ტვინის სტიმულაცია ენაბლუობის საწინააღმდეგოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტვინის სტიმულაცია ენაბლუობის საწინააღმდეგოდ

და გავლენა მოახდინოს როგორც ადამიანის სრულფასოვნების შეგრძნებაზე, ასევე დასაქმებისა თუ განათლების პერსპექტივის გამოყენებაზე.

ოქსფორდის უნივერსიტეტში უკვე იკვლევენ, შეიძლება თუ არა უკონტაქტო ტვინის სტიმულატორებით დაეხმარონ ენაბლუ ადამიანებს, რომ შეძლონ სრულყოფილი საუბარი და ამ ეფექტის დიდხანს შენარჩუნება.

ამ საკითხს ოქსფორდის უნივერსიტეტში კეიტ უატკინსი და ჯენ ჩესტერსი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განყოფილებაში იკვლევენ. მათ აღნიშნეს, რომ ენაბლუობა უვლინდება ერთხელ მაინც 20-დან ერთ ბავშვს და 100-დან 1 ზრდასრულს. ამ დროს საუბრის ნორმალური პროცესი ირღვევა: ადამიანმა იცის, თუ რისი თქმა უნდა მაგრამ ვერ ახერხებს გადმოცემას. ენაბლუობის მახასიათებელია მარცვლების ხშირი გამეორება და დაყოვნებები, ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა აქვთ, ხშირად აწყდებიან შეზღუდვებს აკადემიური განათლებისა თუ სამსახურის არჩევის დროს. ზოგი მათგანი ძალიან შფოთავს თავისი ასეთი მდგომარეობის გამო.

ენის ბორძიკის მიზეზები უცნობია. თუმცა როდესაც შეადარეს ასეთი ადამიანების ტვინი თავისუფლად მოსაუბრე ადამიანების ტვინს, აღმოაჩინეს მცირე ცვლილებები, მაგალითად, ტვინის აქტივობის "რაოდნობა", რომელიც ჩანს ენაბლუ ადამიანის საუბრის დროს, მაშინაც კი, თუ ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისუფლად საუბრობს.

ტვინის სურათი წარმოაჩენს იმ ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საუბრის დაგეგმვასა და წარმოებაში. ასევე შეადარეს ამ უბნების კავშირები და აღმოაჩინეს, რომ თეთრი ნივთიერებით შექმნილი დამაკავშირებელი ტრაქტები ენაბლუ ადამიანებში საერთოდ გაწყვეტილი იყო.

დროებითი სრულყოფილი საუბრის უნარის დაბრუნება ენაბლუთათვის დამოკიდებულია იმაზე, თუ თვითონ როგორ აღიქვამენ საკუთარ ხმას. მაგალითად, თუ მის ლაპარაკს გადაფარავს ხმაური ან მუსიკა, ამან შეიძლება დროებით აღკვეთოს ენის ბორძიკი. მსგავს ეფექტს იძლევა სხვა მოსაუბრის ლაპარაკი პარალელურად. აღსანიშნავია, რომ ბავშვების მკურნალობის მეთოდებისაგან განსხვავებით, ზრდასრულთა მკურნაობა ხშირად ფოკუსირებულია ამ დარღვევასთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობის სწავლებაზე.

მეთოდი, რომლის გამოყენებაზეც ოქსფორდის უნივერსიტეტში საუბრობენ, tdcs-ის სახელითაა ცნობილი. ის გულისხმობს ელექტროდების დამაგრებას სკალპზე და ტვინის ქსოვილზეც, რაც სრულებით უმტკივნეულოა. ტარდება ძალიან სუსტი ელექტრული ნაკადი. ეს სტიმულაცია მოცემული კონკრეტული ტვინის უბნის აღგზნებადობას ცვლის. ახლა იკვლევენ, თუ როგორ შეძლებს tdcs-ი გამოასწოროს ენაბლუობა და თან ეს ეფექტი ხანგრძლივი იყოს. ამის პოტენციალი კი, დაკვირვების შედეგად, tdcs-ს ნამდვილად აქვს.

კვლევის დროს გამოიყენებენ ისეთ ტექნიკასაც, რაც იციან, რომ იმოქმედებს, მაგალითად სხვა ადამიანების ხმამაღალი საუბარი. ასევე, ენაბლუებს დაევალებათ შეასრულონ გარკვეული სასაუბრო სავარჯიშოები თერაპიის დაწყებამდე და მის შემდეგაც. მეცნიერებს აინტერესებთ, tdcs-ი და თერაპია ერთობლივად თუ შეცვლიან ტვნის ფუნქციონირებასა და სტრუქტურას, ამიტომ მოხალისეების ტვინს გადაუღებენ MRI სკანს თერაპიამდე და მის შემდეგ.

კვლევები ჯერ მხლოდ ახლახან დაიწყო, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ თუ ეს კვლევები წარმატებით გაგრძელდა, მომავალში აუცილებელი გახდება tdcs-ისა და თერაპიის ურთიერთშეთანხმება კლინიკებში და მისი შედეგი დადებითად აისახება ადამიანებზე.