ძილი და სიზმრები - ძილის ფსიქოლოგიური საფუძველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილი და სიზმრები - ძილის ფსიქოლოგიური საფუძველი

მთავარი, რაც ყველა სიზმარს აერთიანებს, ის არის, რომ ამ დროს გვძინავს. ეს სულიერი ცხოვრებაა, რომელიც რაღაცით ჰგავს სიფხიზლის მდგომარეობას, თუმცა ამავე დროს მკვეთრად განსხვავდება მისგან. ეს განმარტება არისტოტელესგან მომდინარეობს.

ძილისა და სიზმრების შესახებ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ზიგმუნდ ფროიდს. მას XX საუკუნის ფსიქოლოგთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი მონოგრაფია “სიზმრის ახსნა” 1900 წელს გამოიცა.

ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მას შემდეგ არც ერთ ნაშრომს არ მოუხდენია ამხელა გავლენა ფსიქოლოგიაზე. მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა.

ფროიდამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ცნობიერება მიიჩნეოდა, ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადამიანის ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკური ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებსა და მოტივებს.

სიზმარი

სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველმოქმედების პროდუქტია, მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: უპირველესად, საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმარს, მის ყოველ ელემენტს თავისი “მნიშვნელობა”.

ზოგიერთი მოაზროვნის თვალთახედვით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აღგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობს გამოხატულებას. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ გააჩნია - ის ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება - აგზნება განაპირობებს.

თუ სიზმარი შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშ, უნდა გავარკვიოთ, რა არის ძილი. ეს ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური პრობლემაა, სადაც ბევრი რამ არის საკამათო.

ფროიდი ფიქრობს, რომ ძილს შეიძლება ფსიქოლოგიური დახასიათება მიეცეს.

ძილის ფსიქოლოგიური საფუძველი

ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარე სამყაროს, ხდება გარე გამღიზიანებლების შეკავება, თითქოს გარე სამყაროს ვეუბნები: “თავი დამანებე, მეძინება”.

ამგვარად, ძილის ბიოლოგიური მიზანი ალბათ დასვენებაა, ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებას კი გარე სამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს.

ჩვენი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი, რომელშიც ასე უხალისოდ ვბრუნდებით, ალბათ ისეთი რამის მატარებელია, რომლის განუწყვეტლივ გადატანა არ შეგვიძლია, ამიტომ დროდადრო ვუბრუნდებით მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით ამქვეყნად მოვლინებამდე, ვიქმნით მუცლადყოფნის პერიოდის ანალოგიურ პირობებს: თბილა, ბნელა, არაფერი გვაღიზიანებს... ზოგიერთი ძილის დროს სწორედ ისეთ პოზას იღებს, როგორსაც ემბრიონი დედის მუცელში. დილით ყოველი გაღვიძება თითქოს ხელახლა დაბადებას ჰგავს.

თუ ძილს ასეთნაირად გავიგებთ, აღმოჩნდება, რომ სიზმრებს აქ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი. ძილში არ უნდა იყოს არავითარი სულიერი ცხოვრება და თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ.

სულიერი ქმედების ნარჩენებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია. სწორედ ეს ნაშთები წარმოადგენს სიზმრებს და ამ სიზმრებს აზრი არ სჭირდება.

ამრიგად, სიზმრები ძილისთვის ხელის შემშლელი სულიერი ცხოვრების ნარჩენებს წარმოადგენს.

ასე რომ, რაც უნდა ზედმეტი გვეჩვენებოდეს სიზმრები, ისინი მაინც არსებობენ და უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ მათი არსებობის მიზეზი. სრულიად რატომ არ წყდება სულიერი ცხოვრება? ალბათ იმიტომ, რომ მას რაღაც არ ასვენებს. მასზე მოქმედებენ გამღიზიანებლები და ის მათზე რეაგირებს.

ამრიგად, სიზმრები - ეს არის ფსიქიკის რეაგირება ძილში მოქმედ გამღიზიანებლებზე.

სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგვეხმარება, ვიპოვოთ ძილისთვის ხელის შემლელი გამღიზიანებლები, რომლებზეც ადამიანი სიზმრებით რეაგირებს.

სიზმრების სამყარო რეალურისგან განსხვავდება, მაგრამ სიზმარს, ისევე როგორც ცხადს, აქვს თავისი ლოგიკა, განსაკუთრებული პერსპექტივა, თავისებური, აშკარა და დაუჯერებელი.