26 მარტს "იისფერი დღე"- ეპილეფსიით დაავადებულთა დღე აღინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

26 მარტს "იისფერი დღე"- ეპილეფსიით დაავადებულთა დღე აღინიშნება

გადაწყვიტა ეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ ის მათგან არაფრით განსხვავდებოდა. თავისი ცხოვრების განმავლობაში იგი უფროსებისა და თანატოლებისაგან უგულვებელყოფასა და უყურადღებობას გრძნობდა. გარშემომყოფები მის დაავადებას არაადეკვატურად აღიქვამდნენ და შეშლილობის ერთგვარ მსუბუქ ფორმად მიიჩნევდნენ.

დაავადებასთან დაკავშირებული მითების გასაფანტად კესიდიმ 2008 წელს მოიგონა "იისფერი დღე"(Purple Day). ამ დღეს, 26 მარტს, ყველა მსურველს შეუძლია თანადგომა გამოუცხადოს ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე ადამიანებს.

გოგონას ინიციატივას დასაწაყისში მხარი დაუჭირა შოტლანდიის ეპილეფსიის ასოციაციამ, ხოლო შემდგომში მსოფლიოს სხვა ორგანიზაციებმა. უკვე 2009 წელს იისფერ დღეს შეუერთდა 100 ათასი სტუდენტი, 100-მდე საზოგადოებრივი გარეთიანება და 100-ზე მეტი ცნობილი პოლიტიკოსი, ხოლო ტორონტოს სატელევიზიო ანძა ერთი საღამოს განმავლობაში იისფრად შეიღება.

კესიდი დღევანდელი დღის დამფუძნებელია. მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 26 მარტს, ვრცელდება ინფორმაცია ეპილეფსიის დაავადებაზე და ამ დროს გასაწევ პირველად დახმარებაზე. გარდა ამისა, ტარდება აუქციონები, ბაზრობები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, სადაც გროვდება თანხები ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის. მსოფლიოში მათი რიცხვი კი მცირე არ არის. ეპილეფსია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ ნევროლოგიურ დაავადებად. ის ვლინდება უეცარი კრუნჩხვითი ხასიათის შეტევით. არსებობს ცნობები, რომ ეპილეფსიით მრავალი ცნობილი ადამიანი იყო დაავადებული, მათ შორის: იულიუს ცეზარი, ალექსანდრე მაკედონელი, ნოსტრადამუსი, დანტე ალიგიერი, ნაპოლეონ ბონაპარტე, ივანე მრისხანე, ფიოდორ დოსტოევსკი, ალფრედ ნობელი, ვინსენტ ვან გოგი. ძველი ბერძნები და რომაელები ეპილეფსიას "ღვთიურ ჩარევასა" და "ჰერკულესის დაავადებას" უწოდებდნენ.

ლალი ჩხიკვაძე

ეპილეფსია

კიდევ ერთხელ ეპილეფსიის შესახებ

პირველი დახმარება ეპილეფსიის დროს