ნეიროცირკულარული დისტონია (ვეგეტონევროზი), რომლის დროსაც ადამიანს ყველაფერი "სტკივა" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეიროცირკულარული დისტონია (ვეგეტონევროზი), რომლის დროსაც ადამიანს ყველაფერი "სტკივა"

ორი და თუნდაც რამდენიმე ფრაზით აღწერა კი ვერ მოგვცემს ამ პათოლოგიური მდგომარეობის სრულ და ზუსტ სურათს, რადგან მას აქვს რამდენიმე დაავადების მსგავსი სიმპტომები. შეიძლება ითქვას, რომ ნცდ ორგანიზმის ყველა სისტემის მოშლის ცოცხალი მაგალითია, რითაც ვლინდება ამ დაავადების ერთ-ერთი ძირითადი თვისება - სიმპტომთა მრავალფეროვნება. არსებობს უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები. ზოგჯერ დაავადება მხოლოდ ერთი სუბიექტური ნიშნით ვლინდება, ნცდ-ის დროს კი ადამიანს ყველაფერი "სტკივა". თუ ავადმყოფს აწუხებს მხოლოდ ერთი რამ, მაგალითად, გული და მეტი არაფერი, მაშინ ეს ჯერ კიდევ არ არის ნცდ.

ნცდ-ს უმეტესად ქალები უჩივიან, დაავადება, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობისას იწყება, მაგრამ ვლინდება 30-40 ან 46-59 წლის ასაკში. ნცდ-ით დაავადებულები უმეტესად თავდაჯერებას მოკლებული, მოუსვენარი, მშფოთვარე და სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან. ისინი უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობით და ამაში სხვებს (განსაკუთრებით - ექიმებს) ადანაშაულებენ. ისინი იშვიათად არიან კარგი მუშაკები, რადგან მუდმივი უგუნებობის გამო საქმეს გულს ვერ უდებენ. მათი უმრავლესობა, როდესაც ხვდება, რომ ვერ ახერხებს პროფესიულ ზრდას, სამსახურს თავს ანებებს ან უფრო იოლ სამუშაოზე გადადის. ისინი მოსაწყენი, მძიმე პიროვნებები არიან. დადიან ექიმებთან, თავს კომფორტულად გრძნობენ სამკურნალო დაწესებულებაში, უყვართ გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობა მოდური მეთოდებით, თუმცა ზოგიერთი თავის დაავადებასთან მარტო რჩება და ბედს ეგუება.

ნცდ-ით დაავადებულებს ხშირად უჭირთ თავიანთი ჩივილების აღწერა. მათ, უპირველეს ყოვლისა, აწუხებთ "ძნელად გადმოსაცემი" განცდები, თავს ცუდად გრძნობენ, უჩივიან სისუსტეს, დროდადრო, ემოციის, გადაღლის, ამინდის ცვალებადობის ფონზე ანდა უმიზეზოდ, კარგავენ გონებას. ზოგჯერ აწუხებთ თავში სიმძიმის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება, სიცივე, ჩხვლეტის შეგრძნება. ჩივილების მრავალფეროვნება, დაავადების სხვადასხვა ეტაპზე მათი სხვადასხვაგვარი გამოვლენა ქმნის სხვადასხვა დაავადების შთაბეჭდილებას, რადგან ზოგჯერ წინა პლანზე სუბფებრილური ტემპერატურა და სისუსტე წამოიწევს, ზოგჯერ - ტკივილი, ზოგჯერ - სუნთქვის მოშლილობა, ზოგჯერ - ვეგეტაციური კრიზი და სხვ. ავადმყოფები უჩივიან სუბფებრილურ ტემპერატურას, სისუსტესა და სიცხის შეგრძნებას, მაგრამ ამ სიმპტომებს არ აქვს მუდმივი ხასიათი, კიდურები უსველდებათ და უცივდებათ, მოულოდნელად უწითლდებათ სახე, მთელი სხეული უხურთ. დაავადებულები ძნელად იტანენ სიცხეს, უხვად სდით ოფლი. ოფლდენას ხშირად ლოკალური ხასიათი აქვს, თან ახლავს პირისა და ტუჩების სიმშრალე და წყურვილის შეგრძნება. ავადმყოფებს ყელსა და გულმკერდზე ხშირად უჩნდებათ წითელი ლაქები, რომლებიც ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ავადმყოფთა დიდ ნაწილს ნერვიულობის დროს უვითარდება ზედა კიდურების ტრემორი (კანკალი), ზოგჯერ - შინაგანი კანკალის შეგრძნებაც. თითქმის მუდმივად აწუხებთ სახსრების, კუნთების, ძვლების ტკივილი და ტეხა, რომელიც უფრო მოსვენებისას იჩენს თავს, ვიდრე მოძრაობისას.

ქალებს აღენიშნებათ ქუთუთოების შეშუპება დილაობით ან ფეხების პასტოზურობა საღამოობით. არცთუ იშვიათად მძაფრდება მენსტრუაციამდელი სინდრომი. ხშირია დისპეფსიური ხასიათის ჩივილები - მუცლის ტკივილი, შებერილობა, ჭრა, ყურყური, ცხარე საკვების აუტანლობა. არცთუ იშვიათია ყავის და თითქმის მუდმივია ყოველგვარი ალკოჰოლური სასმლის აუტანლობა, თვით იდიოსინკრაზიის ჩათვლით. საკმაოდ ხშირად აღინიშნება ძილის დარღვევა - ძილი ხდება ზედაპირული, მშფოთვარე, ავადმყოფს აწუხებს კოშმარული სიზმრები, ახალგაღვიძებულზე უჩივიან სისუსტეს. გულისრევა და ღებინება დილაობით უმთავრესად ქალებისთვის არის დამახასიათებელი.

დაავადებულთა ნაწილს, განსაკუთრებით - ისტერიკულ პირებს, უქვეითდება მადა თვით ანორექსიის ჩათვლითაც კი. მრავალი ავადმყოფისთვის დამახასიათებელია შფოთვა, ეჭვიანობა, უგუნებობა, საკუთარი თავის რწმენის უქონლობა და პესიმიზმი. არცთუ იშვიათად ამას ენაცვლება სრულიად საპირისპირო თვისებები - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ეგოიზმი. ეს შინაგანი კონფლიქტი იწვევს მიდრეკილებას ისტერიკული რეაქციების, გულის წასვლის, ჰაერის უკმარისობის, კიდურების სპაზმური შეკუმშვებისა და კანკალის მიმართ. იშვიათი არ არის სქესობრივი დარღვევები: ქალებში - ფრიგიდულობა, მამაკაცებში - იმპოტენცია. ქალების უმრავლესობას აღენიშნება მენსტრუაციამდელი სინდრომი და სხვადასხვა დიზოვარიული დარღვევა.

ზემოთ აღწერილი სიმპტომატიკა ნცდ-ის კლინიკური სურათისთვის არის არა წამყვანი, არამედ ფონური. ძირითადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია ტკივილი გულის არეში, არიტმია ან გულის ფრიალი, ტაქიპნოე ან დისპნოე, სისხლძაღვოვანი დისტონია და ვეგეტაციური დისფუნქცია. ეს სიმპტომები აღენიშნება პარაქტიკულად ყველა დაავადებულს, განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს, განაპირობებს შრომის უნარის დაქვეითებას ან დროებით დაკარგვას.

აღნუსხულია ნცდ-ის 40-მდე ყველაზე ხშირად გამოვლინებადი სიმპტომი. ერთ ავადმყოფს 9-დან 26-მდე სიმპტომი აღენიშნება. ყველაზე ხშირია: ტკივილი გულის არეში (98%); სისუსტე და ადვილად დაღლა (97%); ნერვული მოშლილობანი - გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, ხასიათის გაფუჭება (95%); თავის ტკივილი (88%); სუნთქვითი მოშლილობანი - ჰაერის უკმარისობა, ხშირი ღრმა ჩასუნთქვის საჭიროება (85%); გულისცემის შეგრძნება (83%); კიდურების გაცივება და პარესთეზია (75%); ძილის დარღვევა (73%); ვეგეტო-სისხლძარღვოვანი პაროქსიზმი (64%); თავბრუხვევა, თვალების დაბნელება (62%); მენსტრუაციამდელი სინდრომი (59%); ხელების კანკალი, შინაგანი კანკალის შეგრძნება (54%); კარდიოფობია (54%); მუცლის ტკივილი (50%); სასხრების ტკივილი, მიალგია, ნევრალგია (50%); ჩქარი სიარულის დროს ქოშინი (44%); დილაობით სახისა და ქუთუთების ოფლიანობა (44%); გულის დაღლის შეგრძნება (42%); გულისრევის შეგძნება (35%); ყელისა და თავის სისხლძარღვების პულსაციის შეგრძნება (33%); სახესა და ყელზე სიცხის შეგრძნება (31%); იმპოტენცია (30%); სუბფებრილიტეტი (26%); გულის წასვლა (18%); დისმენორეა. დაავადების კლინიკური სურათის მრავალფეროვნების მიუხედავად, ყოველ სიმპტომს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

იხილეთ დეტალურად