ასაკოვანთა თავბრუხვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასაკოვანთა თავბრუხვევა

პროპრიორეცეპტორები ღრმად მდებარე ქსოვილებში არსებული მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებია, რომლებიც გაღიზიანებას იღებს კუნთებიდან, მყესებიდან, სახსრებიდან. თავბრუხვევა შესაძლოა გამოვლინდეს სტრესული და შფოთვითი მდგომარეობისას, ფობიკური დარღვევებისას. ამ შემთხვევაში მას თან არ ახლავს ნისტაგმი - თვალის კაკლის უნებლიე რიტმული, სინქრონული გვერდითი, ზევით-ქვევით მიმართული ან ბრუნვითი ხასიათის მოძრაობები. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია განსაზღვრული გამოკვლევების ჩატარება. თავბრუხვევის მკურნალობა კომპლექსური ამოცანაა. აღმდგენი ღონისძიებების სისტემაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ვესტიბულური ვარჯიშები. იმისთვის, რომ ეს პრობლემა ეფექტურად გადაიჭრას, აუცილებელია ნევროლოგის, ოტოლარინგოლოგისა და თერაპევტის ერთობლივი კონსულტაცია. თავბრუხვევას ყველაზე ხშირად ნევროლოგიური პაციენტები უჩივიან. ამ პრობლემას მრავალი მიზეზი აქვს. საზოგადოდ, თავბრუხვევა გარემოში სხეულის ორიენტაციის დარღვევაა. მას თან ახლავს ისეთი უსიამოვნო შეგრძნებები, როგორებიცაა არამდგრადობა, საგანთა ბრუნვის შეგრძნება (საგნები ბრუნავენ როგორც საათის ისრის მოძრაობის, ასევე საპირისპირო მიმართულებით ან ქანაობენ). თავბრუხვევის ფორმები, წარმოშობის მიზეზის კვალობაზე, ერთმანეთისგან განსხვავდება. დაავადების არარსებობის შემთხვევაში თავბრუხვევის მიზეზი შესაძლოა გახდეს ვესტიბულური კომპლექსის გაღიზიანება სხვადასხვა ფაქტორით - დიდი სიმაღლიდან ქვემოთ ჩახედვით, ტრანსპორტში რწევით, მოძრავ მატარებელზე დაკვირვებით და სხვა. ასეთ თავბრუხვევას ფიზიოლოგიურს უწოდებენ. რაც შეეხება პათოლოგიურ თავბრუხვევას, მისი სხვადასხვა ფორმა ადამიანს მაპროვოცირებელი ფაქტორების არარასებობის შემთხვევაში აწუხებს. ასეთი თავბრუხვევის მიზეზი შეიძლება ვესტიბულური კომპლექსის, სმენის ნერვის, ნათხემის, ტვინის ღეროს, ქერქის სტრუქტურების ფუნქციებისა და აფერენტაციის დარღვევა იყოს. თავბრუხვევა უმეტესად კომპლექსური, მრავლობითი დარღვევის შედეგად ვითარდება. თავბრუხვევის სხვადასხვა ფორმა კლინიკურად სხვადასხანაირად ვლინდება. შეიძლება იყოს სისტემური (საგნების მოძრაობა, ბრუნვა) და არასისტემური (საგნების ქანაობა), მუდმივი და შეტევისებური, პოზიციური (სხეულის მდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებული) და მდგრადი (თავის მობრუნებისას აღმოცენებული). იმისდა მიხედვით, სად არის ლოკალიზებული თავბრუხვევის ფორმირების კერა, მის სამ ტიპს განასხვავებენ:

1. პერიფერიული თავბრუხვევა - ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. მას ვესტიბულური აპარატის (ნახევარრკალოვანი არხების, კარიბჭის ამპულის, სმენის ნერვის ვესტიბულური ნაწილის) დაზიანება უდევს საფუძვლად;

2. ცენტრალური თავბრუხვევა - მისი მიზეზი ტვინის ვესტიბულური სტრუქტურების (ტვინის ღეროს, ნათხემის, ქერქოვანი ნაწილის) დაზიანებაა;

3. აფერენტაციის დარღვევისას გამოხატული თავბრუხვევა - აღმოცენდება მხედველობის, სმენის, პროპრიოცეპტული მგრძნობელობის დარღვევისას, აგრეთვე - მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ტონური დისფუნქციის დროს.

რეალურად, განსაკუთრებით - ასაკოვნებში, თავბრუხვევის მიზეზი უმეტესად კომპლექსურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ სპეციალისტებს, მიიღოთ ნევროლოგის, ოტოლარინგოლოგისა და თერაპევტის ერთობლივი კონსულტაცია, რათა სათანადოდ და რაციონალურად იმკურნალოთ. მხოლოდ ღვინის სმა თავბრუხვევისგან ვერ გიხსნით!