რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება და მასთან დაკავშირებული დაავადებები

თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროებაზე, ამით განპირობებულ პათოლოგიურ მდგომარეობებსა და დაავადებებზე გვესაუბრება თსსუ-ის ნეირომედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მედიკოსოციალური აკადემიისა და საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი ნინული ნინუა.


- უმთავრესად რა განაპირობებს თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროებას და რა პათოლოგიური პროცესები მოჰყვება ამას?

- ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
  • ჰიპერტონიული დაავადება;
  • სხვადასხვა სახის (მეორეული ხასიათის) ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის შეუღლება;
  • ვაზომოტორული დისტონია, სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიური ლაბილურობა, რომელიც გვაძლევს გაუკუღმართებულ სისხლძარღვოვან რეაქციებს (სპაზმი-დილატაცია). სპაზმი ვითარდება სისხლძარღვის კედლის ტონუსის მზარდი მომატებით, რაც ხშირად იწვევს არა მარტო სისხლძარღვის შევიწროებას, არამედ მისი სანათურის სრულ დახშობასაც;
  • არტერიული ჰიპოტენზია,  რომელიც იწვევს სისხლის მიწოდებისა და მისი მოხმარების დეფიციტს, ამიტომაც სისხლძარღვის კედლის დაზიანებას მოჰყვება თრომბოზების განვითარება თრომბოზული ან თრომბოემბოლიური იშემიის ჩამოყალიბებით.

ემბოლიური იშემიის ფონზე ვითარდება სისხლძარღვის სრული ან არასრული შევიწროება. აღნიშნულ პროცესს საფუძვლად უდევს სისხლის რეოლოგიური და მორფოფუნქციური თვისებების შეცვლა, სისხლძარღვის კედლისა და ტვინის ქსოვილის დაზიანება. არათრომბოზული იშემია კი შეიძლება განვითარდეს ექსტრაკრანიული მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებისას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექსტრაკრანიული სისხლძარღვების შევიწროებას. ზურგის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა იშემიური ტიპით ხშირად ვითარდება არა სპინალური სისხლძარღვების, არამედ ფესვობრივი არტერიების დაზიანების გამო იმ ადგილას, სადაც ისინი აორტიდან გამოდიან, ესე იგი თავზურგტვინის არხის მიღმა მდებარეობენ.


- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის ხელშემწყობი ფაქტორებიდან რომელს გამოყოფდით?
- სისხლძარღვთა შევიწროების ხელშემწყობი ფაქტორებიდან, რომლებიც საბოლოო ჯამში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას განაპირობებს, უნდა გამოიყოს:

  • კვების თავისებურება;
  • ეკოლოგიური მდგომარეობა;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

ჩამოთვლილ ფაქტორთა გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების პრევენციისთვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე შემდეგი ფაქტორები: მემკვიდრეობა, ასაკობრივი მაჩვენებელი, - უკანასკნელ ხანს ხომ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა თითქმის გათანაბრებულია ახალგაზრდა ასაკთან; თუმცა უნდა ითქვას, რომ თავის ტვინის იშემიური დაზიანების მაჩვენებელი დიდია ხანდაზმულ ასაკშიც. რაც შეეხება სქესის მიხედვით ანალიზს, იშემიური დაავადება მცირე უპირატესობით გვხვდება ქალებში, თუმცა 60 წლიდან ეს სხვაობა აღარ არის თვალში საცემი, ვინაიდან ათეროსკლეროზული პროცესი ორივე სქესის სისხლძარღვებს ერთნაირად აზიანებს. ფიზიკური აქტივობის როლს თუ შევეხებით, უნდა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების პასიურ წესს მისდევენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი იშემიისკენ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას. მოძრაობა და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტივობა განაპირობებს სისხლძარღვთა თავისებურ ტრენირებას, აუმჯობესებს მათი კედლის ფუნქციურ მდგომარეობას (სპაზმი და დილატაცია და მათი ნორმალური მონაცვლეობა).


- ნერვულ ფაქტორთა და სტრესულ სიტუაციათა გავლენაზე რას იტყოდით?
- რა თქმა უნდა, ფსიქოემოციური ფაქტორების გავლენა სიმპტომური ჰიპერტენზიისა და ჰიპერტონიულ-ცერებრული კრიზების განვითარებაში უდავოა. ალიმენტურ ფაქტორსაც დიდი როლი ეკისრება ცერებრულ-ვასკულური უკმარისობის განვითარებაში, რომელიც ტვინის ინფარქტის განვითარებამდე ვლინდება ტრანზიტორული იშემიური შეტევებითა და ჰიპერტონიული ცერებრული კრიზებით. იშემიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს მოწევას - ნიკოტინის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს კორონარული

You must have Flash Player installed in order to see this player.
და ცერებრული სისხლძარღვების ვაზოკონსტრიქციას (შევიწროებას), ამის გამო თავის ტვინში სისხლის მიწოდება ირღვევა და ჟანგბადის დეფიციტი იქმნება. ყოველივე ეს განაპირობებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობას. მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონისა და სისხლის რეოლოგიური თვისებების ცვლილებათა როლი იშემიის განვითარებაში (თრომბოზული იშემია, არათრომბოზული და ემბოლიური დაზიანება).



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მასაჩუსეტის ცენტრალური ჰოსპიტლის ნევროლოგებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს: იმის მიხედვით, როგორ საუბრობს ადამიანი, შესაძლებელია ალცჰაიმერის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა. მეცნიერებმა გააანალიზეს ცნობილი მწერლების უკანასკნელი ნამუშევრები და ხანდაზმული ასაკის პოლიტიკოსების გამოსვლები.
ამერიკელი ნეირომეცნიერები აცხადებენ, რომ ტკივილი თავის ტვინის რამდენადმდე შემცირებას განაპირობებს. ძირითად დარტყმას განიცდის თალამუსი, რომელიც გადაწყვეტილებათა მიღებასა და ადამიანის სოციალურ ქცევაზეა პასუხისმგებელი.
სტრესული გამოცდილება, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განქორწინება, სამსახურიდან დათხოვნა იწვევს ტვინის ბიოლოგიური ასაკის 4 წლით მატებას.
თუ ტვინის ტონუსის შენარჩუნება გვინდა, ყოველდღე კროსვორდი უნდა შევავსოთ. კროსვორდები ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, ავითარებს მსჯელობის უნარს, მეხსიერებას და ტვინის დაბერებას 10 წლით აჩერებს.
ნეიროფიზიოლოგთა განცხადებით, ტკივილი თავის ტვინს მოცულობაში ამცირებს. ძირითად დარტყმას განიცდის თალამუსი - ტვინის სტრუქტურა, რომელიც გადაწყვეტილებათა მიღებასა და ადამიანის სოციალურ ქცევაზეა პასუხისმგებელი.
შვეიცარიაში თურმე ყოველი 100 ათასი ადამიანიდან ცამეტს სამწვერა ნერვის ნევრალგია აწუხებს. აღნიშნული ნერვი პასუხისმგებელია სახის, თავის კანისა და პირის ღრუს მგრძნობელობაზე. დაავადება ხასიათდება მწვავე, აუტანელი ტკივილით სახისა და კბილების არეში.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.