მეცნიერები ალცჰეიმერის დაავადების დამარცხებას იმპლანტატით ცდილობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერები ალცჰეიმერის დაავადების დამარცხებას იმპლანტატით ცდილობენ

პირველი გამარჯვება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ერთობლივ ნოვაციას უკავშირდება - შეიქმნა პრეპარატი, რომელიც შლის ე.წ. ამილოიდურ ბალთებს (ფოლაქებს), რომლებიც ტვინში ერთმანეთს ერწყმის და ნერვულ უჯრედთა დეგრადაციას იწვევს.

მეორე დიდი გამარჯვება ამ ჯერჯერობით უკურნებელი სენის წინააღმდეგ კაროლინის ინსტიტუტის (შვედეთი) მეცნიერთა დამსახურებაა. მათ შექმნეს იმპლანტატი, რომელიც ინერგება თავის ტვინში და გამოყოფს ნეირონთა ზრდის მასტიმულირებელ ნივთიერებას. იმპლანტატი ექვს მოხალისეს უკვე ჩაუნერეგეს და მეტად საინტერესო შედეგებიც მიიღეს. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ მარი ერიკსდოტირის განცხადებით,  "შედეგები მეტად პოზიტიური და დამაჯერებელია, თუმცა მათი შეჯერება სიფრთხილეს საჭიროებს, რადგანაც კვლევაში ჯერ მხოლოდ 6 პაციენტმა მიიღო მონაწილეობა".

მეცნიერები დიდ იმედს ამყარებენ იმპლანტატზე და ვარაუდობენ, რომ ვერაგი და უკურნებელი ალცჰეიმერის დაავადების დამარცხება კომპლექსური მკურნალობით შესაძლებელი იქნება!

თინათინ გოცაძე

რა არის ალცჰაიმერის დაავადება