რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კონტუზია და კომოცია
კონტუზია და კომოცია

კონტუზია, მისი მიზეზები და თავისებურებანი კონტუზია ნაჟეჟს ნიშნავს. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სხეულის მთელი ზედაპირის ან მისი უდიდესი ნაწილის დაჟეჟვის შედეგად ვითარდება. კონტუზია, ფაქტობრივად, ორგანიზმის საერთო დაშავებაა, შერყევა გარეგანი საფარველის დაუზიანებლად, რბილი ქსოვილების ადგილობრივი დახურული დაზიანება. ორგანიზმის საერთო დაშავება-დაზიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოხდეს: ძლიერი მექანიკური ზემოქმედებით (ჰაერის, წყლის ან ბგერითი ტალღის ძლიერი დარტყმით, მაგალითად, ყუმბარის გასკდომის შედეგად), მიწაზე დაცემით ან წყალში ვარდნით.

კონტუზია შესაძლოა წვრილი ქვების ან ქვიშის სხეულზე დაყრის შედეგადაც განვითარდეს ჩამონგრევის ან ჩამოზვავების დროს, წყალქვეშა აფეთქებისას ადამიანის ორგანიზმზე წყლის ტალღის ძლიერმა დარტყმამ გამოიწვიოს და ა. შ. კონტუზიას ახასიათებს გენერალიზებული დარღვევები, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების (გონების) დაკარგვა, რომლის ხანგრძლივობაც კონტუზიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. კონტუზიას ყოველთვის არ ახლავს თან ორგანოებისა და ქსოვილების მექანიკური დაზიანება. მისი ძირითადი სიმპტომი, როგორც უკვე ითქვა, ცნობიერების დაკარგვაა, შესაძლოა კომის განვითარებაც. მსუბუქ შემთხვევებში გონების დაკარგვა რამდენიმე წუთს გრძელდება, საშუალო სიმძიმის კონტუზიის დროს - 1-4 საათს, ხოლო მძიმე შემთხვევებში - დღე-ღამეს, ხშირად - რამდენიმე დღეს და რამდენიმე თვესაც კი. ამასთან, მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა, შარდისა და განავლის უნებლიე გამოყოფა. კონტუზიის დროს დაჟეჟვის ადგილობრივი ნიშნები საერთოდ არ შეინიშნება ან უმნიშვნელოდაა გამოხატული, თუმცა შესაძლოა თან ახლდეს სხეულის სხვა მძიმე ადგილობრივი დაზიანებანი - კიდურების, ნეკნების მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების გახეთქვა, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვა. კონტუზიის შედეგი სხვადასხვაგვარია - სმენის, მხედველობის, მეტყველების დროებითი დაკარგვა შემდგომ მათი ნაწილობრივი ან სრული აღდგენით, ფსიქიკური ფუნქციების მძიმე დარღვევები. მძიმე კონტუზიის შედეგებიდან აღსანიშნავია სწრაფი დაღლა, რომელიც დიდხანს გასტანს, ცუდი თვითშეგრძნება, მომატებული გაღიზიანებადობა, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები. კონტუზიის შემთხვევაში ცნობიერების დაბრუნების შემდეგ ყოველთვის აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, ხშირად - გულისრევა, ღებინება (კვებისგან დამოუკიდებლად), თავბრუხვევა, განსაკუთრებით - თავის მიბრუნება-მობრუნებისას, ამნეზია (მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა), სმენისა და მეტყველების დარღვევა. სმენის განსკუთრებით მძიმე დარღვევები, სრულ დაკარგვამდე, ჩვეულებრივ, შეინიშნება ბაროტრავმის დროს. ამ დროს, როგორც წესი, სმენის დაკარგვა სმენის აპარატის ორგანულ დაზიანებასთან არის დაკავშირებული, სხვა შემთხვევებში კი სმენისა და მეტყველების დარღვევა (ენაბორძიკობა, სიმუნჯე) ფსიქოგენურ ხასიათს ატარებს და არამყარია. სიყრუე და მუტიზმი (მეტყველების სრული შეკავება) სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, 5-6 დღეში გაივლის.
 

თავის ტვინის კონტუზია
განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს თავის ტვინის კონტუზია. მას ახასიათებს როგორც ზოგადი (გონების დაკარგვა, სუნთქვის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა), ასევე ტვინის ქსოვილის დაზიანებული კერების ლოკალიზაციასთან დაკავშირებული დარღვევები. თუ კონტუზიური კერა თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს ცენტრალური ხვეულის წინა და უკანა არეში მდებარეობს, აღინიშნება მგრძნობელობის მოშლა, პარეზები. მარცხენა შუბლის ან საფეთქლის წილის დაჟეჟილობის დროს ხშირად ვითარდება მეტყველების დარღვევა. თავის ტვინის კონტუზიას შესაძლოა თან ახლდეს სისხლჩაქცევა ან ტვინის ქსოვილის მიჭყლეტა ტვინის სისხლძარღვებიდან გადმოღვრილი სისხლით. თავის ტვინის კონტუზიის გამო მოგვიანებით ზოგჯერ ეპილეფსიური გულყრები ვითარდება. თავის ტვინის კონტუზიის დროს გამოხატული სიმპტომები თავის ტვინის

You must have Flash Player installed in order to see this player.
შერყევის ანალოგიურია. ხშირია სისხლდენა ცხვირიდან და ყურიდან, ვითარდება სიყრუე და მუტიზმი. ყველა ეს ცვლილება შექცევადია, თუმცა ამ შექცევადობის დრო და ვადები განსხვავებულია ანუ სხვადასხვა პაციენტში, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებისა და კონტუზიის სიმძიმის მიხედვით, დარღვევათა აღდგენა სხვადასხვა ვადაში ხდება. ჰაერის ტალღით გამოწვეული კონტუზიის დროს, ისევე როგორც ტვინის შერყევისას, ხშირად იჩენს თავს მწვავე და მძიმე ფსიქიკური დარღვევები, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, თავშეუკავებლობა. ზოგჯერ დიდხანს რჩება ვეგეტატიური დარღვევები - მომატებული ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, ძილიანობა, ხელის მტევნების სილურჯე, პერიოდულად თავის ტვინისაკენ სისხლის აუტანელი მოწოლა და სხვა.


თვალების კონტუზია
თვალის კაკლების კონტუზია ორგვარია - პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი კონტუზიის მიზეზი თვალის კაკალზე მსხვილი საგნის, მაგალითად მუშტის, ბურთის დარტყმაა, ან კიდევ შეშის ჩეხვის დროს დიდი ნაფოტის მოხვედრა. არაპირდაპირი კონტუზია მიიღება მაგალითად, ვარდნისას, მთელი სხეულის შერყევისას. დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე, ასევე მატრავმირებელი სხეულის მასასა და მოძრაობის სიჩქარეზე დამოკიდებულებით ვითარდება სხვადასხვა სახის ცვლილებები, ქუთუთოების სიღრმეში უმნიშვნელო სისხლჩაქცევით დაწყებული, თვალის მძიმე დაზიანებებით, მათ შორის თვალის კაკლის გახეთქვით დამთავრებული. პირდაპირი ძლიერი დარტყმა თვალის არეში იწვევს ყველა სტრუქტურის უკან ცდომას მოკლე ხნით, მაგრამ ვინაიდან თვალის კაკალი დახშული, სითხით ამოვსებული სტრუქტურაა, აღნიშნული ცდომის შედეგად თვალის კაკლის ფიბროზული კაფსულა მკვეთრად იწელება.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი ჰაუსი ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო გმირია. მისი გამონათქვამებიც ფართოდ აიტაცა მაყურებელმა. თუმცა არანაკლებ საინტერესო გამონათქვამებით გამოირჩევა გრეგორი ჰაუსის როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრისთვის ნაცნობია, როდესაც, ძალიან დაღლილი წვები საწოლში და დაძინება პრობლემა ხდება. ექსპერტების მოსაზრებით, ეს ფენომენი აღგზნებითაა გამოწვეული და სავსებით ექვემდებარება ახსნას. საქმე მანკიერ წრეშია. რაც მეტ ღამეს ვატარებთ უძილობაში, მით მეტია იმის ალბათობა,
რძე და ლუდი მნიშვნელოვან ვიტამინს შეიცავს, რომელსაც ქიმიოთერაპიისგან გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება შეუძლია. ტკივილი ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის - ნერვის დაზიანების შედეგად აღმოცენდება. ამის გამო კიბოთი დაავადებულ პაციენტებს შეიძლება მგრძნობელობის გაზრდა და ტკივილი აღენიშნებოდეთ.
ბრიტანელმა სპეციალისტებმა გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მოწოდებულმა ქიმიოთერაპიამ შემდგომში ძვლის ტვინის გადანერგვით, უკვე რამდენიმე პაციენტს მოუტანა შვება. როგორც ცნობილია, მკურნალობის ამ ახალი მეთოდის შემდეგ დაავადებულთა ნაწილი, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, კვლავ ფეხზე წამოდგა. რაც მთავარია, მათ დაავადების პროგრესირება შეუჩერდათ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სქვამალინი (ანტიმიკრობული ნაერთი ზვიგენის ღვიძლიდან) ხელს უშლის ტვინში პარკინსონის დაავადების განვითარებასთან დაკავშირებულ ლევის სხეულების (Lewy body) წარმოქმნას, ხოლო უკვე ფორმირებულ სხეულებს აუვნებელყოფს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სიცოცხლის მანძილზე, ტვინის იმუნური უჯრედები მხოლოდ 6-ჯერ განიცდის განახლებას. სპეციალისტების აზრით, ეს აღმოჩენა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე გამარჯვების საწინდარი შეიძლება გახდეს.
როგორც აღმოჩნდა, შემოქმედებით ადამიანებს ძილის ხარისხი ხშირად უქვეითდებათ, თუმცა ზოგიერთ მათგანს ბევრი სძინავს. სპეციალისტებმა შეისწავლეს როგორ მოქმედებს ძილის ხანგრძლივობაზე, ხარისხსა და რეჟიმზე ვიზუალური და ვერბალური შემოქმედება.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას