"მშიშარა გული" - კარდიოფობია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"მშიშარა გული" - კარდიოფობია

ხშირად მას წინ უძღვის ან დაერთვის ღებინება, თავბრუხვევა, შფოთვა, თუმცა შესაძლოა, შეტევა ყოველგვარი წინამორბედი ნიშნის გარეშეც დაიწყოს. ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ გაძლიერებულ გულისცემას, რომელსაც “მთელ სხეულში გრძნობენ”, უჩივიან ჰაერის უკმარისობას, ოფლიანობას, თავბრუხვევას და მოდუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს შესაძლოა არტერიული წნევა მომატებულიც კი ჰქონდეს, გარინდებულნი არიან და კითხვებზე არ პასუხობენ, თუმცა თითქმის არასოდეს კარგავენ გონებას, აკანკალებთ, აციებთ და ეს ყველაფერი - იმიტომ, რომ ფიქრობენ, სადაცაა, ჩემი გული სამუდამოდ შეწყვეტს ძგერასო. ზოგიერთს იმდენად ძლიერ იპყრობს შიში, რომ აღგზნებულები დარბიან და ირგვლივ მყოფებს შველას სთხოვენ; თუ შეტევა ავტომობილში დაეწყოთ, მანქანიდან გადმოდიან, რადგან “ჰაერზე სიკვდილი ჯობს”. შეტევა საშუალოდ 15 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება, მისი შეწყვეტის საუკეთესო საშუალება ექიმის მოსვლაა ან ცნობა იმის თაობაზე, რომ ვიღაც მის დასახმარებლად უკვე მოდის, ამიტომ კარდიოფობიით დაავადებულებს ასეთი შეტევები კლინიკაში ან სამკურნალო დაწესებულებაში თითქმის არასოდეს ემართებათ.

შეტევის შემდეგ

პირველი შეტევის შემდეგ ადამიანი კარგავს სულიერ წონასწორობას, გამუდმებით მორიგი შეტევის შიშშია. იწყებს თავის დაზოგვას - ისე ფრთხილობს, აღარც კი დადის, თავს არიდებს ყოველგვარ დატვირთვას, გაურბის მღელვარებას და კონფლიქტურ სიტუაციებს, მოსალოდნელი შეტევის შიში უფრო ტანჯავს, ვიდრე თავად შეტევა.

რა იწვევს

მწვავე კონფლიქტი და გადაძაბვა, განშორება და განხიბვლა, მარტოობა და მიტოვებულობის განცდა. ხშირად პირველი შეტევა მათ ემართებათ, ვინც ეს-ესაა უეცრად დაკარგა ახლობელი და დარწმუნდა, რომ სავსებით შესაძლებელია, ასეთი რამ ახალგაზრდასაც დაემართოს. გარდა ამისა, ხშირად კარდიოფობიის მიზეზი ბავშვობაში იმალება. ჩვეულებრივ, ასეთი რამ ემართებათ პატარაობაში მშობლებისგან ალერსითა და ზრუნვით ზედმეტად განებივრებულ ბავშვებს დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ.

მკურნალობა

თუ ექიმთან საუბარს შედეგი არ მოაქვს, პაციენტებს ენიშნებათ ტრანკვილიზატორები ან ბეტა-ბლოკატორები, ბევრი შიშისგან “განკურნებას” ალკოჰოლის საშუალებით ცდილობს, რაც დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ ფარმაკოთერაპია ასეთ დროს მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, გადამწყვეტი სიტყვა ფსიქოთერაპიას ეკუთვნის. ის რამდენიმე ეტაპად ტარდება. თავდაპირველად საჭიროა ყველა იმ მიზეზის გარკვევა, რამაც პაციენტი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მომდევნო ეტაპი აღმგზნები კონფრონტაციაა, რომელიც მიზნად ისახავს პაციენტში საკუთარი თავის რწმენის გაღვივებას და განმტკიცებას. მესამე საფეხურზე ხდება პაციენტის შეჩვევა, ერთგვარი უმტკივნეულო ადაპტაცია ყოველივე იმისადმი, რამაც მასში ამ ავადმყოფური ემოციების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.  ფსიქოთერაპია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და როგორც პაციენტის, ისე მკურნალი ექიმის დიდ ნებისყოფასა და ურთიერთნდობას მოითხოვს.