ძილის დარღვევა და მისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის დარღვევა და მისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები

ძილის დარღვევების განხილვამდე გავეცნოთ მის ნეიროფიზიოლოგიურ საფუძვლებს. ძილი განიხილება როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მოსვენებული მდგომარეობის გამოხატულება, თუმცა, ნეიროფიზიოლოგიური თვალთახედვით, ის ქცევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ქცევის ეს სახე კი მეტად თავისებურია. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია რიტმული მიმდინარეობა. ღვიძილის მსგავსად, არც ძილია ერთგვაროვანი ფენომენი, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობა ძილის პროცესშიც ცვალებადია. ძილის დროს (ცნს)-ის არაერთგვაროვან ფუნქციურ მდგომარეობაზე ძილის განსხვავებული სტადიების არსებობა მიუთითებს.

ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) მონაცემების საფუძველზე ძილის 5 სტადიას განასხვავებენ. როდესაც ადამიანი იწყებს თვლემას და იწყება ძილის პირველი სტადია, (ეეგ) -ზე თეტა რიტმი აღირიცხება. ის ღვიძილსა და ძილს შორის გარდამავალი სტადიაა. ამ დროს შეინიშნება თვალების ნელი მოძრაობები. 10 წუთის შემდეგ ძილის მეორე სტადია იწყება. ამ სტადიაში ადამიანს უკვე ნამდვილად სძინავს, მაგრამ თუ გავაღვიძეთ, შესაძლოა უარყოს, რომ ეძინა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ იწყება ძილის მესამე სტადია. მესამე და მეოთხე სტადიებს შორის მკვეთრი განსხვავება არ არის. ძილის დაწყებიდან დაახლოებით 90 წუთის და მეოთხე სტადიის დაწყებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ ეეგ პარამეტრები მკვეთრად იცვლება. ამ დროს აღირიცხება თვალების სწრაფი მოძრაობები, კუნთების ტონუსის სრული დათრგუნვა, კიდურების სწრაფი მოძრაობები, მამაკაცებთან - ნაწილობრივი ერექცია, ქალებთან - ვაგინის (საშოს) ჰიპერსეკრეცია. ძილის ეს სპეციფიკური სტადია ძირეულად განსხვავდება ზემოხსენებული მშვიდი სტადიებისგან. ამ სტადიას REM (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ძილის სახელით მოიხსენიებენ. ვინაიდან ამ სტადიაში ეეგ აქტივობა ღვიძილის დროს არსებული ეეგ აქტივობის მსგავსია, მას პარადოქსულ ძილსაც უწოდებენ.

ძილის ეს სტადია პირველმა ი. ბერიტაშვილის მოწაფემ ლევან ცქიფურიძემ აღწერა 1949 წელს და მას “მშფოთვარე ძილი” უწოდა. იმდროინდელი “საბჭოთა მეცნიერების” იზოლაციის გამო ეს ნაშრომი უცხოელი მეცნიერებისთვის შეუმჩნეველი დარჩა და თანამედროვე ლიტერატურაშიც კი ამ აღმოჩენის ავტორებად ნ. აზერინსკისა და ნ. კლეიტმანს (1955 წ.) მიიჩნევენ.

ძილის REM სტადიის აღმოჩენის შემდეგ თანამედროვე ფსიქოფიზიოლოგიურ ლიტერატურაში ძილის I-IV სტადიებს non-REM (არა REM) ძილის სახელით იხსენიებენ, ხოლო III-IV სტადიებს - ღრმა ძილის სახელით. ვინაიდან ძილის პირველი და მეორე სტადიები ნაკლებმნიშვნელოვნადაა მიჩნეული, მეცნიერთა ყურადღება უმთავრესად ღრმა ძილისა და REM ძილის როლს, მათი ნერვული მექანიზმების შესწავლას ეთმობა.

ღამის ძილის პროცესში REM და non-REM ძილის ფაზები მონაცვლეობით ვითარდება. non-REM ძილის ფაზა 60-70 წუთს გრძელდება. REM ფაზა თითოეულ ციკლში 20-30 წუთს იკავებს. ამრიგად, 8-საათიანი ძილი 4 ან 5 REM ძილის ფაზისგან შედგება. ამ ხანგრძლივობის ძილის ციკლის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ღრმა non-REM ძილის სტადიები (III და IV სტადიები) უმთავრესად ღამის პირველ ნახევარში დგება. მოგვიანებით non-REM ძილი უფრო მეტად II სტადიისგან შედგება, რომელსაც ყოველ 90 წუთში ერთხელ მოსდევს REM ძილის სტადია.

ძილის ციკლი ასაკთან ერთად იცვლება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ძილის ხანგრძლივობის შემცირება ძირითადად REM ძილის ფაზის ხანგრძლივობის შემცირების ხარჯზე ხდება. გერიატრიულ (მოხუცებულთა) ძილს პირველი და მეორე სტადიების გახანგრძლივება ახასიათებს.

არსებობს ძილის დარღვევის რამდენიმე სახეობა

  • ჰიპერსომნია ძილის ხანგრძლივობის პათოლოგიური მატებაა. ის სხვადასხვა (ენდოკრინული, ნევროლოგიური, რევმატოლოგიური და სხვა) დაავადების დროსაა მოსალოდნელი და, წესისამებრ, დეპრესიის გამოხატულებას წარმოადგენს. ე. წ. სეზონური დეპრესიები სწორედ ღამის ძილის გახანგრძლივებით ხასიათდება. ჰიპერსომნიის დროს, მიუხედავად გახანგრძლივებული ძილისა, ადამიანს არ ეუფლება დასვენებისა და ძალ-ღონის აღდგენის შეგრძნება, დღის განმავლობაში დაუოკებელი ძილიანობა და მოდუნება აწუხებს, მომატებული აქვს ტკბილეულისადმი ლტოლვა. ჰიპერსომნიას ზოგჯერ გაღიზიანებადობა, უსაფუძვლო განგაშის შეგრძნება და კუნთების ტკივილი ერწყმის.
  • ინსომნია ტოტალური უძილობაა. ის გვხვდება როგორც ფსიქიკური (ნევროზები, დეპრესია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი), ასევე სომატური დაავადებების დროს (ენდოკრინული და კანის ზოგიერთი დაავადების, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების, ქრონიკული ტკივილისმიერი სინდრომების დროს და სხვა).
  • ინტრასომნიური დარღვევების დროს ადამიანი ძილის არასრულფასოვან მიმდინარეობას უჩივის, ღრმად არ სძინავს, ხშირად ეღვიძება და, რაც მთავარია, გამოღვიძების შემდეგ ძალიან უჭირს ჩაძინება.
  • პრესომნიური დარღვევები, წესისამებრ, მომატებულ ემოციურ აგზნებადობასა და განგაშისმაგვარ მოვლენებთანაა დაკავშირებული. ამ ტიპის დარღვევის დროს ჩაძინების მოძალებული სურვილი ადამიანს ლოგინში ჩაწოლისთანავე უქრება, უსიამოვნო მოგონებები და ფიქრები იპყრობს, უძლიერდება მოძრაობითი აქტივობა და ცდილობს, მოხერხებული პოზა მიიღოს. ზოგს ქავილის ან ტკივილის შეგრძნება ეძალება. მოკლედ, ადამიანს ძალიან უნდა დაძინება, მაგრამ ვერ ახერხებს. თუ ნორმაში ჩაძინების პროცესი 3-10 წუთს მოიცავს, პრესომნიური დარღვევის დროს ის 30-40 წუთს გრძელდება. ზოგს საათობითაც კი უჭირს ჩაძინება.
  • პოსტსომნიური დარღვევა აერთიანებს იმ მოვლენებს, რომლებიც ადამიანს გამოღვიძებისთანავე აღენიშნება. მიუხედავად რამდენიმესაათიანი ძილისა, ის გამოუძინებელი, მოდუნებული და ძალაგამოლეული დგება (ნაცვლად იმისა, რომ ენერგიული და დასვენებული იყოს), დაქვეითებული აქვს შრომისუნარიანობა, გუნება-განწყობა, ზოგი უჩივის თავის ტკივილს, აპათიას.

პოსტსომნიური მოვლენები ხშირად აღენიშნებათ მათ, ვინც ჩვეულ რეჟიმს ამა თუ იმ მიზეზით არღვევს. მაგალითად, არსებობს ხალხი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით (სამსახურის სპეციფიკიდან ან დღის რეჟიმიდან გამომდინარე) რეგულარულად ერთი და იმავე ხანგრძლივობის ძილი უწევს; საკმარისია, ოპტიმალურ ხანგრძლივობას გადააჭარბონ, რომ პოსტსომნიური მოვლენები (ტკივილი, თავის არეში სიმძიმის შეგრძნება, აპათია, გუნება-განწყობის დაქვეითება) ეწყებათ ანუ, როგორც თავად აღნიშნავენ, ძილი აღარ ერგებათ.