ზამთრის დეპრესია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთრის დეპრესია

ეს, რასაკვირველია, გავლენას ახდენს ფსიქიკაზე, ვითრგუნებით, შრომა აღარ გვეხალისება, დეპრესია ადვილად გვიპყრობს. ზამთრის დეპრესია მიეკუთვნება სეზონურ ემოციურ აშლილობათა რიცხვს, რომლებიც გამოიხატება გუნება-განწყობილების ცვლილებით განსაზღვრული სეზონის დადგომისას. ზამთრის დეპრესიას უმთავრესად ცივი ქვეყნების მცხოვრებლები უჩივიან. კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ ემოციურ მდგომარეობას ქალები მამაკაცებზე 2-ჯერ ხშირად განიცდიან. ვარაუდობენ, რომ ეს ზოგიერთი საკვები ნივთიერებისა და დღის სინათლის ნაკლებობის ბრალია. მზის სხივების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს ჰიპოთალამუსის მუშაობაზე (ეს ტვინის ის ნაწილია, რომელიც პასუხს აგებს განწყობაზე, ძილზე, მადაზე, სექსზე და ა.შ.), არღვევს მელატონინის (ძილის ჰორმონის) ბალანსს და აფრხებს სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) გამოყოფას. ზამთრის დეპრესიისთვის დამახასიათებელია:

  • ძილიანობა ან უძილობა;
  • ენერგიის დეფიციტი, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება, სექსუალური ენერგიის დაქვეითება;
  • სოციალური იზოლაციის მოთხოვნილება;
  • უმადობა ან მადის მომატება და წონის ცვლილება;
  • პესიმიზმი და უიმედობა;
  • შფოთვა.

მის სამკურნალოდ უმთავრესად იყენებენ სინათლით თერაპიას, ანტიდეპრესანტულ მედიკამენტებს და ფსიქოთერაპიას. ეფექტურია ასევე ეთერზეთების აბაზანები, სოლარიუმი. ხელოვნური მზის სხივები D ვიტამინის დეფიციტს აგინაზღაურებთ, ოღონდ წინასწარ გაარკვიეთ, უკუნაჩვენები ხომ არ არის სოლარიუმი თქვენი ორგანიზმისთვის. სინათლის თერაპიის დროს პაციენტებზე ზემოქმედებენ თეთრი სინათლით, რაც ორგანიზმში სეროტონინის დონის ცვლილებას იწვევს. მკვლევართა აზრით, სინათლით თერაპია მედიკამენტურზე არანაკლებ ეფექტურია. ზამთრის დეპრესია ვერ მოგერევათ, თუ გადადგამთ ათ ნაბიჯს ჯანსაღი ცხოვრებისთვის:

1. რეგულარულად ივარჯიშეთ.

2. მიიღეთ ნოყიერი, ბალანსირებული საკვები (მდიდარი ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით, ღარიბი ცხიმითა და ქოლესტერინით).

3. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ოპტიმალური წონა.

4. იძინეთ ღამეში 7-8 საათი და დაისვენეთ ყოველდღე.

5. ერიდეთ სიგარეტს. არ გაეკაროთ ნარკოტიკებს.

6. ავტომობილით მგზავრობისას ისარგებლეთ უსაფრთხოების ღვედებით, ველოსიპედითა და  მოტოციკლით მგზავრობისას - ჩაფხუტით.

7. ერიდეთ ალკოჰოლს, ანდა მიიღეთ ზომიერად.

8. იქონიეთ მხოლოდ დაცული სქესობრივი კონტაქტები.

9. რეგულარულად  გაიარეთ სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები, დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდებული რეჟიმი.

10. გამოიმუშავეთ ოპტიმიზმი და შეიძინეთ მეგობრები.

თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ ან შეასუსტოთ ზამთრის დეპრესია:

1. ხშირად ისეირნეთ. ჯერ ერთი, გამოგიკეთდებათ განწყობილება. მეორე - დღის სინათლე ხელს უწყობს D ვიტამინის გამოყოფას, რომლის ნაკლებობაც დეპრესიას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

2. შექმენით დღის შუქის იმიტაცია. ახლა ყველგან იყიდება სრული სპექტრის ნათურები, რომლებიც ინტენსიურ, მზის სინათლის მსგავს შუქს გამოასხივებს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რეკომენდებულია ასეთი განათების ფონზე 30-90 წუთის გატარება (მაგალითად, კითხვა ან მუშაობა).

3. რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ. მოძრაობა ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას. განსაკუთრებით სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ვარჯიში - ამით ზამთრის დეპრესიას ორმაგ დარტყმას მიაყენებთ.

4. ეცადეთ, გქონდეთ დაბალანსებული და ჯანსაღი რაციონი. ის შეგინარჩუნებთ ენერგიას, გამოგიკეთებთ გუნება-განწყობილებას და არ მოგცემთ ზედმეტი წონის დაგროვების საშუალებას. კუჭის სრულფასოვან მუშაობას ხელს უწყობს უმი ხილი და ბოსტნეული, ახალგამოწურული წვენები, უგაზო მინერალური წყალი, ზღვის პროდუქტები. D ვიტამინის საუკეთესო წყაროა ცხიმიანი თევზი (ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია), კვერცხის გული. სეროტონინის გამომუშავებას ზრდის რძე, ლობიო, თევზი, კვერცხი და B ვიტამინით მდიდარი საკვები, გარგარის ჩირი, ქიშმიში.

5. იზრუნეთ განწყობაზე - ისეირნეთ, მოაწყვეთ პიკნიკი მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად, გაიჩინეთ ახალი ნაცნობები.

ძილის წინ მიიღეთ აბაზანა სურნელოვანი ზეთებით და ასე მოიცილეთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესი. მოკლედ, ზამთრის დეპრესიისგან თავის დასაღწევად უამრავი ხერხი არსებობს. მთავარია, არ დავნებდეთ და არ მივცეთ ზამთარს ჩვენი გუნება-განწყობილების გაფუჭების უფლება.