ძილის სტადიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის სტადიები

მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებლად მიიჩნევა მისი რიტმული მიმდინარეობა. მსგავსად ღვიძილისა, არც ძილია ერთფეროვანი ფენომენი, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის დონე ძილის პროცესშიც ცვალებადობს. ძილის დროს ცნს-ის არაერთგვაროვან ფუნქციურ მდგომარეობაზე ძილის განსხვავებული სტადიების არსებობა მიუთითებს. ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) მონაცემების საფუძველზე ძილის 5 სტადიას განასხავავებენ. როდესაც ადამიანი იწყებს თვლემას და ძილის პირველი სტადია ვითარდება, ეეგ-ზე "თეტა რიტმი" აღირიცხება. ის ღვიძილსა და ძილს შორის გარდამავალი სტადიაა. ამ დროს შეინიშნება თვალების ნელი მოძრაობები. პირველი სტადიის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ ძილის მეორე სტადია იწყება. ამ სტადიაში ადამიანს უკვე ნამდვილად სძინავს, მაგრამ თუ გავაღვიძეთ, შესაძლოა უარყოს, რომ ეძინა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ იწყება ძილის მესამე სტადია. მესამე და მეოთხე სტადიებს შორის მკვეთრი განსხვავება არ არსებობს. ძილის დაწყებიდან დაახლოებით 90 წუთისა და მეოთხე სტადიის დაწყებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ ეეგ-პარამეტრებში მკვეთრი ცვლილებები აღინიშნება. ამ დროს ელექტროოკულოგრამა თვალების სწრაფ მოძრაობებს აღრიცხავს. სრულიად ითრგუნება კუნთების ტონუსი, შეინიშნება კიდურების სწრაფი მოძრაობები (მამაკაცებში - პენისის ნაწილობრივი ერექცია, ქალებში - ვაგინის (საშოს) ჰიპერსეკრეცია). ძილის ეს სპეციფიკური სტადია ძირეულად განსხვავდება ზემოხსენებული მშვიდი სტადიებისგან. ამ სტადიას REM ძილის (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) სახელწოდებით მოიხსენიებენ. რადგან ამ სტადიაში ეეგ-აქტივობა ღვიძილის დროს არსებული ეეგ-აქტივობის მსგავსია, მას „პარადოქსულ ძილსაც" უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ძილის ეს სტადია პირველმა ი. ბერიტაშვილის მოწაფემ ლევან ცქიფურიძემ აღწერა 1949 წელს და მას „მშფოთვარე ძილი“ უწოდა. იმდროინდელი „საბჭოთა მეცნიერების“ იზოლაციის გამო ეს ნაშრომი უცხოელ მეცნიერებს შეუმჩნეველი დარჩათ და თანამედროვე ლიტერატურაშიც კი ამ აღმოჩენის ავტორებად ნ. აზერინსკისა და ნ. კლეიტმანს (1955 წ.) მიიჩნევენ. ძილის REM სტადიის აღმოჩენის შემდეგ თანამედროვე ფსიქოფიზიოლოგიურ ლიტერატურაში ძილის I-IV სტადიებს non-REM ძილის (არა REM ძილი) სახელით აღნიშნავენ, III-IV სტადიებს კი მოიხსენიებენ როგორც ღრმა ძილს. ვინაიდან ძილის პირველი და მეორე სტადიები ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევა, მეცნიერთა ყურადღება უმთავრესად ღრმა ძილისა და REM ძილის როლისკენ, მათი ნერვული მექანიზმების შესწავლისკენ არის მიპყრობილი. ღამის ძილის პროცესში REM და ნონ-REM ძილის ფაზები მონაცვლეობით ვითარდება. non-REM ძილის ფაზა 60-70 წუთს გრძელდება. თითოეულ ციკლში REM ფაზა 20-30 წუთს იკავებს. ამრიგად, 8-საათიანი ძილი 4 ან 5 REM ძილის ფაზისაგან შედგება. 8-საათიანი ძილის ციკლის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ღრმა non-REM ძილის სტადიები (III და IV სტადიები) ღამის პირველ ნახევარს ემთხვევა. მოგვიანებით non-REM ძილი სულ უფრო და უფრო მეტად შედგება II სტადიისგან, რომელსაც ყოველ 90 წუთში ერთხელ მოსდევს REM ძილის სტადია. ძილის ციკლი ასაკთან ერთად იცვლება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ძილის ხანგრძლივობის შემცირება ძირითადად REM ძილის ფაზის ხანგრძლივობის შემცირების ხარჯზე ხდება. „ჰერიატრიულ ძილს“ ძილის პირველი და მეორე სტადიების გახანგრძლივება ახასიათებს. ამრიგად, ძილის ფაზების მონაცვლეობა ნუ შეგაშინებთ. ეს ფიზიოლოგიურია. მთავარია, რომ ინსომნია ანუ ტოტალური უძილობა არ გაწუხებთ. რაც შეეხება ინტრასომნიურ დარღვევებს (ეს ის დარღვევებია, რომელთა დროსაც ადამიანი ძილის პროცესის არასრულფასოვან მიმდინარეობას უჩივის, ღრმად ვერ იძინებს, ხშირ-ხშირად ეღვიძება და ყოველი გამოღვიძების შემდეგ ძალიან უჭირს ჩაძინება), მათი აღმოფხვრა შესაძლებელია. ამისათვის გირჩევთ:

  • ძილის წინ 20-30 წუთით გაისეირნოთ;
  • ერიდოთ სავსე კუჭით დაძინებას;
  • დილაობით 15-20 წუთი ივარჯიშოთ (თუ გრილი შხაპის მიღებასაც მიეჩვევით, უკეთესია);
  • დღე საყვარელი მუსიკის მოსმენით დაიწყოთ;
  • ძილის წინ ნუ უყურებთ ტელევიზორს, ჯობს ისევ საყვარელ მუსიკას მოუსმინოთ;
  • ჩაიტარეთ რეფლექსოთერაპიის 10-12-დღიანი კურსი.