სამსახური ნევროზის ნაირსახეობაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამსახური ნევროზის ნაირსახეობაა

.

ნევრასთენია არის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევა, ნევროზის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ასთენიური სინდრომით ხასიათდება (ასთენია სისუსტეს ნიშნავს). ამ პათოლოგიის კლინიკურ სურათში ჭარბობს ასთენიური გამოვლინებები – ფსიქიკური და ფიზიკური დაღლილობა, მოჭარბებული სისუსტე, შრომისუნარიანობის, მეხსიერების და გუნება-განწყობის დაქვეითება, დაბნეულობა, ლტოლვა მოსვენებისა და განმარტოებისაკენ, მოთხოვნილება ხანგრძლივი დასვენებისა, რომელიც, როგორც წესი, არ იძლევა ძალთა აღდგენას.

პაციენტები ნევრასთენიის დროს უჩივიან სასიცოცხლო ძალთა განლევას, ენერგიისა და ცხოვრებისეული ხალისის გაქრობას, ადვილად იღლებიან და ვერ უძლებენ მცირეოდენ დატვირთვასაც კი.

ბავშვებსა და მოზარდებში ნევრასთენიის განვითარებას ხელს უწყობს ქრონიკული (ხანგრძლივად მოქმედი) ფსიქომატრავმირებელი სიტუაციები, ხშირი კონფლიქტები (უსიამოვნებანი მშობლებს შორის, ოჯახური პრობლემები, მშობელთა გაყრა, ერთ-ერთი მშობლის ალკოჰოლიზმი და სხვა მრავალი). ზოგიერთი მკვლევარის მონაცემებით, ბავშვებსა და მოზარდებში ნევრასთენიის მიზეზი მშობელთა მხრიდან არასწორი მიდგომა და აღზრდაა; მშობლები შვილებს ზოგჯერ მეტისმეტად ზღუდავენ, ითხოვენ იმას, რაც მათ ძალებსა და შესაძლებლობებს აღემატება. ამ ფაქტორთა პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სომატურ (ანუ სხეულის) სისუსტესაც, როდესაც ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ (ა. კრეინდლერის მონაცემები). გ. სუხარევას კვლევებითა და ანალიზით, ფიზიკურად ჯანმრთელ ბავშვებში, (რომლებიც ხშირად არ ავადმყოფობენ და შესაბამისად, სომატურად არ არიან დასუსტებულნი) ნევრასთენია იშვიათად ვითარდება.

ნევრასთენიის განვითარებას როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებსა და ზრდასრულებშიც ხელს უწყობს გადატვირთვა და გადაღლა (მუდმივად დაძაბული სამუშაო განრიგი, სხვადასხვა პროფილის სპეციალიზირებული გაძლიერებული სასწავლო პროგრამები, რომელთაც ვეღარ ერევა ბავშვი და ა.შ.). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წამყვანი მნიშვნელობა მაინც ფსიქომატრავმირებელ სიტუაციებს, კონფლიქტებსა და შინაგან შფოთვას ენიჭება. საქმე ისაა, რომ ინტელექტუალური და თუნდაც ფიზიკური გადატვირთვა - გადაძაბვა მართალია, იწვევს ფსიქიკურ ასთენიზაციას, მაგრამ დამოუკიდებლად, ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემოებების გარეშე დასაბამს ვერ აძლევს კლასიკურად გამოხატულ ასთენიურ ნევროზს.

კ. ლიხორაევის მონაცემებით, არის პროფესიები და შესაბამისად სამსახურების ნაირსახეობები, რომლებიც პირდაპირკორელაციურ დამოკიდებულებაშია აღნიშნული ტიპის დარღვევათა განვითარებასთან.

არსებობს ფრთიანი გამონათქვამი, რომ ,,სამსახური ნევროზის ნაირსახეობაა!"" თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანებს ფსიქიკაც შედარებით მტკიცე აქვთ და ნაკლებად ხდებიან პათოლოგიათა მსხვერპლნი.

ასთენიური ნევროზის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სათანადო სოციალურ და ფსიქოჰიგიენურ ღონისძიებათა გატარებას. იმისათვის რომ ბავშვი ან მოზარდი დაიცვათ ნევრასთენიისაგან, სრულყოფილი საოჯახო-საყოფაცხოვრებო და შრომის პირობები უნდა შეუქმნათ, დაიცვათ მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისაგან, ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, სხეულისა და სულის გაკაჟებას.

ავტორი თინათინ გოცაძე