დეპრესია და ალკოჰოლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეპრესია და ალკოჰოლი

ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედების მოლეკულური მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ ცნობილია, რომ ის ააქტიურებს დოფამინერგულ ნეირონებს (დოფამინი ნეირორეგულატორია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება კომუნიკაცია ნეირონებს შორის, დოფამინერგული ნეირონები კი ის ნერვული უჯრედებია, რომლებიც დოფამინის გამოთავისუფლებას უზრუნველყოფს). დასუსტებულ, გადაღლილ და დაუძლურებულ პირებს ალკოჰოლის მცირე დოზაც კი ათრობთ, ხოლო ისინი, ვინც ფსიქიკური დაძაბულობითა და აღგზნებადობით გამოირჩევა, სპირტიანი სასმლის დამათრობელ ზემოქმედებას კარგა ხანს ვერ გრძნობენ. როდესაც დოზის კონტროლი არ ხდება, “ალკოჰოლით მკურნალობა” ერთი სასმისით არ შემოიფარგლება. დეპრესიული ადამიანები ხშირად ზომაზე მეტ ალკოჰოლს იღებენ, რადგან ნაღვლის გასაქარვებლად მცირე ულუფა არ ჰყოფნით, მეორე დღეს კი, ნაბახუსევს, მძაფრად განიცდიან სისუსტეს, თავის ტკივილს, მოთენთილობას, დეპრესიას. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანები ცდილობენ, მიიპყრონ გარშემო მყოფთა ყურადღება, სიბრალული და თანაგრძნობა გამოიწვიონ მათში და როდესაც ამას ვერ აღწევენ (დეპრესიულ პირებს უმეტესად ეჩვენებათ, რომ გარშემო მყოფები მათდამი გულგრილნი არიან), დარდს ისევ ალკოჰოლით იქარვებენ. ამგვარად ვიღებთ მანკიერ წრეს, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია, სპეციალისტის დაუხმარებლად ხშირად შეუძლებელიც კი. ზოგიერთ შემთხვევაში დეპრესიის დროს ალკოჰოლმა შესაძლოა ტრაგიკულ დასასრულამდეც კი მიიყვანოს ადამიანი. ვისაც არაერთხელ მოსვლია სუიციდური აზრი, სიმთვრალეში შესაძლოა თავიც კი მოიკლას. ალბათ, მკითხველს ისიც აინტერესებს, არსებობს თუ არა უკუკავშირი ალკოჰოლსა და დეპრესიას შორის. რა თქმა უნდა, არსებობს! ალკოჰოლი, რომელსაც ბევრი დეპრესიის “სამკურნალოდ” იყენებს, თავად იწვევს დეპრესიას. დადგენილია, რომ ალკოჰოლი ძლიერ გავლენას ახდენს თავის ტვინის “ქიმიაზე”. ის ხელს უწყობს დეპრესიის აღმოცენებას. ცნობილია ისიც, რომ ის, ვინც რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს, უამრავ სირთულეს აწყდება - კონფლიქტებს ოჯახსა თუ სამსახურში, მეხსიერების გაუარესებას, სექსუალურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. ყოველივე ეს იწვევს სტრესს, რასაც ადამიანი დეპრესიამდე მიჰყავს. უნდა გახსოვდეთ: ალკოჰოლი არ არის დეპრესიიდან გამოსვლის საშუალება. ალკოჰოლში ჩაძირვით თქვენ მხოლოდ ალკოჰოლზე დამოკიდებულების საფრთხეში კი არ იგდებთ თავს, არამედ საბოლოოდ ემშვიდობებით ცხოვრებისეულ სიამოვნებებს.