მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მალე გაფანტულ სკლეროზს დაამარცხებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მალე გაფანტულ სკლეროზს დაამარცხებენ

ამ პათოლოგიით დატანჯულმა პაციენტებმა, რომლებიც ათეულობით წელი მიჯაჭვულნი იყვნენ ინვალიდის ეტლს, სიარული, სირბილი და ცეკვაც კი დაიწყეს.

ალცჰაიმერის დაავადებისაგან განსხვავებით, გაფანტული სკლეროზი ბევრად ადრეულ ასაკში ვითარდება და აზიანებს არა მხოლოდ თავის, არამედ ზურგის ტვინსაც. დაავადების უშუალო გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, სპეციალისტები გარკვეულ როლს აუტოიმუნურ მექანიზმებსაც აკუთვნებენ. არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა, ტვინოვანი ნივთიერების ინფექციისაგან დაცვის პარალელურად საკუთარ ნერვულ უჯრედებსაც ანადგურებს მავნე ბაქტერიების მსგავსად. შედეგად, თავისა და ზურგის ტვინში ანთება იწყება, მწყობრიდან გამოდის რეცეპტორული აპარატი, ნერვული ქსელების ფუნქციები, ვითარდება ძლიერი ტკივილი, პარეზი და სიკვდილიც კი.

მკურნალობა, რომელსაც მკვლევარებმა მიაგნეს, იმუნური სისტემის სრულად განახლება, ასე ვთქვათ, მისი თავიდან "ჩატვირთვაა". მოხალისეებში (რომლებიც პრაქტიკულად განწირული პაციენტები იყვნენ) მკვლევარებმა გამოიყენეს დიდი დოზებით ქიმიოთერაპია. ფაქტრობრივად გაუნადგურეს მათ იმუნური სისტემა, რომელიც ანგრევდა (ინელებდა) საკუთარ ნერვულ ქსოვილს. შემდეგ ამ კატეგორიას შეუყვანეს საკუთარივე სისხლის ღეროვანი უჯრედები, რომლებმაც დასაბამი მისცა სისხლის ახალ უჯრედებს, როგორც თეთრ (ლეიკოციტებს), ასევე წითელს (ერითროციტებს). სისხლი მოხალისე პაციენტების ორგანიზმში სრულად განახლდა, რაც მთავარია მკვლელი ლიმფოციტების გარეშე. იმუნური სისტემა ერთი თვის განმავლობაში დგებოდა მწყობრში (ნორმაში). პაციენტები კი უბრუნდებოდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

კვლევის ავტორი, ნევროპათოლოგი ბეზილ შარაკი აღნიშნავს: "ასეთი მიდგომით პაციენტთა განკურნებას სასწაულს ვერ უწოდებ, თუმცა, სასწაულია ის, რაც მოხალისეებში დავინახეთ - სასიკვდილოდ განწირულნი სიცოცხლეს დაუბრუნდნენ!". როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, სულ მალე გაფანტული სკლეროზის მკურნალობა იმუნიტეტის "ჩატვირთვით" მოხდება და შესაძლებელი გახდება ამ ვერაგი დაავადების დამარცხება.

თინათინ გოცაძე

გაფანტული სკლეროზი