მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი ბიომარკერი აღმოაჩინეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი ბიომარკერი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი ბიომარკერი აღმოაჩინეს
გაფანტული სკლეროზი მძიმედ მიმდინარე პროგრესირებადი პათოლოგიაა აუტოიმუნური მექანიზმებით, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბიჭკოთა მასშტაბური დაზიანებით ხასიათდება. ადრეულ სტადიაზე ამ დაავადების გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სპეციალური ტესტები ჯერ კიდევ არ არსებობს. 
ავსტრალიელი მეცნიერები სიდნეის უნივერსიტეტიდან გვაიმედებენ, რომ უახლოეს მომავალში ასეთი ტესტი გაჩნდება და მისი წყალობით შესაძლებელი იქნება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გაფანტულ სკლეროზთან, როგორც განუკურნებელ სენთან ბრძოლაში.

მრავალრიცხოვანი და მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე სპეციალისტებმა გამოავლინეს პირდაპირი კავშირი გაფანტული სკლეროზის განვითარებასა და მიკრორნმ-ს შორის, რომელიც ეკზოსომებთან ერთად
ცირკულირებს სისტემური აუტოიმუნური პათოლოგიის მქონე ადამიანთა სისხლში. სწორედ ეს მიკრორნმ განისაზღვრა ახალ ბიომარკერად. სწორედ ის მიანიშნებს დასახელებული დაავადების განვითარებაზე.

მეტიც, მეცნიერებმა გამოყვეს მიკრორნმ-ის 9 სახეობა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება დიფერენციალური დიაგნოსტიკის გატარება ანუ სპეციალისტებს გაფანტული სკლეროზის განვითარების ტიპის მიხედვით განსხვავება-დიფერენცირების საშუალება ექნებათ, უფრო კონკრეტულად, პროგრესირებადი
ფორმაა თუ მორეციდივე. 

დაავადების განვითარების სხვადასხვა ეტაპების განსაზღვრისათვის შეიქმნა კიდეც სპეციალური ტესტები. ამგვარად დაავადების აღმოცენების დასაზუსტებლად საკმარისი იქნება მხოლოდ სისხლის ჩაბარება.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე მარიხუანას მოწევის ლეგალიზების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ვრცელ პოსტში გამოთქვამს
12-09-2018
30 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინიში" გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
29-05-2018
როგორც ცნობილია, ათეროსკლეროზის დროს, სისხლძარღვებში წარმოიქმნება ფოლაქები, რომელთა რაოდენობა
17-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რა აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს. სკანირება
40 წელს გადაცილებულებმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაიტარონ თავის ტვინის სისხლძარღვთა
ადამიანის თავის ტვინი ურთულესი და ნეირომეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი სტრუქტურაა. სხვადასხვა
დღე და ღამე არ გტოვებთ ფიქრები ანგარიშებზე, პროექტებზე, კლიენტებსა თუ შესაძლო შემცირებაზე?
სრულფასოვანი ძილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვებ რაციონს, არამედ საკვების მიღების დროსაც.
აღმოსავლეთ ფინეთის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდობის ასაკში ალკოჰოლის
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად