ნევრასთენია ანუ ასთენიური ნევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნევრასთენია ანუ ასთენიური ნევროზი

ნევრასთენიის დროს ადამიანი უჩივის სასიცოცხლო ძალთა განლევას, ენერგიისა და სიცოცხლის ხალისის გაქრობას, გუნება-განწყობის დაქვეითებას, სისუსტეს, მცირედ დატვირთვასაც კი ვერ უძლებს და ადვილად იღლება. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკვეთილი ფსიქიკური განლევა ხშირად ერწყმის მოჭარბებულ აღგზნებადობას (ამ თავისებურებას გაღიზიანებათა სისუსტეს უწოდებენ). პაციენტი ხდება თავშეუკავებელი, აფექტური, გამუდმებით გრძნობს შინაგან დაძაბულობას, უმნიშვნელო წვრილმანებიც კი აღიზიანებს, ადვილად ბრაზდება, ყველაფერზე მწვავედ რეაგირებს, ხშირად ტირის, თუმცა ძლიერი აფექტური აღგზნება სწრაფად უქრება და გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითებით ეცვლება. ნევრასთენიულ სიმპტომებს მიეკუთვნება აგრეთვე თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ჰიპერესთეზია (გაძლიერებული მგრძნობელობა, მგრძნობელობის ისეთი შეცვლა, როდესაც პაციენტი ამა თუ იმ გაღიზიანებას უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე ნორმაში - ეს გაღიზიანების ზღურბლის დაქვეითების შედეგია), სხვადასხვა სახის სომატოვეგეტატიური დარღვევა (ჰიპერჰიდროზი - გაძლიერებული ოფლიანობა, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ესა თუ ის დარღვევა, სასქესო ფუნქციის მოშლა და სხვა).

რა იწვევს ნევრასთენიას?

ნევრასთენია სხვადასხვა ასაკის ადამიანთა პრობლემაა. ის ხშირად ემართებათ ბავშვებსა და მოზარდებს. მის განვითარებას ხელს უწყობს ქრონიკული (ხანგრძლივად მოქმედი) ფსიქომატრავმირებელი სიტუაციები, ხშირი კონფლიქტი (უთანხმოება მშობლებს შორის, ოჯახური პრობლემები, მშობლების გაყრა, ერთ-ერთი მშობლის ალკოჰოლიზმი და სხვა). ზოგიერთი მკვლევრის მონაცემებით, ბავშვებსა და მოზარდებთან ნევრასთენიის მიზეზი მშობელთა არასწორი მიდგომა და აღზრდაა; მშობლები შვილებს ზოგჯერ მეტისმეტად ზღუდავენ, სთხოვენ იმას, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება. ამ ფაქტორებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სომატურ (ანუ სხეულებრივ) სისუსტესაც, როდესაც ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ (ა. კრეინდლერის მონაცემები), თუმცა, ზოგიერთი მკვლევრის მონაცემებით, ფიზიკურად ჯანმრთელ ბავშვებს (რომლებიც ხშირად არ ავადმყოფობენ და, შესაბამისად, ფიზიკურად არ არიან დასუსტებულნი) ნევრასთენია იშვიათად ემართებათ. ნევრასთენიის განვითარებას როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებსა და ზრდასრულებშიც ხელს უწყობს გადატვირთვა და გადაღლა (დაძაბული სამუშაო განრიგი, სხვადასხვა პროფილის სპეციალიზებული გაძლიერებული სასწავლო პროგრამები, რომლებსაც ბავშვი ვეღარ ერევა და ა.შ.), მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ წამყვან როლს მაინც ფსიქომატრავმირებელი სიტუაციები, კონფლიქტები და შინაგანი შფოთვა ასრულებს. საქმე ის არის, რომ ინტელექტუალური და თუნდაც ფიზიკური გადატვირთვა, მართალია, იწვევს ფსიქიკურ ასთენიზაციას, მაგრამ დამოუკიდებლად, ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემოებების გარეშე, დასაბამს ვერ აძლევს კლასიკურად გამოხატულ ასთენიურ ნევროზს. კ. ლიხორაევის მონაცემებით, არსებობს პროფესიები, რომლებსაც პირდაპირკორელაციური დამოკიდებულება აქვთ აღნიშნული ტიპის დარღვევებთან. ერთი ფრთიანი გამოთქმის თანახმად, სამსახური ნევროზის ნაირსახეობაა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანს ფსიქიკაც შედარებით მტკიცე აქვთ და უფრო იშვიათად ხდება პათოლოგიათა მსხვერპლი.

როგორ მკურნალობენ ნევრასთენიას

ასთენიური ნევროზის, ისევე როგორც ნევროზის სხვა სახეობების მკურნალობა კომპლექსურია. მოიცავს ფსიქოტროპული პრეპარატებით თერაპიას, ფსიქოთერაპიას, კონფლიქტურ და ფსიქომატრავმირებელ სიტუაციათა და სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორთა ლიკვიდაციას. კარგ ეფექტს იძლევა სანატორიულ-კურორტული მკურნალობა. ნევრასთენიის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სათანადო სოციალურ და ფსიქოჰიგიენურ ღონისძიებებს, ნორმალური, სრულყოფილი საოჯახო-საყოფაცხოვრებო და შრომის პირობების შექმნას, რაციონალურ პროფესიულ ორიენტაციას, პროფესიულ დაავადებათა და მავნე ფაქტორთა თავიდან აცილებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, სხეულისა და სულის გაკაჟებას.