გულმავიწყობა შესაძლოა ინსულტის წინაპირობა იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულმავიწყობა შესაძლოა ინსულტის წინაპირობა იყოს

ამ ადამიანთა უმრავლესობა მეხსიერების გაუარესებასაც უჩივის, მაგალითად, ვერაფრით იხსენებს, სად დადო გასაღები ან სხვა წვრილმანი ნივთები, ავიწყდება მნიშვნელოვანი თარიღები და სხვა. ზოგი ამ სიმპტომებს გადაღლას უკავშირებს, ზოგიც ხუმრობს, სკლეროზი დამეწყოო. აღნიშნული ჩივილების მიზეზია თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების ან ათეროსკლეროზის სახელწოდებით არის ცნობილი.

ათეროსკლეროზი არტერიების კედლებზე ქოლესტერინული (ათერომული) ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება. ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება. ათერომული ფოლაქები უმეტესად თავის ტვინისა და კისრის ნაწილის სისხლძარღვებში წარმოიშობა.

დაავადება მიმდინარეობს ან მწვავედ, ან ქრონიკულად. მწვავე ფორმა შესაძლოა ტვინის ინფარქტით ან კიდევ უფრო მძიმედ - ჰემორაგიული ინსულტით (ტვინში სისხლჩაქცევით) გამოვლინდეს. ასეთი კრიზები ხშირად ლეტალურად (სიკვდილით) სრულდება. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას სისხლძარღვთა შევიწროების სიმპტომები ნელ-ნელა იჩენს თავს. თავდაპირველად პაციენტი უჩივის სწრაფად დაღლას საშუალო მოცულობის სამუშაოს შესრულების დროსაც კი. შემდეგ აღმოცენდება თავის ტკივილი. ადამიანს პერიოდულად აწუხებს თავბრუხვევა. ზოგჯერ რაღაცებიც ავიწყდება.

იხილეთ ვრცლად თინათინ გოცაძის სტატია "როცა ტვინის სისხლძარღვები ვიწროვდება"