ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზები და ნიშნები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზები და ნიშნები

რით შეიძლება იყოს გამოწვეული ქალაშიდა წნევის მატება, როგორ ხდება დიაგნოსტიკა, რამდენად კეთილსაიმედოა პროგნოზი და რა სახის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, ამის შესახებ გვესაუბრება “ამტელ ჰოსპიტალი I კლინიკურის” ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი თამთა კოპაძე.

- ქალბატონო თამთა, რას გულისხმობს ტერმინი “ქალაშიდა წნევა”?

- ქალაშიდა წნევა - ეს არის ქალას ღრუში (თავის ტვინი, თავზურგტვინის სითხე, ტვინის პარკუჭები, მაგარი გარსის სინუსები, ეპიდურალური და სუბარაქნოიდული სივრცეები) არსებული წნევა. ორგანიზმს აქვს მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც არეგულირებს და ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს ქალაშიდა წნევას. საზოგადოდ, ქალაშიდა წნევა დაკავშირებულია არტერიულ და ვენურ, ინტრათორაკალურ და ინტრააბდომინალურ წნევასთან. იგი იცვლება დგომის, წოლის, სიმაღლეზე ასვლის, ყვინთვის დროს.

- როდის არის საყურადღებო ქალასშიდა წნევის ცვლილება?

- ქალაშიდა წნევის ცვლილება საშიშია, თუ ნორმიდან გადახრა დიდი და ხანგრძლივია.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ქალაშიდა წნევის მატება?

- ქალაშიდა წნევის მატება ყველაზე ხშირია:

  • ქალა-ტვინის ტრავმის;
  • ქალაშიდა ჰემატომის;
  • სიმსივნის;
  • თავ-ზურგტვინის სითხის გამოყოფისა და რეზორბციის დარღვევის;
  • მენინგოენცეფალიტის;
  • ვენოზური სინუსების თრომბოზის;
  • თირკმლის უკმარისობის;
  • ჰიპერთირეოიდიზმის;
  • წითელი მგლურას და სხვა სომატური პათოლოგიების დროს.

გარდა ამისა, მის მომატებას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის - ვიტამინები (ჭარბი მიღების შემთხვევაში), ანტიბიოტიკები, ანაბოლური სტეროიდები, ესტროგენები, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების მოხსნა. ქალაშიდა წნევის მატების სინდრომი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე ანუ ქალაშიდა წნევის მატების იდიოპათიური სინდრომი უვლინდებათ უპირატესად ჭარბწონიან ქალებს 20-დან 50 წლამდე ასაკში.

- რა სიმპტომები ავლენს ქალაშიდა წნევის მატებას?

- ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია თავის ტკივილი, რომელიც იმატებს ღამით, უფრო - დილისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავის ტკივილსა და ქალაშიდა წნევის მომატებას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს - ქალაშიდა წნევის მატება იწვევს თავის ტკივილს, თუმცა თავის ტკივილი ყოველთვის არ არის ქალაშიდა წნევის მომატების ნიშანი. ქალაშიდა წნევის მომატების კიდევ ერთი სიმპტომი პირღებინების შეგრძნებაა, უპირატესად - ღებინების გარეშე. გამორიცხული არ არის მხედველობის დვრილის შეშუპება. ქალაშიდა წნევის მატებას ახასიათებს ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოვლენები: ოფლიანობა, სისუსტე, ქვედა ქუთუთოების ჩამუქება და სხვა. შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლადაც.

- სადიაგნოზოდ რომელი გამოკვლევებია ამ დროს მნიშვნელოვანი?

- პრობლემის გამოვლენა ხდება როგორც კლინიკური, ასევე სადიაგნოსტიკო გამოკვლევებით:

  • ულტრასონოგრაფიით, უპირატესად - ბავშვებში;
  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით;
  • მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით;
  • თვალის ფსკერის გამოკვლევით.

წესისამებრ, დიაგნოზი დაისმის ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ნიშნის ერთობლიობის საფუძველზე.

- როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას და როგორია პროგნოზი?

- მკურნალობაც და პროგნოზიც ეტიოლოგიურ ფაქტორზეა დამოკიდებული.

საჭიროებისამებრ ინიშნება:

  • ოქსიგენოთერაპია;
  • მედიკამენტური მკურნალობა;
  • ორთოპედიული და ქირურგიული მანიპულაციები.

ქალაშიდა წნევის იდიოპათიური მომატებისას პერიოდულად ინიშნება შარდმდენები, სამკურნალო ფიზკულტურა,  შედეგიანია მკურნალობა წონის კორექციასთან ერთად.