როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

1) აუცილებლად დაიცავით ძილის რეჟიმი! გამოკვლევებითა და დაკვირვებებით დადგენილია, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გამოუძინებლები არიან, ადრეულ ასაკში ეწყებათ ინფორმაციის დამახსოვრებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

2) მოახდინეთ კვების რაციონის ოპტიმიზაცია. საკვები რაციონი მაქსიმალურად გაამდიდრეთ ისეთი პროდუქტებთ, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გონებრივ ფუნქციებზე. ამ თვალსაზრისით სასარგებლო პროდუქტებია: ცხიმიანი თევზი, მზესუმზირა, ნიგოზი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხორბლის ღივები, დაუმუშავებელი მარცვლეული, მაყვალი, ბროკოლი, შავი მოცხარი, ნიორი და პომიდორი.

3) რეგულარულად მიირთვით მცენარეული ნაყენები, ე.წ სამკურნალო ჩაის სახით (სალბის, კულმუხოს, ასფურცელას და სამყურას).

4) ყოველდღიურად დაუთმეთ დრო სპორტსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას.

გახსოვდეთ, ის, ვინც ამ წესებს იცავს, ყოველთვის კარგი მეხსიერებით გამოირჩევა. რაც უფრო ადრეულ ასაკში მიაქცევთ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას და დაიწყებთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას, მით უფრო დიდი დროით შეინარჩუნებთ ინფორმაციის დამახსოვრებისა და რეალიზაციის სრულყოფილ ფუნქციას!

ისიც ცნობილია, რომ მეხსიერების გაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის მუდმივ წვრთნას. უწინ ამისათვის ლექსების დაზეპირებასა და კროსვორდების ამოხსნას გვთავაზობდნენ სპეციალისტები. თანამედროვე კვლევებით ნაჩვენებია, რომ მეხსიერების აქტიური ფუნქციისათვის რეკომენდებულია ახალი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება და დაგროვება. თურმე, მეხსიერება ყველაზე უკეთ განიცდის წვრთანს და უკეთ გვამახსოვრდება ყოველი ახალი ინფორმაცია, როდესაც მოქმედების კანონი ერთდროულად ეფუძნება ინტერესსა და მიზანს ანუ დადგენილებას. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავს იმას, რომ ახალ ენას უფრო ადვილად შეისწავლით და დაიმახსოვრებთ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვთან ერთად იმუშავებთ, ანუ მიზნად დაისახავთ პატარასაც ასწავლოთ უცხოური სიტყვები. ან კიდევ, მაგალითად, მებაღეობისა თუ მეყვავილეობის პრინციპებს უფრო ადვილად გაეცნობით და დაიმახსოვრებთ, თუ ერთდროულად წაკითხულის პრაქტიკულ რეალიზაციასაც მოახდენთ, ანუ ოთახის ყვავილების მოვლა-გამრავლებას, ან მებაღეობას მიჰყოფთ ხელს.

თინათინ გოცაძე