გონებრივი ჩამორჩენილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გონებრივი ჩამორჩენილობა

  • ინტელექტის დაქვეითება;
  • მეტყველების ზოგადი სისტემური განუვითარებლობა;
  • ყურადღების დარღვევა;
  • აღქმის დარღვევა (შენელება, ფრაგმენტულობა, აღქმის მოცულობის დაქვეითება);
  • აზროვნების კონკრეტულობა, არაკრიტიკულობა;
  • მეხსიერების ნაკლები პროდუქტიულობა;
  • შემეცნებითი ინტერესების განუვითარებლობა;
  • ემოციურ-ნებელობითი სფეროს დარღვევა (მცირედ დიფერენცირება, ემოციის არამდგრადობა, არაადეკვატურობა).

გონებრივი ჩამორჩენილობის მიზეზები

ინტელექტის განვითარება მემკვიდრეობასა და გარემოზეა დამოკიდებული. გონებრივი ჩამორჩენილობის მიზეზის დადგენა უმეტესად ვერ ხერხდება, თუმცა ცნობილია, რომ ორსულობის დროს ზოგიერთმა არასასურველმა ფაქტორმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ბავშვის გონებრივი განვითარების დარღვევას. ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია:

  • ზოგიერთი წამლის მიღება;
  • ალკოჰოლის მოხმარება;
  • სხივური თერაპია;
  • ცუდი კვება,
  • ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, მაგალითად, წითურა.

ზოგჯერ გონებრივი ჩამორჩენილობის მიზეზია ქრომოსომული ანომალია, ისეთი, როგორიცაა დაუნის სინდრომი. გონებრივი ჩამორჩენილობა შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი დაავადებით, დაბადების დროს გადატანილი ტრავმით, ნაადრევი დაბადებით...

დიაგნოსტიკა

ფსიქიკური განუვითარებლობა შესამჩნევი ხდება იმ ასაკში, როდესაც ნორმალურად მზარდი ბავშვი იძენს მოძრაობით და მეტყველებით ჩვევებს. ჩვეულებრივ, ეს 3 წლისთვის ხდება. გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებს თავდაპირველად უგვიანდებათ თავის დაჭერა, დაჯდომა, ცოცვა, ღუღუნი, შემდგომ - მარცვლების, სიტყვების, ფრაზების წარმოთქმა. ემოციური რეაქციები იმპულსური აქვთ. ხშირად ვარდებიან ემოციურ უკიდურესობაში. მოგვიანებით თვალსაჩინო ხდება აზროვნების სისუსტე, კონკრეტული აზროვნება სჭარბობს აბსტრაქტულს. სწორი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზის დადგენა. ამისთვის საჭიროა:

  • გენეალოგიური ხის შედგენა;
  • ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დეფექტის (ფენილკეტონურია, ჰომოცისტინურია და სხვა) გამორიცხვა;
  • ციტოგენეტიკური გამოკვლევა, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა მიზეზი ცნობილია (დაუნის სინდრომი, ჰიპოთირეოზი, მუკოპოლისაქარიდოზი და სხვა).

ფსიქოლოგები ახდენენ ინტელექტის რაოდენობრივ გაზომვას სტანდარტიზებული ტესტების მეშვეობით, რაც ინტელექტუალური განვითარების შეფასების საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით - უფროსკლასელებთან. IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) არ წარმოადგენს ფსიქიკური განუვითარებლობის სადიაგნოზო ერთადერთ კრიტერიუმს. გონებრივი ჩამორჩენილობისას ამა თუ იმ სახით სრულიად ირღვევა ფსიქიკური ქმედება, ამიტომ, ფსიქოლოგიურთან ერთად, ტარდება დაწვრილებითი კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიური გამოკვლევაც ბავშვთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ბავშვები, რომელთა IQ 80-დან 90-მდეა, ჩამორჩებიან სწავლაში; ზოგჯერ დაბალ მოსწრებას ერთვის ქცევის დარღვევაც. ეს ბავშვები არ არიან გონებრივად ჩამორჩენილები, მათ უსვამენ ფსიქიკური განვითარების შეფერხების დიაგნოზს. სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით ამგვარი ბავშვები წარმატებით ამთავრებენ სკოლას და მომავალშიც ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან. გენეტიკური კონსულტაცია მშობლებს ეხმარება ბავშვის მდგომარეობის მიზეზების დადგენაში, ორსულობისას რისკის შეფასებაში. სპეციალური დიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია 35 წელზე უფროსი ასაკის ორსულთათვის, რადგან ამ დროს მაღალია ბავშვის დაუნის სინდრომით დაბადების რისკი. ნაყოფის თავის ტვინის დეფექტი შეიძლება გამოვავლინოთ ულტრაბგერითი კვლევით. წითურას ვაქცინის გამოყენება მკვეთრად შეამცირებს ამ მდგომარეობის განვითარების ალბათობას.

მკურნალობა და რეაბილიტაცია

გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პედაგოგიური მიდგომები. აუცილებელია მშობლების მუდმივი კონტაქტი ექიმებთან, პედაგოგებთან, ფსიქოლოგებთან. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საუკეთესო ადაპტაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სწავლების პროგრამა ბავშვის შესაძლებლობებს შეესაბამება. მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დროს (IQ = 60-80) სწავლა დაფუძნებული უნდა იყოს თვალსაჩინო მეთოდებზე. ასეთი ბავშვები ეუფლებიან მარტივ შრომით უნარებს და შეუძლიათ საზოგადოებასთან ადაპტირება. ზომიერი (IQ = 45-59) და მძიმე (IQ = 30-44) გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს შედარებით კარგი მექანიკური მეხსიერებისას შეუძლიათ ისწავლონ წერა-კითხვა, თვლა, მაგრამ ირიბი და შენელებული აზროვნების გამო შემოქმედებითად ამ ცოდნის გამოყენებას ვერ ახერხებენ.

როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ ბავშვი ფსიქომოტორული განვითარებით ჩამორჩება თანატოლებს;
  • თუ 2-3 წლისთვის მეტყველება ჯერ არ დაუწყია ან ძალიან ნელა იდგამს ენას;
  • თუ ბავშვი თამაშისადმი ინტერესს არ ამჟღავნებს;
  • ასევე - ყურადღების დარღვევის, ცუდი მეხსიერების შემჩნევისას.