დეპრესია - XXI საუკუნის ეპიდემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეპრესია - XXI საუკუნის ეპიდემია

სტატისტიკა

დეპრესია ინვალიდობის პირველი მიზეზია

დეპრესია მთელ მსოფლიოში ინვალიდობის პირველი მიზეზია, ლეტალური შედეგით კი მეორე ადგილს იკავებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ყოველწლიურად დეპრესიის შედეგად შრომისუუნარო ხდება 200 მილიონამდე ადამიანი. გასათვალისწინებელია, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ბევრი ვერ ხვდება, ასე რომ, მაჩვენებლის სიზუსტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემი შეგვიძლია 5-ზეც კი გავამრავლოთ. ეს რომ სიმართლეა, ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, შევიხედოთ აფთიაქში, სადაც მედიკამენტების დიდი ნაწილი ანტიდეპრესანტი, ფსიქოტროპული საშუალება და დამამშვიდებელია. როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში დეპრესია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს.

ჯანმოს მონაცემები

  • 2020 წლისთვის დეპრესია პირველ ადგილს დაიკავებს გავრცელებით და გაუსწრებს გულ-სისხლძარღვთა და ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც ამჟამად ლიდერობენ. იგი უკვე წარმოადგენს დაავადებას, რომლითაც ყველაზე ხშირად ავადმყოფობენ ქალები.
  • დეპრესიით მთელ მსოფლიოში მამაკაცთა 12 და ქალთა 26 პროცენტია დაავადებული.
  • ამერიკაში იგი მეორე, ხოლო შვედეთში პირველი მიზეზია, რის გამოც ადამიანები ბიულეტენზე გადიან.
  • ანტიდეპრესანტების რეცეპტების 80%-ს დასავლეთ ევროპასა და კანადაში უკვე ზოგადი პრაქტიკის ექიმები წერენ, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ისინი ფარმაკოლოგების სიტყვიერი რჩევითაც კი იყიდება.
  • დეპრესიის მქონე ადამიანებს ორჯერ მეტად ემუქრებათ სხვა სომატური დაავადებების გართულების საფრთხე.
  • არსებობს დეპრესიის ქალური ფორმები, მაგალითად, კლიმაქსის თანმხლები დეპრესია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელიც ყოველ მე-10 ქალს ემართება.
  • მამაკაცებსა და ქალებში დეპრესიის განსხვავებული გავრცელება მამაკაცთა ძლიერი იმუნიტეტით როდი აიხსნება; უბრალოდ, ძლიერი სქესი საჭიროდ არ მიიჩნევს, სპეციალისტს მიმართოს და ამჯობინებს, იგი ალკოჰოლით და ანტიდეპრესანტებით დათრგუნოს.
  • დეპრესიით დაავადებულთა 50% საერთოდ არ მიმართავს სპეციალისტს.
  • დეპრესია ხშირად ახლავს თან სხვა სომატურ დაავადებებს. ქრონიკულად მოავადეთა 22-33%-ს დეპრესიის დიაგნოზს უსვამენ. აქედან 38% - ონკოლოგიური, 47% - ინსულტით, 45% - მიოკარდიუმის ინფარქტით, ხოლო 39% პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტია.
  • ცოტა ხნის წინათ დეპრესიის პიკი 30-40 წლებზე მოდიოდა. დღეს დეპრესია ძლიერ გაახალგაზრდავდა და ხშირად 25 წლამდე ასაკის პირებთანაც გვხვდება.
  • მოსახლეობის 23%-თან დეპრესია შინაგან მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. დანარჩენებს იგი უვითარდებათ როგორც სტრესზე რეაქცია - ეს ფსიქოგენური დეპრესიაა.
  • თვითმკვლელობების 45-დან 60-მდე პროცენტი მსოფლიოში სწორედ დეპრესიის მდგომარეობაში ხდება. სპეციალისტთა პროგნოზი ამ მხრივ არცთუ საიმედოა. ისინი მიიჩნევენ, რომ 2020 წლისთვის დეპრესია პლანეტის #1 მკვლელად მოგვევლინება.
  • დეპრესიულ ადამიანს 35-ჯერ დიდი აქვს თვითმკვლელობის ჩადენის ალბათობა, ამასთან, იგი გაცილებით ხშირია ენდოგენური დეპრესიისას. სუიციდს ორჯერ იშვიათად მიმართავენ დეპრესიის ფსიქოგენური ფორმის დროს.
  • ანტიდეპრესანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
  • დეპრესიის პირველი ეპიზოდის შემდეგ მისი განმეორების ალბათობა 50%-ია. განმეორებითი დეპრესიის შემდეგ რეციდივი მოსალოდნელია უკვე 70%-ში. ორჯერ განმეორების შემდგომ რეციდივების რაოდენობა 90%-ს აღწევს.
  • დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ მეუღლეებთან გაყრის ალბათობა 10-ჯერ მეტია.