რეაბილიტაცია ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეაბილიტაცია ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ

  • რესტიტუცია - შექცევადი დაზიანებების მქონე სტრუქტურათა აღგზნებისა და გამტარობის აღდგენა. ამ ეტაპზე გამოიყენება მედიკამენტური თერაპია და ოპერაციული მკურნალობა. რესტიტუცია სტიმულირდება აგრეთვე ფიზიოთერაპიული პროცედურებითა და ელექტრომაგნიტოთერაპიით. პროცედურები მიმართულია ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული მეორეული დარღვევების აღმოსაფხვრელად.
  • რეგენერაცია - დაზიანებული უჯრედების განახლება-აღდგენა. რეგენერაციას ხელს უწყობს მედიკამენტური თერაპია. დაზიანებული უბნების გამტარობა უმჯობესდება ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობისა და ელექტროსტიმულაციის დროს. არსებობს წარმოდგენა, რომ ადრეული ინტენსიური სამკურნალო ფიზკულტურა სპინალური (ზურგის ტვინის) ტრავმების დროს უკუნაჩვენებია, თუმცა დოზირებული, რაციონალური, გამოცდილი სპეციალისტის მიერ დაგეგმილი და მისი მეთვალყურეობით ჩატარებული დატვირთვა ნებისმიერ შემთხვევაში ხელს უწყობს დაკარგული ფუნქციების აღდგენას.
  • კომპენსაცია - დაკარგული ფუნქციების სხვა ფუნქციებით (დაუზიანებელი სტრუქტურების ხარჯზე) ჩანაცვლება, აგრეთვე - ფუნქციათა აღდგენა იმ სტრუქტურებში, სადაც შესაძლებელია. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო ღონისძიებები მთავარ როლს ასრულებს ავადმყოფის წამოდგომა-ამოძრავებაში. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპლექსურ სამკურნალო ფიზკულტურას სხვა სარეაბილიტაციო მეთოდებთან ერთად.

თანამედროვე სარეაბილიტაციო მეთოდები ტკივილის შემცირებისა და მოძრაობის აღდგენის საშუალებას იძლევა. ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივია. სწორი მოვლისა და მაღალი დონის სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად ზიანი ხშირად მინიმუმამდე დაიყვანება. პაციენტები, რომლებსაც გადაწურული აქვთ ფეხზე დადგომის იმედი, რეაბილიტაციის შემდეგ არცთუ იშვიათად ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.

ზურგის ტვინის ტრავმის შედეგები

ხერხემლის ტრავმები ტრავმულ დაზიანებათა საერთო რიცხვის მეოთხედს შეადგენს. საყურადღებოა, რომ ტრავმის სამიდან ერთ შემთხვევაში ზიანდება არა მხოლოდ ხერხემალი, არამედ ზურგის ტვინიც. ტრავმას სხვადასხვა მიზეზი აქვს - სიმაღლიდან ჩამოვარდნა, აუზში ჩახტომა, ავტოკატასტროფა და სხვა. მრავალფეროვანია ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომებიც. ტკივილი და შეშუპება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კლინიკური სურათისა, რომელიც შესაძლოა ხერხემლის დაზიანებას მოჰყვეს. შედეგის სიმძიმე დამოკიდებულია დაზიანების ხასიათსა და მოცულობაზე, დაზარალებულის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ტრავმის ლოკალიზაციას. ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის დროს თავს იჩენს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება, გულის მუშაობის დარღვევა, კუნთების დამბლა ან მათი მომატებული დაძაბულობა (ტონუსი), რაც ზოგჯერ კუნთების დამოკლებას განაპირობებს.


ხერხემლის გულმკერდის ნაწილის დაზიანება ასევე იწვევს სუნთქვის დარღვევას, ხელებისა და გულმკერდის მგრძნობელობის დაქვეითებას, ტკივილს გულის არეში. წელის ნაწილის დაზიანებისას პაციენტს ემუქრება ქვემო კიდურების პარეზი (დამბლა) და შარდსასქესო ორგანოთა ფუნქციის დარღვევა. სამწუხაროდ, ერთი წარუმატებელი ნახტომი წყალში ან მთიდან თხილამურებით უიღბლო დაშვება, ერთი არასწორი მოძრაობა შესაძლოა მძიმე ტრავმით დასრულდეს და სრულიად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. მართალია, ზურგის ტვინის ტრავმას ხშირად ძალზე სერიოზული შედეგები მოსდევს: კუნთოვანი ძალის სისუსტე, დამბლა, მგრძნობელობის მოშლა, შინაგან ორგანოთა დისფუნქცია და სხვა, - მაგრამ ავადმყოფს უნდა ახსოვდეს, რომ გამოჯანმრთელებისკენ სწრაფვა, გამძლეობა და ნებისყოფა სრულფასოვან სარეაბილიტაციო ღონისძიებებთან ერთად სასწაულებს ახდენს. მკურნალობის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული საქმეში ექიმ-რეაბილიტოლოგის დროულ ჩართვაზე, მის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე, დაბოლოს - თავად პაციენტის განწყობასა და ნებაზე.

რეაბილიტაცია ხერხემლის ტრავმის შემდეგ

ხერხემლის ტრავმის შემდეგ წარმატებით გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მანუალური თერაპია, რეფლექსოთერაპია და რეაბილიტაციის ზოგიერთი სხვა მეთოდი, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ კუნთების ატროფია, ქსოვილთა დეგენერაცია, აღვადგინოთ სახსრებში მოძრაობა. დღეს ფართოდ არის დანერგილი ბოტოქსთერაპიაც. მას საზოგადოება კოსმეტოლოგიის ნაწილად იცნობს, თუმცა მას ეფექტურად იყენებენ ხერხემლის ტრავმის შედეგების სალიკვიდაციოდაც. კარგი შედეგი აქვს კინესთეტიკას - მოძრაობითი უნარ-ჩვევების დასწავლის მეთოდს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია გერმანიასა და ამერიკაში. ამ მეთოდის წყალობით პაციენტები ფაქტობრივად თავიდან სწავლობენ მოძრაობებს და დარღვეულ, მოშლილ უნარ-ჩვევებს აღიდგენენ. რაც უფრო ადრე დაიწყება რეაბილიტაცია ხერხემლის ტრავმის შემდეგ, მით უფრო ეფექტური იქნება ის და მით უფრო დროულად დაუბრუნდება პაციენტი ნორმალურ ცხოვრებას. რეაბილიტაცია ყოველთვის კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რადგან ღონისძიებათა ამ ერთობლიობაში ყოველ კომონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს - სამკურნალო პროგრამასაც, კვებასაც და გარემოსაც.

სამკურნალო ფიზკულტურის როლი და მნიშვნელობა

ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ სამკურნალო ფიზკულტურის მთავარი ამოცანაა პაციენტის მოძრაობითი აქტივობის მოწესრიგება, საკომპენსაციო შესაძლებლობათა მობილიზება. ამ დროს გამოყენებული ფიზიკური ვარჯიშები მიზნად ისახავს კიდურების მოძრაობათა სტიმულაციას, კუნთოვანი კორსეტის გამაგრებას, პათოლოგიური რეაქციების შესუსტებას. რაციონალური ფიზიკური დატვირთვა ასუსტებს სხეულისა და კიდურების კუნთების სპასტიკურ კუმშვას, ხელს უწყობს გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების დასწავლას. დარღვეული ფუნქციების (სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, ლოკომოტორული აპარატის) აღსადგენად მიმართული ღონისძიებები ავადმყოფის სტაციონარში მოხვედრისთანავე უნდა დაიწყოს, რადგან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი სიცოცხლისათვის საშიში გართულებების თავიდან აცილება. ფიზიკური (ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, რეფლექსოთერაპია) და სოციალურ-შრომითი რეაბილიტაცია ზრდის შენარჩუნებული, გადარჩენილი ნერვული ელემენტების ფუნქციურ შესაძლებლობებსა და შრომისუნარიანობას, ხელს უწყობს ორგანიზმის კომპენსატორული შესაძლებლობების მობილიზებასა და განვითარებას.