვან არხებს, როგორიცაა: მობილური და ფიქსირებული ტელეფონი, მობილური აპლიკაციის ფორმა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ვიდეო ზარის სერვისი სპეციალურად ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივად გადავარჩენთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გარშემომომყოფები სიცოცხლესაც." – აღნიშნა სალომე გელუტაშვილმა. სოციალურ კამპანიას უკავშირდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციაც. "პსპ დაზღვევა" იწყებს ინსულტის დაზღვევის პროგრამას, რაც 1 ივნისიდან იშემიური ინსულტის დროს პაციენტების თრომბოლიზისით მკურნალობის ხარჯების დაფარვას გულისხმობს. "პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორის სოგიო ლევბანიძის განმარტებით, ეს უნიკალური და უპრეცენდენტო დაზღვევის პროგრამაა, რამდენადაც ის მოიაზრებს არა მხოლოდ ამბულატორიულ და სტაციონალურ მომსახურებებს, არამედ უკვე ინსულტგადატანილი პაციენტებისათვის სარეაბილიტაციო ტიპის მომსახურებებსაც. "ინსულტის დაზღვევის პროგრამა პირველი ივნისიდან "პსპ დაზღვევის" კორპორაციული მომხარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომ , შემდეგ კი მოსარგებლეთა წრე აუცილებლად გაფართოვდება და ყველას ექნება შესაძლებლობა რისკები მართოს სადაზღვეო პრინციპით. ინსულტი, სამწუხაროდ, ძალიან დიდ ზარალს და ზიანს აყენებს ნებისმიერ პაციენტს ფინანსური თვალსაზრისით და დაზღვევა, რა თქმა უნდა, არის ინსტიტუტი, რომელიც ფინანსური რისკების მართვაში დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს, –აღნიშნა "პსპ დაზღვევის" გენერალურმა დირექტორმა სოფიო ლებანიძემ. სოციალური კამპანიის ფარგლებში შეიქნა ვიდეოკლიპიც, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იტრიალებს და ასევე, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. "ნიუ ჰოსპიტალსი" 2 თვის განმავლობაში აქტივობას გეგმავს სოციალურ მედიაშიც.