რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ხერხემლის პათოლოგიები მკურნალობა და პროფილაქტიკა

- აი, ხერხემლის პათოლოგიების დიაგნოსტიკის საკითხსაც მივადექით. დიაგნოსტიკის რომელი მეთოდები გამოიყენება ამ დროს?
- ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება დავადგინოთ ოსტეოქონდროზი, არის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა. რენტგენოგრამებზე ჩანს ძვლოვანი წანაზარდები, დისკების სიმაღლეში შემცირება, მალების ქვეამოვარდნილობა და სხვა. მაგრამ ხშირად უფრო დეტალური გამოკვლევისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ეს უკანასკნელი ყველაზე სრულყოფილია, რადგან ყველა სტრუქტურას აჩვენებს.


- როგორ მკურნალობენ?
- მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს: კონსერვატიული, ქირურგიული, ბალნეოლოგიური, ფიზიოთერაპიული, წყალქვეშა დაჭიმვები. ზოგჯერ მიმართავენ აკუპუნქტურასაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას უჩივის პაციენტი და რა კლინიკური გამოვლინება აქვს დაავადებას. აუცილებელია საქმეში თანამედროვე ნეიროვიზუალური კვლევის ჩართვაც. კონსერვატიული მკურნალობის დაწყებამდე მრტ-ით წინასწარ უნდა გამოირიცხოს ქირურგიული პათოლოგია.


- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ოსტეოქონდროზი ქრონიკული დაავადებაა. რამდენად იმედის მომცემია მკურნალობის შედეგები?
- ცვლილებები, რომლებიც ოსტეოქონდროზის დროს ხერხემალში ვითარდება, შეუქცევადია. მკურნალობის ფონზე ადამიანს შესაძლოა გაუქრეს ჩივილები და, ასე ვთქვათ, პროცესის პროგრესირება შეჩერდეს, მაგრამ მისი უკუგანვითარება და ხერხემლის პირვანდელ, ჯანსაღ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია. ბოლო ხანს ერთი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა: ოსტეოქონდროზი იმდენად გავრცელებულია, რომ მკვლევრები ფიქრობენ, ჩაითვალოს თუ არა ის დაავადებად, ხომ არ მიიჩნიონ ის, სიბერის მსგავსად, ასაკთან ერთად განვითარებულ ნორმის ვარიანტად, ასაკობრივ ცვლილებად და არა პათოლოგიად.


- მაინც რა უნდა იყოს მისი ესოდენ მასობრივი გავრცელების მიზეზი?
- ოსტეოქონდროზი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო საუკუნის განმავლობაში ძლიერ გახშირდა. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვების, ცხოვრების რეჟიმს... ჰიპოდინამიაც ხელს უწყობს ოსტეოქონდროზის განვითარებას. სხვათა შორის, დისკის თიაქრის წარმოშობაში თავიანთი წვლილი შეაქვთ ისეთ პროფესიებსაც, რომლებიც დიდხანს ჯდომას მოითხოვს: მძღოლებს, ბუღალტრებს, ოფისის მუშაკებს შედარებით ხშირად აქვთ დისკოგენური პრობლემები. პაციენტები, რომელთაც დისკის თიაქრის დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად ცდილობენ, დაადგინონ მისი მიზეზი, დაავადების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირება კი ძალიან ძნელია. ხშირად დისკის თიაქარი, ასე ვთქვათ, ცარიელ ადგილზე ვითარდება. ის 18-19 წლის გოგონასაც კი შეიძლება დაემართოს, რომელსაც ხუთ კილოგრამზე მეტი სიმძიმის ტვირთი არ აუწევია. აქ განსაზღვრულ როლს ასრულებს ამ დაავადებისადმი ორგანიზმის მიდრეკილება.


- პროფილაქტიკა, ალბათ, ჩამოთვილილი ფაქტორების საპირისპიროდ მოქცევას გულისხმობს...
- დიახ, ასეა. გარდა ამისა, უარი უნდა ვუთხრათ ჭარბ წონას, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მეტი დრო დავუთმოთ ფიზიკურ აქტიურობას და სხვა.


- ხერხემლის გამრუდებაზეც ვისაუბროთ...
- ხერხემალი სწორი არ არის. მას აქვს ფიზიოლოგიური, ბუნებრივი გამრუდებები. გვერდიდან რომ შევხედოთ, კისრისა და წელის მიდამოებში ის წინ არის გაზნექილი, - ამას ფიზიოლოგიური ლორდოზი ჰქვია, - გულმკერდის დონეზე კი ოდნავ უკან არის გამოდრეკილი, - ეს ფიზიოლოგიური კიფოზია. ეს არის ხერხემლის ბუნებრივი მდგომარეობა. გვხვდება შემთხვევები, როცა კისრის ან წელის ლორდოზი ზედმეტად არის გასწორებული. ამ დროს ადამიანს ტკივილი აწუხებს.  შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის გამრუდება სხვა, მაგალითად, გვერდით სიბრტყეშიც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბავშვთა ასაკში სიმძიმის არასწორად განაწილების შემთხვევა: ალბათ შეამჩნევდით, რომ ბავშვებს, უმეტესად გოგონებს, ყოველთვის ერთი და იმავე მხრით ჩანთის ტარებისას ეს მხარი დაწეული აქვთ, მეორე კი აწეული. სკოლიოზი არასწორმა ჯდომამაც შეიძლება გამოიწვიოს. მსუბუქი ხარისხის სკოლიოზი ბევრ ბავშვს აქვს, მაგრამ ზოგჯერ მისი მძიმე ფორმებიც გვხვდება, რომლებიც ქირურგიულ კორექციას საჭიროებს. სკოლიოზი, არსებითად, გენეტიკური, თანდაყოლილი ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა არასწორი ჯდომა, სიმძიმის არათანაბარი განაწილება და ზოგიერთი სხვა ფაქტორები ხელს უწყობს მის გამოვლენას. ზოგჯერ ხერხემალი იმდენად არის გამრუდებული, რომ ადამიანს სიარულიც კი უჭირს. გარდა ამისა, გამრუდებული ხერხემალი ზოგჯერ მის შიგნით არსებულ სტრუქტურებს - ნერვებსა და ზურგის ტვინს - აწვება. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა საჭირო. რენტგენით ზუსტად ადგენენ სკოლიოზის ხარისხს. მკურნალობა უმეტესად კონსერვატიულია. სკოლიოზს, წესისამებრ, ექიმი ორთოპედები მკურნალობენ, ნეიროქირურგებთან ასეთი პაციენტები იშვიათად ხვდებიან. მკურნალობა ზოგჯერ სპეციალური კორსეტის ტარებას გულისხმობს, ზოგჯერ ტარდება განსაზღვრული ტიპის ვარჯიშები. ბოლო ხანს საქართველოში ჩატარდა სკოლიოზის ქირურგიული კორექციაც. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხერხემლის სვეტზე მეტალის სპეციალურ ფიქსატორებს აყენებენ. ასეთ ოპერაციას განსაზღვრული ჩვენებები და შეზღუდვები აქვს. ის თხუთმეტიდან ოც წლამდე ასაკის პაციენტებს უტარდებათ.



თარიღი : 08-06-2015
tarieli
გამარჯობა ! მივედი ექიმთან და დასკვნა გამიკეტეს : წელის მალების მადეფორმირებული სპონდილოზი(2-3ხ) და ამ დასკვნის სჰემდეგ რომელ ექიმტან უნდა მივიდე ? სადაც მიტხრეს ეს დასკვნა ესე მიტხრეს ნერვოპათოლოგთან მიდიო .
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მუსიკის შექმნა და მოსმენა ინსულტგადატანილ, დემენციისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ურთიერთობაში ეხმარება. მუსიკა მათ შემოქმედებით პოტენციალს ხსნის. გარდა ამისა, ამ ადამიანების ოჯახებიც საზოგადოებისგან ნაკლებად გარიყულებად გრძნობენ თავს.
აშშ-ში შეიმუშავეს ინსულტის დიაგნოსტიკის მეთოდი თვალებით. ახალი მეთოდი გულისხმობს ბადურას შესწავლას (გადაღებას). ბადურა, როგორც მოგეხსენებათ, შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედებს.
გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა. მისი განვითარების მექანიზმი დღემდე უცნობია. ბიოლოგებმა ახალი აღმოჩენით ამ პათოლოგიის რამდენიმე მექანიზმს მოჰფინეს ნათელი.
გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რის გამოც ვითარდება ზემო და ქვემო კიდურების დამბლა და კუნთების ატროფია.
კანადელი და ამერიკელი ნეირომეცნიერების დასკვნით, სხვადასხვა ინტელექტუალური დონის ადამიანთა თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქი სისქით დაახლოებით ერთნაირია, თუმცა, მისი ცვლილების დინამიკა ასაკის შესაბამისად მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ადამიანების დაახლოებით 1,6 პროცენტს გააჩნია სარკისებური სინესთეზიის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილზე ზემოქმედებისას, ასეთივე შეხებას გრძნობენ საკუთრი სხეულის ანალოგიურ მიდამოზე.
ერთხელ, მარიტას გაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, შემიყვანა ექთანმა წამლის სუნით გაჟღენთილ თეთრ პალატაში, ჩამომსვა მაღალ საწოლზე და დამტოვა. ვიჯექი საწოლზე და ფეხებს ჰაერში ვაკონწიალებდი, როგორც ბავშვობისას, გამოზრდილ მუცელზე ცისფერი ხალათი მქონდა შემოხვეული. შეშინებულ ორსულ ზღარბს ვგავდი, ექიმების დანახვაზე ეკლები რომ გამომდიოდა.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.